ლაზარე-გრიგორიადისის-სახელით-ყალბი-ფეისბუკ-ანგარიში-შეიქმნა
24 აპრილს, ლაზარე გრიგორიადისის საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, სოციალურ ქსელში მისი სახელით პოსტი გავრცელდა, რომელშიც ის საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის. გარდა ამისა, ანგარიში ლაზარეს სახელით საზოგადოებას უხსნის, რომ მისი ტელეფონი პოლიციამ წაიღო, ძველი ფეისბუქი კი დაკარგა, ამიტომ მეგობრებში ეს ანგარიში უნდა დაიმატონ. ფეისბუკ ანგარიში Lazare Grigoriadis, რომელიც ფეისბუკ მომხმარებლებს მეგობრობის თხოვნას უგზავნის და გრიგორიადისის სახელით განცხადებებს...
ბაია-პატარაიას-სახელით-მორიგი-გაყალბებული-პოსტი-ვრცელდება
10 მარტს ფეისბუქ-მომხმარებელმა Tedo Abashidze-მ უფლებადამცველი ბაია პატარაიას სახელით პოსტის სქრინშოტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ის ქართველ დამსაქმებლებს აკრიტიკებს და წერს: “დუდ, რა ჯანდაბა გჭირს, მირჩევნია ისევ სექსუალურად იძალადო ჩემზე და თავი ნამდვილ ქალად მაგრძნობინო”.   ბაია პატარაიას სახელით გაყალბებული სქრინშოტი ვრცელდება. რეალურად, მას მსგავსი შინაარსის პოსტი არ გამოუქვეყნებია. პრეზიდენტის მიერ უფლებადამცველის ღირსების ორდენით დაჯილდოების შემდეგ სოციალურ...
სოციალურ-ქსელში-იაგო-ხვიჩიას-ყალბი-კომენტარები-ვრცელდება
5 და 6 იანვარს ფეისბუკ ანგარიშმა თეა აბაშიძე პარტია “გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას ორი კომენტარის სქრინშოტი (1, 2) გაავრცელა. ერთ კომენტარში ნათქვამია, რომ ხვიჩია ომში თანაბრად გულშემატკივრობს უკრაინასა და რუსეთს, რამდენადაც უნდა, რომ სლავებმა ერთმანეთი ბოლომდე გაწყვიტონ. მეორე კომენტარში კი ვკითხულობთ, რომ სტალინის ხატი ყველა ქართველის ოჯახში უნდა ეკიდოს, რადგან სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს...
ფეისბუქზე-გავრცელებული-ვიდეო-რიკოთზე-გვირაბის-ჩამონგრევას-არ-ასახავს
18-19 ნოემბერს ფეისბუქზე აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს რიკოთის გვირაბი ჩამოინგრა. ინფორმაცია უმეტესად ეყრდნობოდა 18 ნოემბერს ყალბი  ფეისბუკ-ანგარიშის “ბიწაძე ნანას” პოსტს, რომელსაც თანდართული ჰქონდა ვიდეოც.  ამჟამად, ფეისბუქ-ანგარიშს პოსტი დარედაქტირებულია, შეცვლილია პოსტის აღწერა და ვიდეო. ცვლილებების ნახვა პოსტის რედაქტირების ისტორიაშია შესაძლებელი, სადაც ჩანს, რომ რეაქციების უმეტესობა სწორედ პოსტის თავდაპირველმა ვერსიამ დააგროვა.  ფეისბუქის მონიტორინგის ხელსაწყო Crowdtangle-ით საძიებო სიტყვების...
საპატრიარქოს-სახელით-“გამონათვლის-პროცედურაზე”-ყალბი-ინფორმაცია-ვრცელდება
4 ნოემბერს ყალბმა ფეისბუკ-ანგარიშმა “ბიწაძე ნანა” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საპატრიარქო იმ ადამიანებს, რომლებსაც სამზე მეტი ნათლია ჰყავთ, “გამონათვლის პროცედურას” ჩაუტარებს და თავიდან მონათლავს. პროცედურა კი ფასიანი იქნება, 70-80 ლარის ფარგლებში, არაუმეტეს 100 ლარისა. ციტატას თან ერთვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ფოტო, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მსგავსი...
უკრაინაში-ქართველი-მებრძოლის,-გიორგი-წიკლაურის-დაღუპვაზე-ყალბი-ინფორმაცია-ვრცელდება
25 ოქტომბერს ყალბმა ფეისბუკ ანგარიშმა “ბიწაძე ნანამ” უკრაინაში ქართველი მებრძოლის, გიორგი წიკლაურის დაღუპვის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. გავრცელებული პოსტის თანახმად, რუსეთში გაზრდილი გიორგი წიკლაური რუსულ ჯარში იძულებით გაწვევის შემდეგ სტანცია დიუნკაში მოხვდა, სადაც ქართველი ტყვეების დახვრეტა უბრძანეს. პოსტის თანახმად, გიორგიმ ავტომატი ნაწილის მეთაურს, საშა მონგოხოტკოვს დაუმიზნა და მასთან ერთად კიდევ 14 რუსი მოკლა, თუმცა საბოლოოდ დაიღუპა....
ფეისბუქზე-კობახიძისა-და-ღარიბაშვილის-სახელით-ყალბი-ციტატები-ვრცელდება
17 და 15 სექტემბერს ყალბმა ფეისბუკ ანგარიშმა ბიწაძე ნანამ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ციტატები გამოაქვეყნა. სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის თანახმად, კობახიძე ოცნების მხარდამჭერებს სოლიდარობის ნიშნად ფეისბუკზე “ფრეიმად” პალესტინის დროშის დაყენებისკენ მოუწოდებს, მეორე პოსტში კი, ირაკლი ღარიბაშვილი პალესტინიდან 40 000 დევნილის შეფარებაზე აკეთებს განცხადებას. ციტატებს ონლაინ გამოცემის On-ge-ის ლოგოები აქვს დართული,...
ჭიათურელ-მაღაროელებზე-იაგო-ხვიჩიას-გაყალბებული-პოსტი-ვრცელდება
ივნისის თვეში ქართულმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2) პარტია “გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას სახელით პოსტის სქრინშოტი გამოაქვეყნეს. სქრინშოტის მიხედვით, ხვიჩია წერს, რომ პუტინს უნდა ვთხოვოთ, რამდენიმე რაკეტა ჭიათურაშიც ჩამოაგდოს და მაღაროელები მიწაში ჩამარხოს. იაგო ხვიჩიას სახელით გავრცელებული სქრინშოტი გაყალბებულია. მსგავსი შინაარსის განცხადება ხვიჩიას არც სოციალურ ქსელის ანგარიშებზე იძებნება და არც რომელიმე მედიასაშუალებასთან უთქვამს. “მითების დეტექტორი” იაგო ხვიჩიას...
დეზინფორმაცია
2 აპრილს ფეისბუქ-ანგარიშმა “მრისხანე ბაბუაწვერა” პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერი ბლოგერის, ბექა ვარდოსანიძის, ფეისბუქ-პოსტის სქრინშოტი გაავრცელა. გავრცელებულ პოსტში ვარდოსანიძე ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას, პროევროპული პოზიციისთვის აკრიტიკებს, სოროსის ჭინკას უწოდებს და ფეხების მოტეხვას უსურვებს. იდენტური სქრინშოტი 3 აპრილს ფეისბუქის სხვა მომხმარებლებმაც გაავრცელეს (1,2). ფეისბუქზე ბექა ვარდოსანიძის სახელით გავრცელებული პოსტის სქრინშოტი გაყალბებულია. მსგავსი შინაარსის სტატუსი არც ვარდოსანიძის ფეისბუქ-პროფილზე და...
გაყალბებული-დოკუმენტი
19 იანვარს სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის შესახებ ონლაინ გამოცემა “ტაბულას” სქრინშოტი გავრცელდა. წარწერის მიხედვით, პარტია “ქართული ოცნების” თავჯდომარე 2007-2009 წლებში გერმანიის ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში რეაბილიტაციის გაძლიერებულ კურსს უტარებდნენ.  “ტაბულას” სახელით გავრცელებული სქრინშოტი ყალბია. რეალურად, გამოცემას ამ შინაარსისა და ვიზუალის პოსტი არ გამოუქვეყნებია და ეს ფაქტი “მითების დეტექტორთან” საუბარში გამოცემის რედაქტორმაც უარყო.  “ტაბულას” ფეისბუქ გვერდსა და ვებ-საიტზე...
ღარიბა-და-ხიდი
9 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა მრისხანე ბაბუაწვერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ტვიტის სქრინშოტი გამოაქვეყნა. ტექსტის მიხედვით, ყირიმში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, საქართველოში სამდღიანი გლოვა გამოცხადდება და დროშები დაეშვება. ტექსტს 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების ამსახველი ფოტოც ერთვის. (zolpidem tartrate) ირაკლის ღარიბაშვილის ოფიციალური ტვიტერის გვერდზე მსგავსი ინფორმაცია არ გავრცელებულა. ბოლო ტვიტი, რომელიც აღნიშნულ გვერდზე გამოქვეყნდა 6...
გაყალბებული-დოკუმენტი
5 ოქტომბერს ფეისბუკ-მომხმარებლებმა მრისხანე ბაბუაწვერა პარტია “გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას სახელით პოსტის  სქრინი გამოაქვეყნა. ტექსტის მიხედვით, ხვიჩია თვლის, რომ საქართველოში საფლავების პრივატიზაცია უნდა მოხდეს, რათა გარდაცვლილი ადამიანების ბაჯაღლო ოქროს კბილები შეგროვდეს და ეს ქონება მოსახლეობაზე გადანაწილდეს. ასე საქართველოს ევროპაში ოქროს უდიდესი მარაგი გაუჩნდება. იდენტური სქრინი ფეისბუკ გვერდმა “უნივერსუმი” და ერთ-ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმაც გამოაქვეყნეს. იაგო ხვიჩიას...
Page 1 of 2 1 2

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist