სამხედრო-ომში-გაწვეულები
19-20 ნოემბერს ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა, მათ შორის, დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ ომში გაწვეულების დაჩიპვაზე უკრაინელი სამხედროს სატელევიზიო ჩართვის ვიდეო გამოაქვეყნეს. სამხედრო სვამს კითხვას, ოცდამეერთე საუკუნეში, როცა ძაღლებსაც კი უდგამენ მიკროჩიპებს, რატომ არ შეიძლება ჩიპები “მათაც” ჩავუდგათ, რათა GPS-ის გამოყენებით ვიპოვოთ და დავაბრუნოთ. თანდართული აღწერის მიხედვით, სამხედრო უკრაინის არმიაში მობილიზებულებზე საუბრობს. 18...
ვაქცინებში-ალუმინი
16 ოქტომბერს დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ანგარიშებმა, მაია თვალთვაძემ  და კობა ჯაკობიამ ვაქცინებში ალუმინის შემცველობის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. პოსტის ავტორების მტკიცებით, ჩვილებს “ალუმინის სახიფათოდ მაღალი შემცველობის” ინექციებს უკეთებენ, რომელიც შუა ტვინის არხში გროვდება და ბავშვის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. პოსტს თან ერთვის ორი ცხრილი, ინგლისურ და რუსულ ენებზე, სადაც სხვადასხვა ვაქცინის დასახელებებია ჩამოთვლილი, მათ შორის Infanrix, Pediarix,...
ეკონომიკური ფორუმი
12 ივნისს ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) მთავრობებს მოუწოდებს ტრადიციული დაკრძალვების აკრძალვისა და გვამების კანალიზაციაში ჩაყრისკენ. მტკიცება ეყრდნობა გამოცემა The People’s Voice-ის სტატიას, რომლის სქრინშოთიც პოსტშივეა მითითებული. ანალოგიური პოსტი გავრცელდა რუსულენოვან ჯგუფში З Ы Р Ь და ტელეგრამ-არხზე – Россия на игле. მტკიცება,...
დიდი ბრიტანეთი
12 ივნისს ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ, გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც დიდი ბრიტანეთი მუსლიმების საჩივრების გამო, 100 წლის შემდეგ პირველად ზარების რეკვას კრძალავს. პოსტს თან ერთვის ფოტო itv news-ის სიუჟეტიდან, სადაც ახალი ამბის სათაურს ვკითხულობთ: “ხმაურთან დაკავშირებული საჩივრების გამო, 100-ზე მეტი წლის განმავლობაში პირველად, ეკლესიის ზარებმა რეკვა შეწყვიტეს.”  12 ივნისს იგივე შინაარსის...
ბავშვების ევთანაზია
2 ივნისს ფეისბუკის ქართულენოვან და რუსულენოვან (1, 2, 3, 4) ანგარიშებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანადა ბავშვების ევთანაზიას იწყებს. პოსტებს თან ერთვის კონსპირაციული გამოცემის “ The People’s Voice” სქრინშოთი. ფოტოზე კანადის პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნია გამოსახული და სურათს შემდეგი ციტატა ერთვის: “ჩვენი შვილების ევთანაზია უნდა დავიწყოთ”. ფეისბუკ-მომხმარებლები წერენ, რომ კანადა იწყებს იმ ბავშვების ევთანაზიას, რომლებიც გაუპატიურების მსხვერპლი...
fact Checker, დეზინფორმაცია, ფაქტჩეკერი, მითების დეტექტორი
5-6 მაისს ფეისბუქის ქართულ და რუსულენოვანმა მომხმარებლებმა გაავრცელეს ინგლისურენოვანი ვიდეო, რომლის თანახმადაც, მაღაზიებში ლაბორატორიაში გამოყვანილი ხორცი, “ხორცის იმიტაცია” იყიდება. ვიდეოში ჩანს, რომ შეფუთულ ხორცის ნაჭრებს აწერია სიტყვა “mock” (ყალბი, მიმსგავსებული). ვიდეოში ნაჩვენები ხორცი არ არის ლაბორატორიაში შექმნილი “ხორცის იმიტაცია”. Mock tender საქონლის ბეჭიდან ჩამოჭრილი ნაჭრებს აღნიშნავს და არ ნიშნავს, რომ ხორცი ხელოვნურად არის შექმნილი. ვიდეოში...
გრაფენის ოქსიდი
28 აპრილს ფეისბუქ-მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ ახალშობილებისთვის განკუთვნილ K ვიტამინში გრაფენის ოქსიდი იპოვეს. პოსტს ორი ვიდეო ახლავს, ერთში მტირალი ჩვილი ჩანს, რომელსაც ინექციას უკეთებენ. ხოლო მეორე ვიდეოში ესპანურად მოსაუბრე ქალი ამბობს, რომ ექიმია, და ამტკიცებს, რომ K ვიტამინი “სულის შებერვის შემდეგ” მიკროსკოპის ქვეშ მოძრაობს და ის “აქტიური” ნივთიერებაა. დეზინფორმაციაა, თითქოს ახალშობილებისთვის...
კორონავირუსის ვაქცინები
16 აპრილს დეზინფორმაციის ხშირმა გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა (1, 2, 3) კორონავირუსის ვაქცინების შესახებ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, რის საფუძველზეც ამბობენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. პოსტებში შემდეგი მტკიცებებია გაჟღერებული: კვლევამ, რომელმაც 99 მილიონი ვაქცინირებული ადამიანი შეისწავლა, დაადგინა, რომ ვაქცინებმა მიოკარდიტის რისკი 610%-ით, ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის 323%-ით, გილენ-ბარეს სინდრომის რისკი კი 249%-ით გაზარდა;  კვლევამ, რომელმაც 80...
რძის სკანდალი
2025 წლის მარტის ბოლოს “რადიო თავისუფლების” გამოძიებით დადგინდა, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ბიზნესმენის, ლაშა პაპაშვილის მერძეული მიმართულების ფერმა “ყვარლის ბაგა” ძროხებს ქათმის ნაკელით კვებავდა. “ყვარლის ბაგამ”  2018 წელს “ჩირინასგან” 2,700 ტონა ნაკელი შეიძინა, რამაც, მათი მტკიცებით, საქონელი მოუკლა და რძე გააფუჭა. სასამართლოში წარდგენილი ანალიზებით ნაკელი ტეტრაციკლინს შეიცავდა, რის გამოც “ყვარლის ბაგამ” “ჩირინას” უჩივლა. გარდა ამისა,...
fact Checker, დეზინფორმაცია, ფაქტჩეკერი, მითების დეტექტორი
7-8 იანვარს ქართულმა და რუსულენოვანმა (1, 2) ფეისბუქ-მომხმარებლებმა, ასევე იური გაგარინის სახელობის რუსეთის საჰაერო ძალების აკადემიამ გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ამერიკელი ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში უკრაინაში ადამიანური დანაკარგების შესახებ ხუმრობენ. გავრცელებული ვიდეო ორი ნაწილისგან შედგება: ვიდეოს პირველ ფრაგმენტში ნაჩვენებია სიუჟეტი უკრაინელი ლტოლვილების შესახებ, რომლებსაც ამერიკაში შესვლა სურთ. ვიდეო სტუდიის კადრით გრძელდება და ერთ-ერთი წამყვანი სიუჟეტის შესახებ ამბობს:...
Фотография загружена на сайт проверки фактов
1 ნოემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც Tesla-ს დამფუძნებელი, ილონ მასკი მუშაობს ახალი ტიპის რობოტზე, რომელიც ორსულობის პერიოდის გავლასა და ბავშვის გაჩენას შეძლებს. ავტორის ცნობით, “მათ მხოლოდ სპერმა და კვერცხუჯრედი დასჭირდებათ, რობოტი კი განაყოფიერებას შეასრულებს და თავად ატარებს ბავშვს.” პოსტს თან ახლავს ორსული რობოტის ფოტო, ასევე, ფოტო, რომელშიც რობოტებს ხელში ბავშვი უჭირავთ.   ინფორმაცია,...
ფოტომანიპულცია
13 სექტემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც გამოცემა Financial Times-მა აღიარა, რომ “ქიმტრეილები” შეთქმულების თეორია არ არის და ისინი გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში გვეხმარება. პოსტში ასევე წერია, რომ “ქიმტრეილები” ადამიანებს  მძიმე მეტალებით წამლავს. კომენტარების ველში, პოსტის ავტორმა გამოცემა The People’s Voice-ის სტატიის ბმული მიუთითა, რომელიც პოსტში გამოთქმულ მტკიცებებს იმეორებს. იგივე ინფორმაცია რუსულ ენაზეც გავრცელდა....
ფოტომანიპულცია
7 სექტემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა, მაია თვალთვაძემ, რომელიც ყალბი ამბების ხშირის გამავრცელებელია, გააზიარა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მილიარდერი ბილ გეითსის ინიციატივით, 2025 წლისათვის ყველა ბავშვის კანქვეშ ციფრული პირადობის მოწმობა იქნება ჩადებული. პოსტის თანახმად, ციფრული ID ბავშვებს მშობლების თანხმობის გარეშე დაუმაგრდებათ.  იგივე ამბავი 11 სექტემბერს დეზინფორმაციის ასევე ხშირმა გამავრცელებელმა ფეისბუქ-ანგარიშმა Lado Qartvelishvili-მა გაავრცელა. პოსტის მიხედვით, ბავშვების კანქვეშ ციფრული ID-ის...
ჯანმო
26 აგვისტოს ფეისბუქ-მომხმარებელმა ,,მაია თვალთვაძე” და სხვა რუსულენოვანმა ანგარიშმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ავსტრალიაში ჯანმოსა (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) და გაეროს ადამიანების უნებართვოდ აცრის უფლება ექნებათ. თვალთვაძის მტკიცებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს აღნიშნული უფლება ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილების შემდეგ მიენიჭათ. მტკიცება, რომ გაეროს სპეციალიზებულ სააგენტო ჯანმოს ავსტრალიის მოქალაქეების იძულებით აცრის უფლება აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. გამონაკლისების გარდა,...
უსადენო ყურსასმენები
22 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებლებმა Giorgi Giorgi და მაია თვალთვაძემ, ასევე რუსულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2, 3), გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც  SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი, ილონ მასკი უსადენო ყურსასმენების შესახებ საუბრობს, მას ყველაზე სახიფათო ტექნიკად ასახელებს და ამბობს, რომ ყურსასმენი ადამიანის ტვინიდან მომდინარე ტალღებს, აქტივობასა და ბიო სიგნალებს აკონტროლებს. ვიდეოში ილონ მასკი აღნიშნავს, რომ ხშირად ადამიანებს სოციალურ ქსელში...
ფოტო მანიპულაცია, დეზინფორმაცია
12 აგვისტოს ქართულ და რუსულენოვანმა (1,2,3,4) ფეისბუქ-მომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოლიმპიადის დახურვის ცერემონია სატანის თაყვანისცემის ელემენტებს შეიცავდა, კერძოდ, პარიზის ოლიმპიადის ბანერი ასახავდა ღმერთის მიერ სამოთხიდან განდევნილ ეშმაკს. მომხმარებლების მტკიცებით, იგივე სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა დახურვის ცერემონიაზე წარმოდგენილ ოქროსფერ კოსტიუმში გამოწყობილი პერსონაჟს. ინფორმაცია ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში სატანის სიმბოლიკის  შესახებ კონსპირაციულია, პარიზის ოლიმპიადის ბანერი სამოთხიდან განდევნილ ეშმაკს არ...
სიმონ ბაილსი
6 აგვისტოს ფეისბუქ-მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა ამერიკელი ტანმოვარჯიშის, სიმონ ბაილსის ფოტოკოლაჟი წარწერით “ბაფომეტის სიმბოლიკა”. თვალთვაძის პოსტის აღწერა მიანიშნებს, რომ თხის სიმბოლო, რომელსაც ბაილსი იყენებს “ბაფომეტთან” არის დაკავშირებული. თვალთვაძე ამტკიცებს, რომ “ბაფომეტი” არის “პარიზის ოლიმპიადის ერთ-ერთი არაოფიციალური თილისმა”. კადრებში ტანმოვარჯიშეს აცვია ორი განსხვავებული საასპარეზო ტანსაცმელი, რომლებზეც სხვადასხვა ადგილასაა ამოქარგული თხის თავი, ერთ-ერთ ფოტოზე კი მას ხელში...
ფოლადის ცხენი
პარიზის ოლიმპიადაზე ფოლადის ცხენისა და ხარის თავის სკულპტურის გამოჩენას 27-28 ივლისს კრემლისტური მედია “ალტ-ინფო” (1;2) და კონსერვატიული გამოცემა “საქართველო უპირველეს ყოვლისა“, ასევე, ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელი ფეისბუქ-მომხმარებლები, ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი და მაია თვალთვაძე გამოეხმაურნენ. ზაქარეიშვილი ამტკიცებს, რომ “ბუღის თავი” დაკავშირებულია სატანისტურ სიმბოლო მოლოხთან, რომელიც ასევეა ებრაელთა ომისა და ცეცხლის სიმბოლო და ბავშვების მსხვერპლშეწირვას ითხოვს. ცხოველის თავს...
გაეროს მომავლის სამიტი
25 ივლისს ფეისბუქ-ანგარიშმა, მაია თვალთვაძემ გაეროს მომავლის სამიტის რეკომენდაციების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, სამიტის რეკომენდაციები შემდეგია: მსოფლიო მთავრობის შექმნა, ქვეყნებისათვის საკუთარი რესურსების გამოყენების უფლების ჩამორთმევა, ასევე დედამიწისა და მისი გარსის ერთი მმართველი ორგანოს მიერ განკარგვა. ანგარიში პოსტს ურთავს ფოტოს, რომელზეც რუსული წარწერა: ,,მიზნები მდგრადი განვითარების სფეროში” და გაეროს ლოგოა დატანილი.  გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია და...
დეზინფორმაცია
2024 წლის 16 ივლისს ფეისბუქ–მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ  გამოაქვეყნა რუსულენოვანი ვიდეო, რომელშიც საუბარია, რომ მშობლებს კომპანია EctoLife-ის მეშვეობით შეუძლიათ, შვილები ხელოვნური საშვილოსნოს დახმარებით გააჩინონ, აარჩიონ მათი თვალის ფერი და სხვა მახასიათებლები, ნაყოფის მდგომარეობა კი ტელეფონის საშუალებით გააკონტროლონ. ავტორი აღწერაში წერს: “ხელოვნური საშვილოსნოსგან გამოყვანილი ბავშვები”.   იგივე ვიდეო 17 ივლისს რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებელმაც გაავრცელა.    ვიდეო, რომელშიც ხელოვნურ საშვილოსნოსა და...
დეზინფორმაცია - სიკვდილის კაფსულა
2024 წლის 9 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვეიცარიაში ამუშავდება ევთანაზიის მიზნით შექმნილი “სიკვდილის კაფსულა”, რომელიც ‘თვითმკვლელობის მსურველებმა’ შეიძლება გამოიყენონ. ერთ-ერთ პოსტში ამტკიცებენ, რომ გარკვეული მიზეზების გამო კაფსულა სამედიცინო მოწყობილობად არ არის მიჩნეული, სწორედ ამიტომ გამოყენებამდე ტესტირებას და სერტიფიცირებას არ საჭიროებს.   მტკიცება, თითქოს შვეიცარიაში “სიკვდილის კაფსულით” ევთანაზიის გაკეთება ხელმისაწვდომი უახლოეს მომავალში იქნება, სიმართლეს არ...
მანიპულაცია და დეზინფორმაცია
8 ივლისს ფეისბუკ მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც  სქესობრივი აღზრდის სტანდარტებზე არის საუბარი. ვიდეოში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი რეკომენდაციების  მიხედვით, 9-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვს პირველი სექსუალური გამოცდილება უნდა ჰქონდეს და პორნოგრაფიული მასალა გამოიყენოს, 0-4 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მასტურბაციის შესახებ, 12-დან 15 წლამდე ბავშვებმა კი უნდა იცოდნენ განსხვავება ჰეტერო...
მანიპულაცია და დეზინფორმაცია
პირველ ივლისს ფეისბუკ მომხმარებელმა, მაია თვალთვაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად,  “დისნეიმ” გერმანელ მხატვარს ძველი ფილმების ცაზე “ქიმიური ბილიკები” 60 მილიონი დოლარის სანაცვლოდ დაამატებინა. პოსტში აღნიშნულია, რომ ეს მაყურებლის მოსატყუებლად გაკეთდა, რათა მათ დაიჯერონ, რომ ცაზე ქიმიკატების არსებობა ბუნებრივია და ყოველთვის იყო. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც ექიმი დიტრიხ კლინგჰარდტი ამბობს, რომ ინფორმაცია დისნეის ფილმებში ქიმიური...
Manipulation and disinformation
7 ივნისიდან ქართულენოვან (1, 2, 3) და რუსულენოვან ფეისბუკ-ანგარიშებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) წევრი 194 ქვეყანა შეთანხმდა დაიწყონ იმ მოქალაქეების დაპატიმრება და დევნა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ფრინველის გრიპის ვაქცინებს. ზოგიერთ პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ჯანმოს მიღებული შესწორებები აუქმებს ქვეყნების ეროვნულ სუვერენიტეტს და WHO -ს ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს, მიიღოს კანონები დასავლურ ქვეყნებში. პოსტის ავტორები...
Manipulation and disinformation
7 ივნისს ფეისბუქ-მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანულ გაზეთში “The Sun” 1989 წლის პირველ აგვისტოს გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „დიდი ძმა მოდის!” (BIG BROTHER’S COMING!), რომელშიც ეროვნული ვაქცინაციის პროგრამის მეშვეობით, ექიმების მხრიდან ადამიანებში პატარა გადამცემების უნებართვოდ, გაუთვიცნობიერებლად შეყვანაზეა საუბარი. პოსტის ავტორის ინფორმაციით, ჟურნალისტი წერდა, რომ ამ მიზნისთვის ხელისუფლებას მხოლოდ ღორის გრიპის მსგავსი ვირუსის გამოგონება და...
Manipulation and disinformation
4-8 ივნისს ქართულმა (1, 2, 3, 4) და რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2, 3, 4) გაავრცელეს ლგბტქ+ თემატიკის ფოტო-ილუსტრაცია, მასზე დატანილია ლოგო წარწერით Київ Цифровий, ხოლო ფონად ლგბტქ+ დროშებია. ფეისბუქ-მომხმარებლები წერენ, რომ კიევის მეტრომ ,,სიამაყის თვისთვის” მეტროს ბარათების ახალი დიზაინი დაამზადა, რომელზეც კაცები ერთმანეთს კოცნიან. გავრცელებული ფოტოს აღწერაში ფეისბუქ-მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ე.წ. პრაიდი კიევის მეტროში...
Manipulation and disinformation
30 მაისს ფეისბუქის მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ “ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომით დაღუპული ბავშვების 97% გარდაიცვალა ვაქცინაციიდან 10 დღეში”. მან პოსტს დაურთო ვიდეოც, რომელშიც ექიმი პოლ ტომასი საუბრობს ამ თემაზე და ამბობს, რომ ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ზემოაღნიშნული სინდრომით გარდაცვლილი ბავშვების 97% ვაქცინაციიდან 10 დღეში მოკვდა, სხვა კვლევების მიხედვით კი სიკვდილიანობის 50-90% ხდება...
Манипуляция и дезинформация
2024 წლის 22 მაისს ფეისბუქ-პროფილმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც Covid-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინები ე.წ “ტურბო კიბოს” იწვევს და იაპონია “გლობალისტური ელიტების” მიერ “mRNA გენოციდის” შესახებ სისხლის სამართლის გამოძიებას ითხოვს. თვალთვალაძე დოქტორ მასანორ ფუკუშიმას ეყრდნობა და პოსტს The People’s Voice – ის სტატიის სქრინშოთს ურთავს.  პოსტში აღნიშნულია, რომ დოქტორი მასანორ ფუკუშიმა გამოქვეყნებულ ინტერვიუში mRNA...
რომის პაპის
5 აპრილს ფეისბუქის მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ და ანონიმურმა ანგარიშმა ბოლო ჟამის ქრისტიანები გაავრცელეს რომის პაპ ფრანცისკეს ციტატა, თითქოს ის ამბობს, რომ ,,ღმერთს ანტივაქსერები სძულს” და მათ დასჯის. ,,ბოლო ჟამის ქრისტინები” წერს, რომ პაპი ,,ლუციფერის მთავარი ქურუმია” და მომდევნო პანდემიისას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ,,აუცრელების სასტიკ დევნას დაიწყებს”. გავრცელებულ პოსტებს კომენტარსა და პოსტის აღწერაში დართული აქვს წყაროს...
აღმოჩენილი დეზინფორმაცია მითების დეტექტორის მიერ
31 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ და რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2) გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც ამერიკული სწრაფი კვების ობიექტის, მაკდონალდსის ბურგერის ყუთი ჩანს, წარწერით ,,ბაფომეტი”, მის გვერდზე კი ბაფომეტის პატარა გამოსახულება დევს. გავრცელებული ფოტო შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს მაკდონალდსს სერია აქვს, სახელად ,,ბაფომეტი”. მაია თვალავაძე ვიდეოკოლაჟსაც აზიარებს, რომელიც მსგავსი ვიზუალის ფოტოებითაა აწყობილი.  მტკიცება, თითქოს მაკდონალდსმა ბურგერების სერია...
აღმოჩენილი დეზინფორმაცია მითების დეტექტორის მიერ
25 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა “მაია თვალთვაძე” და ანონიმურმა ანგარიშებმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” და “ნამდვილი მეგობარი” გაავრცელეს ვიდეოები, რომელშიც ისრაელელი პროფესორი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი ნოა ჰარარი საუბრობს კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხელოვნურ ინტელექტსა და მოსახლეობის საყოველთაო მონიტორინგზე. პოსტების ავტორების მტკიცებით, ამ ვიდეოებში ჰარარი პირდაპირ ამბობს, რომ პანდემიისა და ვაქცინების მეშვეობით ადამიანების სხეულში შეიყვანეს ბიო-სენსორები, რომლის მეშვეობითაც...
აღმოჩენილი დეზინფორმაცია მითების დეტექტორის მიერ
5-22 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა “მაია თვალთვაძე”, პროფილმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” და რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2, 3) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც იაპონელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ადამიანის განავლისგან ხორცის დამზადების ტექნოლოგია. თვალთვაძემ პოსტთან ერთად ატვირთა რუსულენოვანი ვიდეოც, სადაც ამ პროცესის დეტალებზეა საუბარი. ინფორმაცია, თითქოს იაპონელმა მეცნიერებმა ადამიანის განავლისგან ხელოვნური ხორცის დამზადება შეძლეს, მტკიცებულების გარეშეა და ამასთან დაკავშირებით სარწმუნო...
აღმოჩენილი დეზინფორმაცია მითების დეტექტორის მიერ
5 მარტს ფეისბუქ ანგარიშმა ‘მაია თვალთვაძე” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ამბობს, რომ Frontiers in Immunology-ის კვლევის მიხედვით, იმ პაციენტებს შორის, რომლებიც ჰოსპიტალიზირებულნი იყვნენ COVID-19-ით, ვაქცინირებული პირები თითქმის ორჯერ უფრო ხშირად იღუპებოდნენ ამ დაავადებით, ვიდრე ისინი, ვინც არ იყო ვაქცინირებული. პოსტის დასასრულს და მის კომენტარებში თვალთვაძე ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს ფაქტი ადასტურებს მის მტკიცებებს, თითქოს კოვიდ...
Detecting misinformation with a mythdetector
2024 წლის 24-25 თებერვალს ქართულენოვანმა ფეისბუკ ანგარიშმა მაია თვალთვაძე და რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმა (1, 2), ასევე რუსულმა სამთავრობო მედია Царьград-მა და კრემლის პროპაგანდისტმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა გაავრცელეს საფრანგეთის პრეზიდენტის ფოტო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ გარბის იგი. ავტორების მტკიცებით, პარიზის სასოფლო-სამეურნეო პავილიონის გახსნისას, იქ შეკრებილი ფრანგი ფერმერები სახელმწიფოს აგრარულ პოლიტიკას აპროტესტებდნენ და მაკრონზე თავდასხმაც სცადეს, რა დროსაც,...
AI რობოტი თუ სილიკონის სათამაშო
17-22 თებერვალს მაია თვალთვაძემ და რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა Sergey Tahman, Иванна Васильченко და Gul Sara გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც პირველი ულტრარეალისტური სილიკონის ბავშვის შესახებ არის საუბარი. ვიდეოს მიხედვით, ის ტირის, როდესაც შია, ეძინება, მოფერება უნდა, პამპერსი აქვს გამოსაცვლელი ან თავს არაკომფორტულად გრძნობს. თვალთვაძის ინფორმაციით, ვიდეო ხელოვნურ ბავშვს ასახავს, რომელიც მეცნიერების მიერ შექმნილი რობოტი და ნამდვილი ბავშვის სრული...
Detecting misinformation with a mythdetector
17 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა ამერიკელი მსახიობისა და კომედიანტის, ემი შუმერის ფოტოები, რომლებიც კლინიკაშია გადაღებული. პოსტის მიხედვით, ,,მრავლობითი კოვიდ ვაქცინაციის” შედეგად,  მას შიდსი განუვითარდა, წონაში მატების შემდეგ კი იძულებული გახდა მისი დიაგნოზი გაეგო. პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ ვაქცინაციის შემდგომ იმუნიტეტის დაქვეითებას ,,ციტოკინის შეცვლილი რეაქციები” იწვევს და რაც უფრო მეტ ინექციას იღებს ადამიანი, მეტად...
Detecting misinformation with a mythdetector
ნავალნის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა ეჭვები იმის შესახებ, თითქოს ნავალნის მოულოდნელი გარდაცვალება  ფაიზერის ვაქცინით იყო გამოწვეული. ქართულ (1,2,3) და რუსულენოვანი ფეისბუკ მომხმარებლები (1,2,3,4,5,6,7,8,9,10) ამტკიცებენ, რომ ნავალნი Pfizer-ის ვაქცინით გამოწვეული თრომბოზის გამო გარდაიცვალა და იმ 20%-ს შორის მოხვდა, ვისაც ვაქცინაციის გვერდითი ეფექტების გამო სიკვდილი ელოდა. პოსტების ნაწილში აღნიშნულია, რომ ნავალნის ფაიზერის 3...
Detecting misinformation with a mythdetector
7 და 8 თებერვალს სოციალური ქსელში (1, 2, 3, 4) უკრაინაში ვაქცინაციის შედეგად 40 ბავშვის გარდაცვალების შესახებ გაავრცელდა ინფორმაცია. ფეისბუქ პოსტებს თან ერთვის ვიდეოც. ვიდეოში უცნობი ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ Pfizer-ის კიევის ოფისის თანამშრომელია, აცხადებს, რომ უკრაინაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის საფარქვეშ ბავშვებს ექსპერიმენტულ ვაქცინას უკეთებდნენ  – თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არც პაციენტების მშობლებს და არც...
Detecting misinformation with a mythdetector
2 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ევროპაში მიცვალებულთა დაკრძალვის ახალი მეთოდი შემოიღეს, რომლის მიხედვითაც გვამს ფისით ავსებენ და ყავის მაგიდად იყენებენ. მისი განცხადებით, ამით მიცვალებულებს შეურაცხყოფენ და ეს მეთოდი არც თუ ისე ახალია. მის პოსტს თან ახლავს ფოტოც, რომელშიც თვალთვაძის მიერ აღწერილი “ყავის მაგიდის” უკან 3 ადამიანი დგას. იგივე...
Обнаружение дезинформации с помощью детектора мифов
20 დეკემბერს ფეისბუქ-პროფილმა მაია თვალთვაძე გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც Covid-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინები ე.წ “ტურბო კიბოს” იწვევს. პოსტში თვალთვაძე კომპანია Pfizer-ის მიერ კიბოს მკურნალობაზე კონცენტრირებული ბიოტექნოლოგიური კომპანიის Seagen-ის შესყიდვაზეც საუბრობს. პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ Pfizer-ი მისვე ვაქცინით გამოწვეული “ტურბო კიბოს” მკურნალობაში იქნება ჩართული. “ტურბო კიბოზე” ინფორმაცია რუსულენოვან წყაროებშიც გავრცელდა. 23 ნოემბერს ერთ-ერთ რუსულენოვან ფეისბუქ-ჯგუფში გამოქვეყნებული...
Mif detektoru ilə dezinformasiyanın aşkarlanması
13 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებლებმა “მაია თვალთვაძე” და “თეონა თეო” გააზიარეს ვიდეო, რომელშიც რუსულად მოსაუბრე ქალი აცხადებს, რომ 2024 წლიდან გერმანიაში მყოფ ლტოლვილებს გერმანიის ხელისუფლება დახმარებას ნაღდი ფულის სახით აღარ მისცემს. მათ გადაეცემათ სპეციალური ბარათები, რომლებზეც დაირიცხება თანხა ყოველთვიურად და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება მაღაზიებში ან სხვა წინასწარ განსაზღვრულ დაწესებულებებში. პოსტების თანახმად, ეს CBDC სისტემაა, რომელიც...
Mif detektoru ilə dezinformasiyanın aşkarlanması
12 ნოემბერს ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2, 3.) გამოაქვეყნეს პოსტები, რომლებშიც ისინი ამტკიცებენ, რომ აფთიაქებში ნაყიდი კაფსულიანი მედიკამენტების დიდი ნაწილი შეიცავს გრაფენს, რაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამიტომ, პოსტის ავტორები მოუწოდებენ ხალხს, კაფსულები მაგნიტით შეამოწმონ. მათი თქმით, თუ მაგნიტი კაფსულას მიიკრავს, ეს იმის დამდასატურებელი იქნება, რომ წამალი ნამდვილად გრაფენს შეიცავს. პოსტებში ატვირთულია ვიდეოც, რომელშიც რუსულად მოსაუბრე მამაკაცი...
Mif detektoru ilə dezinformasiyanın aşkarlanması
6-7 ნოემბერს ფეისბუქზე გავრცელდა ინფორმაცია (1,2,3), რომ 6 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ცაზე გამოჩენილი წითელი ნათება HAARP-ის ფარგლებში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა გამოიწვია. ფეისბუქ პოსტების მიხედვით, 2023 წლის 4-7 ნოემბერს HAARP-მა დაბალი სიხშირის რადიოტალღების შესასწავლად კვლევითი კამპანია ჩაატარა. კვლევის მიზანი იმის დადგენა იყო, შეუძლიათ თუ არა თანამგზავრებს პლაზმური ტალღების გამოყენება იონოსფეროში შეჯახებისგან თავიდან ასაცილებლად. პოსტებს წითელი ნათების...
Mif detektoru ilə dezinformasiyanın aşkarlanması
3 ნოემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა რუსულ ენაზე გახმოვანებული ვიდეო, რომელშიც მსახიობი პატრიკ სტიუარტი მარტივი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტის შესახებ საუბრობს. მსახიობის თქმით,  ტორტები, ნამცხვრები, თაფლაკვერები, ფუნთუშები, ჰოთ-დოგები და მათ შორის, პიცაც სინამდვილეში, ადამიანების ავად გახდომასა და მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას ემსახურება. სტიუარტი აღნიშნავს, რომ დიდი ფულის ფასად მეცნიერებმა ჰეროინის და კოკაინის შემცვლელი ნივთიერება შეიმუშავეს, რომლის...
Սխալ տեղեկատվության հայտնաբերում առասպելների դետեկտորի միջոցով
25 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და ანგარიშმა “მაია თვალთვაძე” ფეისბუქზე გამოაქვეყნეს პოსტები, რომელშიც წერენ, რომ ისრაელმა ღაზას სექტორში წყლის ავზთან შეკრებილი, მოწყურებულ ბავშვები დამიზნებით დაბომბა. ზაქარეიშვილის მტკიცებით, ისრაელმა ღაზას წყალი ორიოდ საათით სწორედ მსგავსი მიზნების განსახორციელებლად ჩაურთო. პოსტებს თან ახლავს სამხედრო დრონიდან გადაღებული ვიდეო, რომელიც დაბომბვის კადრებს ასახავს. ზაქარეიშვილისა და თვალთვაძის მიერ პოსტში გაზიარებული ცნობები...
Սխալ տեղեկատվության հայտնաբերում առասպելների դետեկտորի միջոցով
2023 წლის 24 სექტემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა მაია თვალთვაძე-მ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ქალი მშობლებს რუსულ ენაზე მოუწოდებს, არ აცრან თავიანთი შვილები, რადგან იმუნურ სისტემას ბაქტერიების თავად დაძლევის უნარი აქვს, ხოლო პროფილაქტიკური აცრები “პატარა ავადმყოფობაა”, რომელიც ორგანიზმს ასუსტებს. მისი მტკიცებით, ჯანმრთელი ბავშვისთვის წითელათი დაავადება ბუნებრივ აცრას უდრის.  ვიდეოს აღწერაში ფეისბუქ-მომხმარებელი მშობლებს მოუწოდებს, გააფრთხილონ მასწავლებლები, მათ შვილებს “ვაქცინის პლასტირი”...
დეზინფორმაციული ფოტო აღმოჩენილი ფაქტების გადამოწმების საიტის მიერ
19 აგვისტოს ფეისბუქ-მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა რუსი პოლიტიკოსის, არტიომ ტარასოვის ვიდეო, რომელშიც ის კიბოს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდზე საუბრობს. მისი თქმით, ქიმიოთერაპია, ქირურგიული ჩარევა და რადიაციული თერაპია დამანგრეველია ორგანიზმისთვის, ხოლო ნებისმიერი სხვა მეთოდი არატრადიციულად არის მიჩნეული. ტარასოვის განცხადებით, ერთ-ერთ რუს მეცნიერს მეოთხე სტადიის, ყველა სახის კიბოს მკურნალობის ეფექტიანი მეთოდი ჰქონდა, რომელიც ტარასოვმა რუსეთში ონკოცენტრს შესთავაზა, მაგრამ...
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ხელოვნური ინტელექტი, დეზინფორმაცია, პროპაგადა, მედიაწიგნიერება
11 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც  ყინულის დიდ კედელს და მის გვერდით რამდენიმე ოვალური ფორმის შენობას ვხედავთ. ვიდეოში ფოტოა ჩასმული, რომლის სხვადასხვა ნაწილები რიგრიგობითაა მოახლოებული და ვიდეოს ავტორი ინგლისურ ენაზე ყვება, რომ ანტარქტიდის კედლის მიღმა ქალაქია.  თანდართული აღწერის მიხედვით, სწორედ ამიტომ დადიან პრეზიდენტები ამ ადგილას და ყველა ტექნოლოგიას აქედან იღებენ.  ვიდეოში გამოყენებული...
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ხელოვნური ინტელექტი, დეზინფორმაცია, პროპაგადა, მედიაწიგნიერება
27-31 ივლისს ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2, 3, 4) საბერძნეთში ტყის ხანძრის ამსახველი ვიდეო გაავრცელეს. ვიდეოზე ხეების წვის პროცესია აღბეჭდილი და ჩანს თუ როგორ იწვის ხის ღეროს შიდა მხარე ქერქზე სწრაფად, რაც ვიზუალურად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ხეს ცეცხლი შიგნიდან უკიდია. თანდართულ აღწერაში კი პოსტების ავტორები ამტკიცებენ, რომ ბუნებრივად გაჩენილი ხანძრის შემთხვევაში ხეები შიგნიდან არ დაიწვებოდა და  ეს არ ჰგავს...
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ხელოვნური ინტელექტი, დეზინფორმაცია, პროპაგადა, მედიაწიგნიერება
2023 წლის 24 ივლისს, ფეისბუქ ანგარიშმა “ნინო ნინო-მ” გამოაქვეყნა ნაწყვეტი “თავისუფლების ხმის” ფილმის მსახიობ ჯიმ კავიზელის ინტერვიუდან. პოსტის აღწერაში  ავტორი ამტკიცებს, რომ ფილმი ასახავს ბავშვთა ტრეფიკინგის რეალურ საერთაშორისო სისტემას, რომელშიც ჩართულნი არიან მაღალი თანამდებობის მქონე პირები, ე.წ. ელიტები. ავტორი, ასევე, ციტირებს მსახიობ ჯიმ კავიზელს, ხოლო ფილმს ორგანოებითა და ადრენოქრომიით – ბავშვების სხეულებიდან მიღებულ ნივთიერებით ვაჭრობას...
ტროლები, ბოტები, ვიდეომანიპულაცია,
10-13 ივლისს ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2) გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელიც თანდართული აღწერის მიხედვით ლიბიის სანაპიროდან 500 000 მამაკაცის ევროპისკენ გადაადგილებას ასახავს. ავტორების მტკიცებით, მამაკაცების ნახევარ მილიონიანი კოლონა ევროპაში შეჭრის მიზნით ლიბიიდან იტალიისკენ მიემართება. იდენტურ ვიდეოს ანონიმური ფეისბუქ-ანგარიში “ეროვნული სულისკვეთებაც” ავრცელებს და ლიბიიდან მასიურ მიგრაციაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს.  ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ყალბი აღწერით ვრცელდება. მტკიცება,...
ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა,
7 ივნისს ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი მელ გიბსონი 4-ნაწილიან დოკუმენტურ სერიალს იღებს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ბავშვებით ვაჭრობის მსოფლიო ბაზრის შესახებ, რომელშიც ბევრი ქვეყანა, მათ შორის უკრაინაცაა ჩართული. ორივე პოსტს ერთვის მელ გიბსონის ფოტო ინგლისურენოვანი წარწერით, რომელიც დამატებით შეიცავს მტკიცებას, რომ ბავშვთა ტრეფიკინგი 34 მილიარდიანი გლობალური ბაზარია. ინფორმაცია,...
დეზინფორმაცია, პროპაგადა
30 აპრილს ფეიბუკ მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ თავის პირად პროფილზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა (CDC) სამხრეთ ნევადაში დაიწყო გამოძიება ტვინის დაავადებაზე, რომელიც სრულად ვაქცინირებულ ბავშვებში ვრცელდება. პოსტს კომენტარებში თან ერთვის CNN-ის სტატიის ბმული. აღნიშნულ პოსტში მოცემული ინფორმაცია ყალბია და ვაქცინაციას ბავშვებში გავრცელებულ ტვინის დაავადებასთან კავშირი არ აქვს. ინფექცია კოვიდ...
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ფაქტების გადამოწმება
9 თებერვლიდან ფეისბუქ ანგარიში ქაროსა ნი, ასევე რუსულენოვანი ანგარიშები (1,2) ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და დიდმა ბრიტანეთმა სირიის დახმარებაზე უარი განაცხადეს. პოსტების მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა თქვა, რომ ასადის მთავრობის დახმარება ირონიული იქნება, ხოლო ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სირიას არ დაეხმარება, სანამ იქ ძალაუფლების ცვლილება არ დაიწყება.  8 თებერვლიდან...
ყალბი ახალი ამბები; ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება; ცრუ სიახლეები
11 ოქტომბერს ფეისბუკ მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ თავის პირად პროფილზე პოსტი შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: ,,ისინი აძლევენ ძროხებს mRNA ვაქცინას, რომელიც გადასცემს ვაქცინას რძეში, ყველში და ა.შ.” პოსტს თან ერთვის საქონლისა და ვეტერინარის ფოტო წარწერით “Cattle Vaccination” (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვაქცინაცია). (Xanax Bars: Ordering and Pricing in the USA) პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ძროხების ვაქცინაცია საფრთხის შემცველი...
დეზინფორმაციის იდენტიფიცირება; მედიაწიგნიერება; ფაქტების გადამოწმება
2022 წლის 29 აგვისტოს Facebook მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა ინგლისურენოვანი ვიდეო, რომელშიც ახალგაზრდა ქალი პედოფილიაზე, მის დეფინიციაზე და სახესხვაობებზე საუბრობს. პოსტის ავტორმა ვიდეო “ოვერტონის ფანჯარას” დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ევროპულ კონფერენციებზე პედოფილია უკვე ისე განიხილება, როგორც “ნორმალური სექსუალური ორიენტაცია”. პოსტის ავტორის მიერ TEDx-ის ვიდეოფრაგმენტის გავრცელება და “ოვერტონის ფანჯრის” კონსპირაციულ თეორიასთან დაკავშირება მანიპულაციურად ხდება. პოსტი ქმნის...
დეზინფორმაციის იდენტიფიცირება; მედიაწიგნიერება; ფაქტების გადამოწმება
22-23 აგვისტოს ფეისბუქ-პროფილებმა მაია თვალთვაძე და კატერინა კატა ლინა ძეხვისა და ტკბილეულის ფოტოები გამოაქვეყნეს. პოსტების ავტორები წერენ, რომ სხვადასხვა საკვები პროდუქტი მწერებისგან დამზადებულ ექსტრაქტ – კარმინს შეიცავს და “გლობალისტები დღეს ყველანაირად ცდილობენ მწერები გვაჭამონ, როგორც ყოველდღიური საკვები”. ფეისბუქ-პოსტები კონტექსტის გარეშე ვრცელდება და ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს კარმინის საღებავის საკვებში გამოყენება საფრთხისშემცველია. რეალურად, კარმინის საღებავი ნამდვილად...
ფოტო მანიპულაცია, დეზინფორმაცია
28 აგვისტოს ფეისბუკ-ანგარიშებმა ტრადიციული საქართველო და მაია თვალთვაძე გაავრცელეს ვიდეოს ფრაგმენტი, რომელშიც კრემლის პროპაგანდისტი, დმიტრი სპივაკი ამერიკელ დიპლომატს, ზბიგნევ ბჟეჟინსკის ციტირებს: “კომუნიზმზე გამარჯვების შემდეგ, ჩვენ გვჭირდება მართლმადიდებლობის განხეთქილება და რუსეთის დაშლა, ამაში კი უკრაინა დაგვეხმარება, სადაც ღალატი საზოგადოებრივი ზნეობის ნორმად ითვლება.” სპივაკის მტკიცებით, ბჟეჟინსკიმ ეს ციტატა 1998 წელს დაწერა წიგნში “დიდი საჭადრაკო დაფა – აშშ-ის...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist