BlackRock
11 ნოემბერს ფეისბუკ- მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკული კორპორაცია BlackRock-ის ხელმძღვანელი, ლარი ფინკი, უკრაინელი ჯარისკაცების კრემატორიუმში დაწვას მოითხოვს. გავრცელებულ ფოტოზე ლარი ფინკია გამოსახული და შემდეგი ციტატაა დატანილი: “უკრაინის მფლობელმა უკრაინელებს მიმართა პრეტენზიით: “ძალიან ბევრი სასაფლაოა!” გამოიყენეთ კრემატორიუმები. ეს არ არის თქვენი მიწა.” – BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორი ლარი ფინკი.“ სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა, თითქოს...
მაია სანდუ
6-11 ნოემბერს ფეისბუქზე ქართულ და რუსულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2, 3, 4) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ შეწუხებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოკრატიის ნაკლებობით. პოსტში ვკითხულობთ კონკრეტულ ციტატასაც, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლების მტკიცებით მოლდოვის პრეზიდენტს ეკუთვნის: “ასეთი ძლიერი და დიდი ქვეყანაა, მაგრამ ჰიბრიდულ თავდასხმებს ვერ უმკლავდებოდა! საჭირო იყო Fox News-ის დახურვა, არჩევნების წინა დღეს...
სვეტლანა ტიხანოვსკაია
23 სექტემბერს ფეისბუკის რუსულენოვანმა ( 1, 2, 3, 4, 5, 6 ) და ქართულენოვანმა ანგარიშებმა ბელარუს ოპოზიციონერ ლიდერს – სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიმსგავსებული, ნახევრადშიშველი ახალგაზრდა ქალის ფოტო გაავრცელეს. ანგარიშები ამტკიცებენ, რომ ამ ფოტოთი ტიხანოვსკაია ახალგაზრდა ამომრჩევლის მოზიდვას ცდილობს. ფოტოზე გამოსახული ქალი არა ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია, არამედ პორნო მოდელია, რომელიც სოციალურ ქსელებში stasiia levina –...
უკრაინის სკოლები
17-18 აგვისტოს ფეისბუქ-მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ და სხვა რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2), ასევე რუსულმა სამთავრობო მედია Царьград-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს უკრაინის სკოლების დაწყებით კლასებში საგნის ,,გენდერული მრავალფეროვნებისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძვლების” სწავლებას იწყებენ. პოსტებს თანდართული აქვს ფოტო, რომელზეც ბავშვები LGBTQ+ დროშების ფონზე არიან, მასზე კი წერია, რომ აღნიშნული საგანი მესამე კლასელი მოსწავლეებისათვისაა განკუთვნილი. პოსტერზე ასევე...
ლიზი ველასკესი
26 ივლისიდან ქართულ (1,2) და რუსულენოვანი (1,2,3,4,5) ფეისბუქ-ანგარიშები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ამერიკული გამოცემა “პლანეტის ყველაზე ლამაზი გოგონების” 23 წლის ჟურნალისტის, ლიზი ველასკესის თქმით, არ ღირს რუსული პროპაგანდის დაჯერება, რადგან ის თავად დადიოდა ორი დღე პარიზის ქუჩებში და მას არავინ აწუხებდა. კომენტარების ავტორები ციტატას რეალურად აღიქვამენ, ხოლო ერთ-ერთი პოსტის ავტორი, ნონა შარაბიძე ამტკიცებს, რომ ჟურნალისტის განცხადება...
ფოტომანიპულაცია,-თითქოს-1991-წელს-მოსკოვში-მომიტინგეები-საბჭოთა-კავშირის-შენარჩუნებას-ითხოვდნენ
16-17 ივნისს ფეისბუქ ანგარიშებმა ნონა შარაბიძე და Levan Tavdishvili გაავრცელეს ხალხმრავალი შეკრების ფოტო, რომელზეც დატანილია რუსული წარწერა: ,,მიტინგი სსრკ-ს შენარჩუნებისთვის. 1991 წელი მოსკოვი.” ფეისბუქ ანგარიშები წერენ, რომ აქცია სპონტანური იყო და მას 750 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, ხოლო უფრო მეტი სახლიდან გულშემატკივრობდა სსრკ-ს ერთიანობის შენარჩუნებას. ნონა შარაბიძე ამერიკულ დემოკრატიაზეც მიანიშნებს და აღნიშნავს, რომ მასშტაბური აქცია...
ანახლებს-თუ-არა-კოკა-კოლა-რუსეთში-ოპერირებას-რეგისტრაციაზე-განაცხადის-შეტანით
14 ივნისიდან ქართულ (1,2,3) და რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები (1,2) და ფეისბუქ გვერდი, ასევე Threads-ის რუსულენოვანი ანგარიშები (1,2) ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ კოკა-კოლა რუსულ ბაზარს უბრუნდება, რაზეც მეტყველებს ის, რომ კომპანიამ აპრილში რუსეთში სავაჭრო ნიშნების რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა. ფეისბუქ ანგარიშების ნაწილი ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Newshub-ზე დაყრდნობით ავრცელებდა (1,2,3). ინფორმაცია კოკა-კოლას შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება. კომპანიის განმარტებით, რუსეთში...
რომის-პაპის-ლგბტქ+-დროშიანი-ფოტო-ხელოვნური-ინტელექტით-(AI)-არის-გენერირებული
12 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ რომის პაპის ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა. ფოტოებზე ჩანს, რომ პაპს მხრებზე ლგბტქ+ დროშა აქვს შემოხვეული.  ფოტოს დართული აქვს რუსულენოვანი წარწერა: ,,რუსეთი ქრისტიანული სამყაროს ბოლო საყრდენია. კათოლიციზმი დამთავრდა”. ნონა შარაბიძე წერს, რომ რუსეთი ერთადერთია, ვისაც მართლმადიდებლობის მტრებთან დაპირისპირება შეუძლია.  გასულ წლებში იმავე ფოტოს იყენებდა პრორუსული ონლაინ მედია ,,საქართველო და მსოფლიო”. გავრცელებული ფოტო...
სი ძინპინი
29 თებერვალსა და 1 მარტს ფეისბუქის ქართულ და რუსულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი პარტნიორები და მეგობრები არიან და იმ შემთხვევაში თუ აშშ-ის გავლენით NATO წამოიწყებს კონფლიქტს რუსეთთან, ჩინეთი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ სამხედრო რესურსებს რუსეთის დასაცავად. მისი მტკიცებით, ეს უფლება განპირობებულია BRICS-ის 50-ე...
დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინული ბანკი მათ ბარათებს ბლოკავს, ვინც გაწვევაზე არ გამოცხადდა
8-11 თებერვალს ქართულ და რუსულენოვანმა ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უკრაინულმა ოშადბანკმა დაიწყო იმ კლიენტების ბარათების დაბლოკვა, რომლებიც თავს არიდებენ საყოველთაო გაწვევას და არ გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატში. ამის მტკიცებულებად, პოსტების ავტორებმა ატვირთეს ოშადბანკისგან გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების ფოტო, რომელშიც წერია: “თქვენი ბარათი დაბლოკილია სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში გამოუცხადებლობის გამო”. მტკიცება, თითქოს უკრაინული ბანკი ოშადბანკი მის...
იყო-თუ-არა-ძაღლი-მთვარეზე-აპოლო-11-ის-მისიისას
13 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა, ნონა შარაბიძემ გაავრცელა ფოტო, რომელიც, თითქოს, აპოლო 11-ის მთვარეზე მისიას ასახავს. ფოტოზე ვხედავთ ძაღლს, რომელიც, აღწერის მიხედვით, ეკიპაჟის მთვარეზე დაშვების გადაცემისას გამოჩნდა. ნონა შარაბიძე ნასა-ს ასტრონავტების მთვარეზე დაშვების ნამდვილობას ეჭქვეშ აყენებს და მიუთითებს, რომ ის ამერიკამ გააყალბა. ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო ფაბრიკაციაა და მიზნად ნასა-ს მთვარის მისიასთან დაკავშირებული კონსპირაციის თეორიების განმტკიცებას ისახავს....
დეზინფორმაცია,-თითქოს-ამერიკელი-გენერალი-უკრაინაში-სარაკეტო-თავდასხმისას-გარდაიცვალა
აგვისტოში ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუკ ფეიბუკ-ანგარიშებმა (1, 2) ამერიკელი გენერლის გარდაცვალების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. ნონა შარაბიძის პოსტის თანახმად, ამერიკელი გენერალ-მაიორი ენტონი პოტსი რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკრაინაში, დნიპროპეტროვსკში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ნატოს შტაბ-ბინაში დაიღუპა, ხოლო რუსულენოვანი ფეისბუკმომხმარებელი წერს, რომ პოტსი ლვივში რუსეთის მიერ ბუნკერზე სარაკეტო შეტევის შედეგად გარდაიცვალა.   სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია პოტსის...
Page 1 of 3 1 2 3

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist