Israeli Refugees
22-23 ივნისს ფეისბუკის რუსულენოვან (1, 2, 3)  და ქართულენოვან ანგარიშებზე ვიდეო გავრცელდა, რომელშიც, აღწერის მიხედვით, ისრაელელი ლტოლვილები ეგვიპტის მიმართულებით გადაადგილდებიან. პოსტის ავტორების მტკიცებით, ვიდეო ისრაელისა და ეგვიპტის საზღვარზე, ეილათთან ახლოს არის გადაღებული, მიგრაცია კი ირანის სარაკეტო დარტყმებმა და ისრაელის საჰაერო სივრცის დახურვამ გამოიწვია. გავრცელებული ვიდეო ისრაელელ ლტოლვილებს არ ასახავს და კადრებს ისრაელისა და ირანის კონფლიქტთან...
Обнаружение дезинформации с помощью детектора мифов
2 დეკემბერს ფეისბუქზე მწერალმა მერაბ რატიშვილმა გააზიარა ფოტო აღწერით: “პედოფილიაში მხილებულ კლინტონების კლანის ლიდერზე დისნეიმ მულტფილმი გადაიღო. ასეთი ამორალური სუბიექტები მართავდნენ აშშ-ს და “ასწავლიდნენ დემოკრატიას” დანარჩენ სამყაროს”. გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს ანიმაციური პოსტერი, რომელშიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი თვითმფრინავში არასრულწლოვან გოგონებთან ერთად იმყოფება. როგორც პოსტერიდან ჩანს, ფილმის სახელი “Magic Island” (მაგიური კუნძული) უნდა იყოს და...
Սխալ տեղեկատվության հայտնաբերում առասպելների դետեկտորի միջոցով
2023 წლის 29 სექტემბერს მწერალმა Merab Ratishvili  გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მისი თქმით, კონკრეტული ადამიანის მიერ პორტალის გახსნას ასახავს. ვიდეოში ინგლისურად მოსაუბრე კაცის ხმა ისმის. პოსტის აღწერის თანახმად,  ვიდეოში მოსაუბრე პიროვნებამ ავსტრალიის ტყეში იპოვა „საგანი“, რომელსაც თუ სპეციალურ, 525 მეგაჰერცი სიხშირის ხმას დავუმატებთ, „მაშინ ეს ობიექტი იწყებს გახსნილი პორტალით სხვა სამყაროში გადასვლას“. ვიდეოში მამაკაცი ხსნის, რომ...
Սխալ տեղեկատվության հայտնաբերում առասպելների դետեկտորի միջոցով
27 სექტემბრს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრმა, ბონდო მძინარაშვილმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ფრაზა გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, ოსტინი რუს სამხედროებს ურჩევს, რომ აბრამსის ტანკებზე არ ინადირონ, რათა გერმანული ლეოპარდების სიტუაცია არ განმეორდეს: ლოიდ ოსტინი: „გერმანელი ლეოპარდების სიტუაციის განმეორება მიუღებელია, როცა მათზე ნადირობდნენ, მე ვნახე მათი მოწოდებები. ითამაშე წესებით!“. იდენტური პოსტი სხვა ქართულ (1,2,3,4,5) და...
ტროლები, ბოტები, ვიდეომანიპულაცია,
29-30 ივნისს ქართულ (1,2) და რუსულენოვანმა (1,2) ფეისბუქ პროფილებმა და გვერდებმა (1,2) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გამოცემა Politico-ს მიხედვით, უკრაინის ტერიტორიის დასაბრუნებლად 20 მილიონი უკრაინელის სიცოცხლე იქნება საჭირო. პოსტების ნაწილს Politico-ს სტატიის სქრინშოტიც ახლავს, რომელზეც ვხედავთ სტატიის სათაურს: “20 000 000 სიცოცხლე მშვიდობისთვის”, ხოლო ტექსტში ვკითხულობთ, რომ ეს რიცხვი, როგორც აღმოჩნდა, თითქმის მთელი სამუშაო ასაკის მოსახლეობის...
ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა,
2023 წლის 21 მაისს ფეისბუქზე მწერალმა მერაბ რატიშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის ამბობს, რომ ნასამ დაკარგა მთვარეზე დაშვების ორიგინალი კადრები და ტექნოლოგია. მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამიტომ ვერ ბრუნდებიან ამერიკელები მთვარეზე. “ამერიკულ ტყუილს გრძელი ფეხები ჰქონია” – წერს რატიშვილი. ამავე შინაარსის ინფორმაცია რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმაც გაავრცელეს (1, 2). გავრცელებული პოსტი კონსპირაციულია. არსებობს მტკიცებულებები, რომელიც...
დეზინფორმაცია, პროპაგადა
2023 წლის 14 მაისს მწერალმა მერაბ რატიშვილმა გამოაქვეყნა 5 ფოტო, სადაც ჩანს ხანძრების არეალში ციდან წამოსული დიდი სხივი, საფრენი აპარატი დიდი ლინზით და ჟურნალი Time-ის ერთ-ერთი გამოშვების გარეკანი, რომელზეც ვხედავთ თუ როგორ აქვს დედამიწას წაკიდებული ცეცხლი. აღწერის მიხედვით ფოტოებზე ასახულია ფაქტი, რომ მსოფლიოში ხანძრების გაჩენა ხელოვნურად ხდება, დიდი საფრენი აპარატიდან გამოშვებული ლაზერით, იმისათვის, რომ ხალხის...
დეზინფორმაცია, პროპაგადა
30 აპრილიდან მწერალი მერაბ რატიშვილი და რამდენიმე ქართულ და რუსულენოვანი (1,2,3) ფეისბუქ ანგარიში, მათ შორის, ყოფილი უკრაინელი დიპლომატი ანდრიი ტელიჟენკო, ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ გამოცემა Politico-ს მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ზეწოლას ახორციელებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რათა მან გაზაფხულზე დაგეგმილი კონტრშეტევა ტერიტორიების დასაბრუნებლად ან ახლავე დაიწყოს, ან რუსეთთან კაპიტულაციას დათანხმდეს. პოსტებში ასევე აღნიშნულია, რომ ბაიდენის...
დეზინფორმაცია, პროპაგადა
29 აპრილიდან მწერალი მერაბ რატიშვილი, ასევე სხვა ქართულ და რუსულენოვანი (1,2,3,4,5,6,7) ფეისბუქ ანგარიშები ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის ვიდეოს ავრცელებდნენ, რომელშიც ჰარისი შემდეგ ფრაზას ამბობს: “დღევანდელი დღე დღევანდელი დღეა და გუშინდელი დღე გუშინ დღევანდელი დღე იყო. ხვალინდელი დღე ხვალ დღევანდელი დღე იქნება, ასე რომ იცხოვრეთ დღეს ისე, რომ მომავალი დღევანდელი დღე წარსული დღევანდელი დღე...
დეზინფორმაცია, პროპაგადა
25 აპრილს მწერალმა მერაბ რატიშვილმა გაავრცელა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი დირექტორის, ჯონ ბრენანის, სიტყვით გამოსვლის ერთ-ერთი მონაკვეთია მოცემული.  ვიდეოს აღწერაში რატიშვილი წერს, რომ  ბრენანი “განიხილავს ქიმიური ტრეილების, იგივე სტრატოსფერული აეროზოლის ინექციას, ასევე სტრატოსფეროს აეროზოლის გეოინჟინერიას”. პოსტის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ Chemtrails-ის წინააღმდეგ კამპანიები გაიზარდა; იგი სამედიცინო და ეკოლოგიურ პრობლემებს სწორედ საზიანო ქიმიკატების...
ტროლები, ბოტები, ფოტომანიპულაცია
6-7 აპრილს ქართულ (1,2,3,4) და რუსულენოვანმა (1,2,3) ანგარიშებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ იწვის ეკლესიის შენობა. თანდართული აღწერით მიხედვით, ეკლესია უკრაინაში მდებარეობს და ის უკრაინელებმა დაწვეს. ანგარიშების ნაწილი ამტკიცებდა, რომ ვიდეოში ასახული მართლმადიდებლური ტაძარი ნიკოლაევის ოლქში, სოფელ ნოვოპოლტავკაში მდებარეობდა.  ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ იწვის ეკლესია, ყალბი აღწერით ვრცელდება. ის ინტერნეტში 2013 წლიდან იძებნება და არა...
ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა
26-27 მარტს მწერალმა მერაბ რატიშვილმა და ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, ასევე რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1,2,3,4,5) გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ ინაწილებს კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი ხელზე უცნობ ნივთიერებას, შემდეგ კი მას იყნოსავს. თანდართული აღწერის მიხედვით, ვიდეოში ასახული პირი ევროპარლამენტარია. ზოგიერთ პოსტში დამატებით გაჟღერებული იყო მტკიცება, რომ ნივთიერება, რომელსაც კაცი იღებს, ნარკოტიკული საშუალებაა.  ვიდეოში ასახული პირი არა ევროპარლამენტარი, არამედ...
ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა
4 მარტს ფეისბუქ-მომხმარებელმა, მერაბ რატიშვილმა, რომელსაც დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია, გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, ფილიპინებმა ვაქცინასთან დაკავშირებული “განზრახ მკვლელობისთვის” ბიზნესმენი და ფილანტროპი ბილ გეიტსის დაპატიმრების ორდერი გასცა. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ 1995 წელს ფილიპინებმა გაეროს სააგენტო UNICEF-ი ფარული სტერილიზაციის კამპანიაში დაადანაშაულა და ტეტანუსის ვაქცინაში გარეული “აბორტის წამლის” საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მოუგო. პოსტი ამერიკულ საიტს News...
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ფაქტების გადამოწმება
18 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა Merab Ratishvili გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, მისი თქმით, თურქეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი სერდარ ჰუსეინ ილდირიმი ამბობს, რომ არსებობს Warrior-ის თანამგზავრები, რომლებსაც კოსმოსიდან ნებისმიერი სამიზნის მიმართულებით 10 მეტრიანი ტიტანის შენადნობის ღეროების გაგზავნა შეუძლიათ. ისინი დედამიწაში 5 კილომეტრის სიღრმეზე ჩადიან და 7-8 ბალიან მიწისძვრას იწვევენ. პოსტის მიხედვით, თურქეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი ვიდეოში ამბობს, რომ...
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ფაქტების გადამოწმება
25 იანვარს სეზონი TV-ს გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” მწერალმა მერაბ რატიშვილმა უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ ისაუბრა (1,2). რატიშვილის მტკიცებით, თუ გერმანია უკრაინაში საკუთარ სამხედრო მოსამსახურეებს გაგზავნის, მიუხედავად იმისა, რა ფუნქცია ექნებათ მათ, რუსეთს უფლება ექნება ბერლინი დაბომბოს, რადგან ის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა. საბჭოთა კავშირს კი, რატიშვილის თქმით, ამის უფლებას ომის შემდეგ დადებული კაპიტულაციის ხელშეკრულებები...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist