საპროტესტო აქცია
21 დეკემბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1, 2, 3, 4, 5, 6) და გვერდმა გაავრცელეს იდენტური ვიდეო, რომელიც საპროტესტო აქციაზეა გადაღებული. კადრში ვხედავთ, რომ ქალი შვილის დაკავების შესახებ საუბრობს. ის ამბობს: “მოკიდეს ჩემ ბავშვს ხელი და ჩააგდეს მანქანაში. არაფრის გამო. რატო არღვევთო კანონსო, არ ვემორჩილები-მეთქი კანონს, არა.” ქალი იმასაც ახსენებს, რომ შვილთან ერთად აქციაზე მიდიოდა. ვიდეოს ბოლოს კი...
ფედერალისტები
15 აგვისტოს პრორუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობა – ალტ ინფოს” მხარდამჭერმა, ნინი ხუნდაძემ, რომელსაც დეზინფორმაცია წარსულში არაერთხელ გამოუქვეყნებია, ფეისბუქზე ახლადშექმნილი პარტია “ფედერალისტების” მოკლე ვიდეო (ე.წ. რილსი) გაავრცელა. ვიდეოში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებასა და მის დამარცხებაზე საუბრობს, მის სიტყვებს კი ებმის პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის, გიორგი ახალაიას ფრაზა, რომელშიც ერთ-ერთ...
ვიდეომანიპულაცია, თითქოს აქციის მონაწილე აცხადებს, რომ ევროპა არ უნდა_
15 მაისს პრორუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს” მხარდამჭერმა ნინი ხუნდაძემ და რამდენიმე ფეისბუქ-ანგარიშმა გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო (1, 2, 3), რომელშიც საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე ინტერვიუს აძლევს ტელეკომპანია ფორმულას. კადრებში, ახალგაზრდა აცხადებს, რომ ისინი ემორჩილებიან სამართალდამცავებს და იხევენ უკან, ასევე ვიდეოში ვისმენთ ფრაზას “მაგრამ ამ მთავრობას მაინც ვერ გავაგებინეთ ის, რომ ჩვენ ევროპა არ გვინდა”. ...
ფოტომანიპულაციალ
განახლება 20.10.2023: მასალას დაემატა ნიუ-იორკის შენობაზე იმავე წარწერის ამსახველი ვიდეო. “მითების დეტექტორი” ვერ გამორიცხავს, რომ წარწერა შენობაზე გარკვეული პერიოდით მიანათეს, თუმცა მასალის ვერდიქტი რჩება უცვლელი, რადგან შენობაზე ბანერი განთავსებული არ ყოფილა. 18 ოქტომბერს “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერმა ანგარიშებმა ამირანი ფრუიძე, რუ სა, Nini Nini გაავრცელეს ფოტო, რომელზეც ინგლისურენოვანი ბანერი შემდეგი წარწერით არის განთავსებული: “ისრაელი ბომბავს საავადმყოფოს...
ასახავს-თუ-არა-გავრცელებული-ვიდეო-უზბეკეთში-ბავშვთა-ტრეფიკინგს
25-27 სექტემბერს ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2, 3.) გაავრცელეს პოსტი, სადაც აცხადებენ, რომ უზბეკეკეთში დაიჭირეს მუსლიმი მძღოლი, რომელსაც 25 ბავშვი მანქანით გადაყავდა. მათი მტკიცებით, დაკავებულმა აღიარა, რომ ის ბავშვების სექსუალური მიზნებისა და ორგანოებით ვაჭრობისთვის გაყიდვას აპირებდა. პოსტებს თან ახლავს ვიდეო, სადაც ჩანს როგორ გამოყავს პოლიციას ბავშვები პატარა ავტომობილიდან. მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიდეოში ნაჩვენები ბავშვები პიროვნებას...
კონსპირაციის-თეორია-შოვი
4-5 აგვისტოს ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2) გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც სამ შენობას, ხეებს და მათ ფონზე ღრუბლებს ვხედავთ. თანდართული აღწერის მიხედვით, ფოტო 3 აგვისტოს შოვშია გადაღებული და ფოტოზე ასახული ღრუბლები ხელოვნურია.  5-6 აგვისტოს გვერდმა კონსერვატიული მოძრაობა რუსთავი და რამდენიმე ფეისბუქ ანგარიშმა (1,2,3) აღნიშნული ფოტო ღრუბლების ამსახველ ორ სხვა ფოტოსთან ერთად გაავრცელა. პოსტების აღწერის მიხედვით, ორი ფოტო...
თქვა-თუ-არა-ნიკა-გვარამიამ,-რომ-ნატოსა-და-ევროკავშირში-გასაწევრიანებლად-საქართველომ-ოკუპირებული-ტერიტორიები-უნდა-დათმოს
1 აგვისტოს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2) გამოაქვეყნეს პოსტები, რომლებშიც წერენ, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას აზრით, როგორც სომხეთმა დათმო ყარაბაღი, საქართველომაც მსგავსად უნდა დათმოს აფხაზეთი და სამაჩაბლო, რათა დასავლურ კავშირებში გაწევრიანება გაუადვილდეს. ერთ-ერთ პოსტში გვარამიას ციტატის სქრინშოთიცაა მოცემული, რომელშიც ის ამბობს, რომ სომხეთის ლიდერი ისტორიული ფიგურაა, რადგან მან სომხეთს სიმსივნე, სახელად ყარაბაღი მოკვეთა. ნიკა...
მოსახლეობის-ზრდის-შეჩერებაზე-ევროკომისიის-პრეზიდენტის-კომენტარი-უკონტექსტოდ-ვრცელდება
19 ივლისს ფეისბუქის ქართულ და უკრაინულენოვანმა მომხმარებლებმა გააზიარეს ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიდეო, აღწერით “ურსულა დეიდა ღიად საუბრობს მოსახლეობის ზრდის შეჩერების აუცილებლობაზე”. ვიდეოში, ევროკომისიის პრეზიდენტი საუბრობს 50 წლის წინ გამოცემული კვლევის “ზრდის ლიმიტის” შესახებ, რომლის მიხედვითაც მომავალში ჩვენი პლანეტა ვერ გადარჩება თუ არ შეწყდება ეკონომიკური და მოსახლეობის მაჩვენებლების ზრდა. მტკიცება იმის შესახებ, რომ ურსულა ფონ...
რობოტი-თუ-რიში-სუნაკი---ვინ-ჩანს-ვიდეოში-ვოლოდიმირ-ზელენსკისთან-ერთად
19 ივლისს ფეისბუქ-ანგარიშმა ნინი ხუნდაძე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რობოტთან ერთად ჩანს. ერთ-ერთ კადრში ზელენსკი რობოტს “ბატონი პრემიერ-მინისტრით” მიმართავს. ვიდეოზე განთავსებული ტექსტით მიხედვით, ახალი “რობოტი სამეფო ძალა” უკვე უკრაინაშია. ნინი ხუნდაძე წერს, რომ ვიდეო ერთ-ერთ ამერიკულ “გამოსაღვიძებელ” არხზე გაავრცელეს. გავრცელებული პოსტი ვიდეოფაბრიკაციას შეიცავს. რეალურად, ვიდეო დამუშავებულია და მასში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში...
რა-შეთქმულების-თეორიები-ვრცელდება-გლობალური-ელიტების-მიერ-ბავშვებით-ვაჭრობაზე
15-17 ივლისს ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1,2,3,4,5) მათ შორის კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერმა ანგარიშმა კონსერვატიული მოძრაობა საგარეჯოში გაავრცელეს ამერიკელი კონსპიროლოგის ალექს ჯონსის გადაცემის InfoWars-ის ვიდეომონაკვეთი, რომელშიც მოწვეული სტუმარი, კევინ ანეტი სატანურ კულტზე, “მეცხრე წრეზე” საუბრობს. იგივე ვიდეო კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერ ჯგუფშიც “ალტინფო-TV” გამოქვეყნდა. კევინ ანეტის თქმით, მეცხრე წრის კულტი ბავშვებით ვაჭრობაშია ჩართული და მათ რიტუალურ მსხვერპლშეწირვას ეწევა, ხოლო, თავის...
შეცდომაში-შემყვანი
5-7 ივლისს ფეისბუკის ქართულ (1, 2) და რუსულენოვანმა ანგარიშებმა გააზიარეს პოსტი, რომლის მიხედვითაც ნიუ-იორკის მეტროში ოფიციალური პლაკატები ადამიანებს სიკვდილით ემუქრება, თუ ისინი პატივს არ სცემენ ტრანსგენდერებს. “პატივი ეცით ტრანს ადამიანებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ნაცვალსახელები იქნება „was / were (იყო)“ – ვკითხულობთ პლაკატზე, რომლის ფოტოც პოსტებს თან ერთვის. ნიუ-იორკის მეტროში გაკრული პლაკატის ფოტო შეცდომაში შემყვანია და...
დეზინფორმაცია
26 ივნისს კრემლის პროპაგანდისტულმა მედიებმა ((Новости Первого канала, tass.ru, iz.ru, rbc.ru), რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით კიევისა და იუნესკოს შეთანხმების შესახებ გამოაქვეყნეს ინფორმაცია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიევი იუნესკოს კიევ-პეჩერის ლავრის მართლმადიდებლური სიწმინდეების მათი გადარჩენის მიზნით გადაცემაზე შეუთანხმდა და შესაბამისად, კიევ-პეჩერის ლავრიდან წმინდა ნაწილები იტალიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ვატიკანის მუზეუმებს უნდა გადაეცეს. იდენტური ინფორმაცია ფეისბუკის...
დეზინფორმაცია
29 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა Ин Хундадзе გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციას მტირალი ბავშვი სახლიდან გაჰყავს, ხოლო თავსაბურავიანი ქალები ცდილობენ მათ წინააღმდეგობა გაუწიონ. ვიდეოში ისმის საუბარი გერმანულ ენაზე. აღწერის მიხედვით, ვიდეო გერმანიის ქალაქ ბრემერჰავენში სოციალური სამსახურის მიერ ოჯახიდან უმცროსი ვაჟის გაყვანას ასახავს, რისი მიზეზიც სკოლის განცხადება გახდა, რომ ბიჭს ოჯახი ისლამისთვის “ჰომოსექსუალიზმის და ტრანსგენდერიზმის” მიუღებლობას...
ლაზარე
ლაზარე გრიგორიადისი „აგენტების” კანონის საწინააღმდეგო აქციებისას, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით 29 მარტს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 7-9 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს, სამართალდამცველებისთვის ქვებისა და „მოლოტოვის კოქტეილის” სროლა ედება ბრალად. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ მან შსს-ს კუთვნილ ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა.  31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის...
ყალბი-რეალური
22 თებერვალს ფეისბუკ ანგარიშებმა ნინი ხუნდაძე, ფანტინა (2, 3), ნოზაძე მიშკა,  უკრაინის ერთ-ერთ ტაძარში გადაღებული ვიდეო გაავრცელეს. პოსტის ავტორები ვიდეოს თანმხლებ აღწერაში ამტკიცებენ, რომ ვიდეოში უკრაინელების მიერ კიევ-პეჩერის ლავრაში ჩატარებული სატანისტური რიტუალია წარმოდგენილი. ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთ ტაძარში მყოფი პირები უკრაინული სიმღერის თანხლებით წრიულად მოძრაობენ. გავრცელებული პოსტების მცდარ აღწერას შეიცავს. ვიდეო არა კიევ-პეჩერის ლავრაში, არამედ...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist