სექსის ჩემპიონატი
17-21 იანვარს ფეისბუქ მომხმარებლებმა (1, 2) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ევროპაში შეიქმნა  სპორტის ახალი სახეობა “საწოლურ საქმიანობაში” (სექსის ჩემპიონატი), სადაც ქალთა კატეგორიაში გამარჯვებული უკრაინელი ქალი გახდა. პოსტებს თან ახლავს ფოტო-ვიდეო მასალა რუსულენოვანი ვიდეოდან, სადაც ნათქვამია, რომ ჩემპიონატი ჩატარდა ესპანეთში, გამარჯვებული ქალი კი არის უკრაინელი ოლესია პრიხოდკო, რომელმაც რეკორდი დაამყარა და სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა 210 მამაკაცთან,...
BlackRock
11 ნოემბერს ფეისბუკ- მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკული კორპორაცია BlackRock-ის ხელმძღვანელი, ლარი ფინკი, უკრაინელი ჯარისკაცების კრემატორიუმში დაწვას მოითხოვს. გავრცელებულ ფოტოზე ლარი ფინკია გამოსახული და შემდეგი ციტატაა დატანილი: “უკრაინის მფლობელმა უკრაინელებს მიმართა პრეტენზიით: “ძალიან ბევრი სასაფლაოა!” გამოიყენეთ კრემატორიუმები. ეს არ არის თქვენი მიწა.” – BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორი ლარი ფინკი.“ სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა, თითქოს...
მაია სანდუ
6-11 ნოემბერს ფეისბუქზე ქართულ და რუსულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2, 3, 4) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ შეწუხებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოკრატიის ნაკლებობით. პოსტში ვკითხულობთ კონკრეტულ ციტატასაც, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლების მტკიცებით მოლდოვის პრეზიდენტს ეკუთვნის: “ასეთი ძლიერი და დიდი ქვეყანაა, მაგრამ ჰიბრიდულ თავდასხმებს ვერ უმკლავდებოდა! საჭირო იყო Fox News-ის დახურვა, არჩევნების წინა დღეს...
სვეტლანა ტიხანოვსკაია
23 სექტემბერს ფეისბუკის რუსულენოვანმა ( 1, 2, 3, 4, 5, 6 ) და ქართულენოვანმა ანგარიშებმა ბელარუს ოპოზიციონერ ლიდერს – სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიმსგავსებული, ნახევრადშიშველი ახალგაზრდა ქალის ფოტო გაავრცელეს. ანგარიშები ამტკიცებენ, რომ ამ ფოტოთი ტიხანოვსკაია ახალგაზრდა ამომრჩევლის მოზიდვას ცდილობს. ფოტოზე გამოსახული ქალი არა ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია, არამედ პორნო მოდელია, რომელიც სოციალურ ქსელებში stasiia levina –...
უკრაინის სკოლები
17-18 აგვისტოს ფეისბუქ-მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ და სხვა რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2), ასევე რუსულმა სამთავრობო მედია Царьград-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს უკრაინის სკოლების დაწყებით კლასებში საგნის ,,გენდერული მრავალფეროვნებისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძვლების” სწავლებას იწყებენ. პოსტებს თანდართული აქვს ფოტო, რომელზეც ბავშვები LGBTQ+ დროშების ფონზე არიან, მასზე კი წერია, რომ აღნიშნული საგანი მესამე კლასელი მოსწავლეებისათვისაა განკუთვნილი. პოსტერზე ასევე...
ლიზი ველასკესი
26 ივლისიდან ქართულ (1,2) და რუსულენოვანი (1,2,3,4,5) ფეისბუქ-ანგარიშები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ამერიკული გამოცემა “პლანეტის ყველაზე ლამაზი გოგონების” 23 წლის ჟურნალისტის, ლიზი ველასკესის თქმით, არ ღირს რუსული პროპაგანდის დაჯერება, რადგან ის თავად დადიოდა ორი დღე პარიზის ქუჩებში და მას არავინ აწუხებდა. კომენტარების ავტორები ციტატას რეალურად აღიქვამენ, ხოლო ერთ-ერთი პოსტის ავტორი, ნონა შარაბიძე ამტკიცებს, რომ ჟურნალისტის განცხადება...
ფოტომანიპულაცია,-თითქოს-1991-წელს-მოსკოვში-მომიტინგეები-საბჭოთა-კავშირის-შენარჩუნებას-ითხოვდნენ
16-17 ივნისს ფეისბუქ ანგარიშებმა ნონა შარაბიძე და Levan Tavdishvili გაავრცელეს ხალხმრავალი შეკრების ფოტო, რომელზეც დატანილია რუსული წარწერა: ,,მიტინგი სსრკ-ს შენარჩუნებისთვის. 1991 წელი მოსკოვი.” ფეისბუქ ანგარიშები წერენ, რომ აქცია სპონტანური იყო და მას 750 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, ხოლო უფრო მეტი სახლიდან გულშემატკივრობდა სსრკ-ს ერთიანობის შენარჩუნებას. ნონა შარაბიძე ამერიკულ დემოკრატიაზეც მიანიშნებს და აღნიშნავს, რომ მასშტაბური აქცია...
ანახლებს-თუ-არა-კოკა-კოლა-რუსეთში-ოპერირებას-რეგისტრაციაზე-განაცხადის-შეტანით
14 ივნისიდან ქართულ (1,2,3) და რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები (1,2) და ფეისბუქ გვერდი, ასევე Threads-ის რუსულენოვანი ანგარიშები (1,2) ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ კოკა-კოლა რუსულ ბაზარს უბრუნდება, რაზეც მეტყველებს ის, რომ კომპანიამ აპრილში რუსეთში სავაჭრო ნიშნების რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა. ფეისბუქ ანგარიშების ნაწილი ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Newshub-ზე დაყრდნობით ავრცელებდა (1,2,3). ინფორმაცია კოკა-კოლას შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება. კომპანიის განმარტებით, რუსეთში...
რომის-პაპის-ლგბტქ+-დროშიანი-ფოტო-ხელოვნური-ინტელექტით-(AI)-არის-გენერირებული
12 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ რომის პაპის ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა. ფოტოებზე ჩანს, რომ პაპს მხრებზე ლგბტქ+ დროშა აქვს შემოხვეული.  ფოტოს დართული აქვს რუსულენოვანი წარწერა: ,,რუსეთი ქრისტიანული სამყაროს ბოლო საყრდენია. კათოლიციზმი დამთავრდა”. ნონა შარაბიძე წერს, რომ რუსეთი ერთადერთია, ვისაც მართლმადიდებლობის მტრებთან დაპირისპირება შეუძლია.  გასულ წლებში იმავე ფოტოს იყენებდა პრორუსული ონლაინ მედია ,,საქართველო და მსოფლიო”. გავრცელებული ფოტო...
სი ძინპინი
29 თებერვალსა და 1 მარტს ფეისბუქის ქართულ და რუსულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი პარტნიორები და მეგობრები არიან და იმ შემთხვევაში თუ აშშ-ის გავლენით NATO წამოიწყებს კონფლიქტს რუსეთთან, ჩინეთი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ სამხედრო რესურსებს რუსეთის დასაცავად. მისი მტკიცებით, ეს უფლება განპირობებულია BRICS-ის 50-ე...
დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინული ბანკი მათ ბარათებს ბლოკავს, ვინც გაწვევაზე არ გამოცხადდა
8-11 თებერვალს ქართულ და რუსულენოვანმა ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უკრაინულმა ოშადბანკმა დაიწყო იმ კლიენტების ბარათების დაბლოკვა, რომლებიც თავს არიდებენ საყოველთაო გაწვევას და არ გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატში. ამის მტკიცებულებად, პოსტების ავტორებმა ატვირთეს ოშადბანკისგან გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების ფოტო, რომელშიც წერია: “თქვენი ბარათი დაბლოკილია სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში გამოუცხადებლობის გამო”. მტკიცება, თითქოს უკრაინული ბანკი ოშადბანკი მის...
იყო-თუ-არა-ძაღლი-მთვარეზე-აპოლო-11-ის-მისიისას
13 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა, ნონა შარაბიძემ გაავრცელა ფოტო, რომელიც, თითქოს, აპოლო 11-ის მთვარეზე მისიას ასახავს. ფოტოზე ვხედავთ ძაღლს, რომელიც, აღწერის მიხედვით, ეკიპაჟის მთვარეზე დაშვების გადაცემისას გამოჩნდა. ნონა შარაბიძე ნასა-ს ასტრონავტების მთვარეზე დაშვების ნამდვილობას ეჭქვეშ აყენებს და მიუთითებს, რომ ის ამერიკამ გააყალბა. ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო ფაბრიკაციაა და მიზნად ნასა-ს მთვარის მისიასთან დაკავშირებული კონსპირაციის თეორიების განმტკიცებას ისახავს....
დეზინფორმაცია,-თითქოს-ამერიკელი-გენერალი-უკრაინაში-სარაკეტო-თავდასხმისას-გარდაიცვალა
აგვისტოში ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუკ ფეიბუკ-ანგარიშებმა (1, 2) ამერიკელი გენერლის გარდაცვალების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. ნონა შარაბიძის პოსტის თანახმად, ამერიკელი გენერალ-მაიორი ენტონი პოტსი რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკრაინაში, დნიპროპეტროვსკში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ნატოს შტაბ-ბინაში დაიღუპა, ხოლო რუსულენოვანი ფეისბუკმომხმარებელი წერს, რომ პოტსი ლვივში რუსეთის მიერ ბუნკერზე სარაკეტო შეტევის შედეგად გარდაიცვალა.   სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია პოტსის...
ფოტომანიპულაცია, თითქოს სტოლტენბერგი ზელენსკის ხელს არ ართმევს
11-12 ივლისს ვილნიუსში გამართული ნატოს სამიტის შემდეგ ქართულ და რუსულენოვანი (1, 2, 3, 4, 5, 6) ფეისბუქ-ანგარიშები აქტიურად ავრცელებენ ფოტოს, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი არიან გამოსახული. ზელენსკის სტოლტენბერგისთვის ჩამოსართმევად ხელი აქვს გაწვდილი, სტოლტენბერგი კი მას უყურებს. ანგარიშების ნაწილი ფოტოკოლაჟსაც ავრცელებს, რომელზეც ზელენსკისა და იმ პოლიტიკოსების ხელის ჩამორთმევის კადრებია თავმოყრილი, რომლებმაც შემდეგ თანამდებობა დატოვეს. სტოლტენბერგისა და...
შვედეთის მეფისა და ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის დისკრედიტაციისთვის ფოტომანიპულაციები ვრცელდება
4 ივლისს ფეისბუქ-ანგარიშმა ნონა შარაბიძე ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, შვედეთის მეფისა და ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის ფოტოებისგან შედგება. ვლადიმირ პუტინი ცხენზე ზის და სამხედრო პრინტის ტანსაცმელი აცვია. შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავს ირმის რქების ქუდი ახურავს, ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესს კი გამჭვირვალე კოსტიუმი აცვია და ბრჭყვიალა ფრთები და პრაიდის გულსაბნევი უკეთია. რუსულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშები...
გაყალბებული-ციტატა
2-5 ივლისს საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ორი ფრაზა გავრცელდა. რუსულენოვანი ანგარიშები (1,2) ავრცელებდნენ ფრაზას, რომლის მიხედვითაც, ზელენსკი ევროპელებს ეკითხება თუ როგორ გრძნობენ თავს უკრაინის გარეშე და ახსენებს, რომ უკრაინა მრავალი წელი სთავაზობდა მათ დაცვას ქვეყნის ნატოში გაწევრიანებით, რაზეც ევროპამ უარი თქვა.  “უკრაინა ბევრი წლის განმავლობაში გთავაზობდათ თქვენი დამცველი გამხდარიყო ნატოს...
ყალბი-რეალური (5)
9-10 ივნისს ანონიმურ ფეისბუკ-გვერდზე “Konstantinopol News/ კონსტანტინოპოლი” , ასევე ქართულენოვან ფეისბუკ-ანგარიშზე, რუსულენოვან მედიასა და ფორუმზე შვედი კლიმატის აქტივისტის – გრეტა თუნბერგის ფოტო გავრცელდა. აღნიშნულ ფოტოში გრეტა თუნბერგს ფურცელი უჭირავს წარწერით “ პუტინო! შეწყვიტე ლეოპარდების განადგურება!”  გრეტა თუნბერგის ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. ავთენტიკურ ვერსიაში ფურცელზე შემდეგი წარწერაა: “ნება მიეცით რუსეთს, გაიფიცოს კლიმატისთვის“. ფოტო კლიმატის აქტივისტმა 2019 წელს...
დეზინფორმაცია
მარტის თვეში რუსულმა მედიებმა Lenta.ru, Известия, Газета.Ru, Московский комсомолец გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ლიეტუვაში ღმერთი რუსეთის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. სტატიების თანახმად, ლიეტუვის პარლამენტის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმა განაცხადა, რომ ღმერთი რუსეთის ხელისუფლების მოქმედებებს იცავს და ეს მიუღებელია. 13 აპრილს იგივე ინფორმაციის შემცველი პოსტი ფეისბუქ-ანგარიშმა ნონა შარაბიძემ გამოაქვეყნა, ხოლო რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა აღნიშნული ცნობები (1, 2, 3) მარტის ბოლოს გაავრცელეს....
დეზინფორმაცია
7 აპრილს ფეისბუქ-მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც უკრაინის ფოსტამ გამოუშვა მარკების სერია, რომელიც SS-ის დივიზიის “გალიჩინას” (გალიციას) ეძღვნება. პოსტს თან ერთვის მარკების ფოტო.  აღსანიშნავია, რომ იგივე ინფორმაცია 2023 წლის 27 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე გააჟღერა. ზახაროვას განცხადებით, უკრაინაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეებში SS-ის დივიზიის “გალიციის” 75 წლისთავის აღსანიშნავად...
ფოტომანიპულაცია
25 მარტს რუსულ მედიასა  და ფეისბუკის რუსულენოვან და ქართულენოვან (1, 2, 3 ) ანგარიშებზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკისა და მას მიმსგავსებული ახალგაზრდა შიშველი ქალის ფოტოები გამოქვეყნდა. პოსტებში წერენ, რომ ფოტოებზე ბერბოკია გამოსახული და ის წარსულში პროსტიტუციით იყო დაკავებული.  “ახალგაზრდა ვიყავი და ფული მჭირდებოდა”, – პოსტების აღწერებში ამ სიტყვებს ბერბოკს მიაწერენ.  გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული...
დეზინფორმაცია
16 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა ნონა შარაბიძე “ამერიკის ხმის” რუსულენოვანი სამსახურის სტატიის სქრინშოტი გაავრცელა. წარწერის მიხედვით, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს კამალა ჰარისს მიაჩნია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის “არაადეკვატური ქცევის” უკან შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ. იდენტური სქრინშოტი 2022 წლის ოქტომბერში სხვა ქართულ და რუსულენოვანმა (1,2,3,4,5,6,7) ფეისბუქ ანგარიშებმაც გაავრცელეს.  სქრინშოტი, რომელიც “ამერიკის ხმის” სახელით ვრცელდება, გაყალბებულია. მსგავსი ინფორმაცია არც...
გაყალბებული-დოკუმენტი
26 თებერვალს პროპაგანდისტული მედიასაშუალება mk.ru, ასევე სოციალური ქსელის ქართულ და რუსულენოვანი ანგრიშები (1,3) “რადიო თავისუფლების” რუსულენოვანი სამსახურის სქრინს ავრცელებდნენ. წარწერის მიხედვით,  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა: “ზელენსკის ქვრივს აშშ-ის მოქალაქეობის მიღებას დაჩქარებული ფორმატით შეეძლება.” “რადიო თავისუფლების” სახელით გავრცელებული სქრინი გაყალბებულია. “მითების დეტექტორი” გამოცემის რუსულენოვან სამსახურს დაუკავშირდა, სადაც მსგავსი ინფორმაციის გაშუქების ფაქტი უარყვეს. ინფორმაცია...
ყალბი-რეალური
18 თებერვალს ფეისბუქ-ანგარიშმა ნონა შარაბიძემ შოკოლადის ფილის ფოტო გამოაქვეყნა. შეფუთვაზე პატარა ბიჭი შავი ლენტითაა გამოსახული და წარწერა “სიკვდილი ალიოშკას” (Смерть Алёшки) ჩანს. შოკოლადის შეფუთვის ზედა მარჯვენა კუთხეში უკრაინის გერბია გამოსახული. პოსტის თანახმად, შოკოლადი უკრაინაში გამოუშვეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში “ნაციზმი ყვავის.” ეს ვიზუალი რუსულენოვანმა წყაროებმა (1, 2), მათ შორის კრემლის პროპაგანდისტულმა tsargrad.tv-მ, ასევე...
ყალბი-რეალური-უკრაინა
2022 წლის მარტიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით ქართულ და რუსულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშები ერთ-ერთ აქციაზე გადაღებული ფოტოს ორ ვერსიას ავრცელებდნენ.  პირველ ვერსიაში  (1,2,3) აქციის მონაწილეებს უკრაინის დროშა შემდეგი წარწერით უჭირავთ: “Путин верни нам разум” (პუტინ, დაგვიბრუნე გონება). ფოტოს გაფართოებულ ვერსიაში (1,2,3) კიდევ ერთი პლაკატი და უკრაინისა და პოლონეთის დროშები ჩანს, ერთ-ერთ პლაკატზე რუსულენოვანი წარწერაა დატანილი: “Москали украли...
ყალბი-რეალური-ფემინისტების-ტანკი
29 იანვარს ფეისბუქ-ანგარიშმა ნონა შარაბიძე ვარდისფერი ტანკის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე გაკეთებული რუსულენოვანი წარწერის თანახმად, ევროპელმა ფემინისტებმა ფული შეაგროვეს და უკრაინისთვის ტანკი შეიძინეს, რომელიც ვარდისფრად შეღებეს, რადგან მწვანე ძალიან შეურაცხმყოფელი იყო, ხოლო ტანკის ლულა მოახერხეს, რადგან სექსისტურად გამოიყურებოდა. იდენტური ინფორმაცია რუსულ ენაზე სხვადასხვა სოციალურ ქსელში 22 იანვრიდან იძებნება (1, 2, 3, 4). გავრცელებულ პოსტში გამოყენებული ვარდისფერი...
დეზინფორმაცია (1)
12-19 ნოემბერს რუსულენოვანმა მედია საშუალებებმა Lenta.ru,  Life.ru, News.rambler.ru, svpressa.ru, news.ru,  უკრაინის ქალაქ ჟიტომირში პუშკინის ბიუსტის დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ჟიტომირში პუშკინის ბიუსტი დემონტაჟის დროს ერთ-ერთ აქტივისტს თავზე დაეცა, რის გამოც ის ადგილზე დაიღუპა. იდენტური ინფორმაცია რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებელმა და გვერდმა (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8), ასევე ქართველმა ფეისბუკის მომხმარებლმა...
დეზინფორმაცია
8 აგვისტოს გაზეთში “საქართველო და მსოფლიო” გამოქვეყნდა ინტერვიუ პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელთან, დიმიტრი ლორთქიფანიძესთან, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემულ 12-პუნქტიან დავალებაში წერია, რომ ლგბტ თემის წევრები სახელმწიფო მმართველობაში უნდა იყვნენ: დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: “რკინის ფარდა ეშვება და ამ ფარდის მიღმა რჩება დასავლეთი, რომელმაც განიზრახა, გენდერული დიქტატურის ქვეშ...
დეზინფორმაცია
7 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა ნონა შარაბიძე აგვისტოს ომის შესახებ  შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: “რუსეთი თუ მართლა აგრესორია, რატომ არ დაბომბა საცხოვრებელი კორპუსები 2008 წლის აგვისტოს ომში?! NATO-ს და ამერიკის შეეშინდა?” პოსტი ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთის სამიზნე მშვიდობიან მოსახლეობას არ ყოფილა. მტკიცება, თითქოს რუსეთს აგვისტოს ომის დროს საცხოვრებელი კორპუსები არ დაუბომბავს, დეზინფორმაციულია. რეალურად, რუსული სამხედრო...
კონსპირაცია
2020 წლის 11 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ გაავრცელა პოსტი, რომლის  თანახმად, როტშილდების და როკფელერების ოჯახები მასონები და გლობალისტები არიან. შარაბიძის მტკიცებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სწორედ მათ გაანადგურეს საქართველოს ეკონომიკა, ხოლო შედეგები რუსეთს გადააბრალეს. სტატიას თან ახლავს ბრიტანელი ბანკირის იაკობ როტშილდის ფოტოსურათი რუსული წარწერით: “მე მქვია იაკობ როტშილდი. მე მაქვს სულ 500 ტრილიონი დოლარი. მე ვარ...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist