დეზინფორმაციაsss
1 ნოემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც Tesla-ს დამფუძნებელი, ილონ მასკი მუშაობს ახალი ტიპის რობოტზე, რომელიც ორსულობის პერიოდის გავლასა და ბავშვის გაჩენას შეძლებს. ავტორის ცნობით, “მათ მხოლოდ სპერმა და კვერცხუჯრედი დასჭირდებათ, რობოტი კი განაყოფიერებას შეასრულებს და თავად ატარებს ბავშვს.” პოსტს თან ახლავს ორსული რობოტის ფოტო, ასევე, ფოტო, რომელშიც რობოტებს ხელში ბავშვი უჭირავთ.   ინფორმაცია,...
დეზინფორმაცია
13 სექტემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც გამოცემა Financial Times-მა აღიარა, რომ “ქიმტრეილები” შეთქმულების თეორია არ არის და ისინი გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში გვეხმარება. პოსტში ასევე წერია, რომ “ქიმტრეილები” ადამიანებს  მძიმე მეტალებით წამლავს. კომენტარების ველში, პოსტის ავტორმა გამოცემა The People’s Voice-ის სტატიის ბმული მიუთითა, რომელიც პოსტში გამოთქმულ მტკიცებებს იმეორებს. იგივე ინფორმაცია რუსულ ენაზეც გავრცელდა....
დეზინფორმაცია
7 სექტემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა, მაია თვალთვაძემ, რომელიც ყალბი ამბების ხშირის გამავრცელებელია, გააზიარა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მილიარდერი ბილ გეითსის ინიციატივით, 2025 წლისათვის ყველა ბავშვის კანქვეშ ციფრული პირადობის მოწმობა იქნება ჩადებული. პოსტის თანახმად, ციფრული ID ბავშვებს მშობლების თანხმობის გარეშე დაუმაგრდებათ.  იგივე ამბავი 11 სექტემბერს დეზინფორმაციის ასევე ხშირმა გამავრცელებელმა ფეისბუქ-ანგარიშმა Lado Qartvelishvili-მა გაავრცელა. პოსტის მიხედვით, ბავშვების კანქვეშ ციფრული ID-ის...
ჯანმო
26 აგვისტოს ფეისბუქ-მომხმარებელმა ,,მაია თვალთვაძე” და სხვა რუსულენოვანმა ანგარიშმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ავსტრალიაში ჯანმოსა (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) და გაეროს ადამიანების უნებართვოდ აცრის უფლება ექნებათ. თვალთვაძის მტკიცებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს აღნიშნული უფლება ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილების შემდეგ მიენიჭათ. მტკიცება, რომ გაეროს სპეციალიზებულ სააგენტო ჯანმოს ავსტრალიის მოქალაქეების იძულებით აცრის უფლება აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. გამონაკლისების გარდა,...
უსადენო ყურსასმენები
22 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებლებმა Giorgi Giorgi და მაია თვალთვაძემ, ასევე რუსულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2, 3), გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც  SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი, ილონ მასკი უსადენო ყურსასმენების შესახებ საუბრობს, მას ყველაზე სახიფათო ტექნიკად ასახელებს და ამბობს, რომ ყურსასმენი ადამიანის ტვინიდან მომდინარე ტალღებს, აქტივობასა და ბიო სიგნალებს აკონტროლებს. ვიდეოში ილონ მასკი აღნიშნავს, რომ ხშირად ადამიანებს სოციალურ ქსელში...
ყალბი-რეალურისს
12 აგვისტოს ქართულ და რუსულენოვანმა (1,2,3,4) ფეისბუქ-მომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოლიმპიადის დახურვის ცერემონია სატანის თაყვანისცემის ელემენტებს შეიცავდა, კერძოდ, პარიზის ოლიმპიადის ბანერი ასახავდა ღმერთის მიერ სამოთხიდან განდევნილ ეშმაკს. მომხმარებლების მტკიცებით, იგივე სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა დახურვის ცერემონიაზე წარმოდგენილ ოქროსფერ კოსტიუმში გამოწყობილი პერსონაჟს. ინფორმაცია ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში სატანის სიმბოლიკის  შესახებ კონსპირაციულია, პარიზის ოლიმპიადის ბანერი სამოთხიდან განდევნილ ეშმაკს არ...
სიმონ ბაილსი
6 აგვისტოს ფეისბუქ-მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა ამერიკელი ტანმოვარჯიშის, სიმონ ბაილსის ფოტოკოლაჟი წარწერით “ბაფომეტის სიმბოლიკა”. თვალთვაძის პოსტის აღწერა მიანიშნებს, რომ თხის სიმბოლო, რომელსაც ბაილსი იყენებს “ბაფომეტთან” არის დაკავშირებული. თვალთვაძე ამტკიცებს, რომ “ბაფომეტი” არის “პარიზის ოლიმპიადის ერთ-ერთი არაოფიციალური თილისმა”. კადრებში ტანმოვარჯიშეს აცვია ორი განსხვავებული საასპარეზო ტანსაცმელი, რომლებზეც სხვადასხვა ადგილასაა ამოქარგული თხის თავი, ერთ-ერთ ფოტოზე კი მას ხელში...
ფოლადის ცხენი
პარიზის ოლიმპიადაზე ფოლადის ცხენისა და ხარის თავის სკულპტურის გამოჩენას 27-28 ივლისს კრემლისტური მედია “ალტ-ინფო” (1;2) და კონსერვატიული გამოცემა “საქართველო უპირველეს ყოვლისა“, ასევე, ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელი ფეისბუქ-მომხმარებლები, ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი და მაია თვალთვაძე გამოეხმაურნენ. ზაქარეიშვილი ამტკიცებს, რომ “ბუღის თავი” დაკავშირებულია სატანისტურ სიმბოლო მოლოხთან, რომელიც ასევეა ებრაელთა ომისა და ცეცხლის სიმბოლო და ბავშვების მსხვერპლშეწირვას ითხოვს. ცხოველის თავს...
გაეროს მომავლის სამიტი
25 ივლისს ფეისბუქ-ანგარიშმა, მაია თვალთვაძემ გაეროს მომავლის სამიტის რეკომენდაციების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, სამიტის რეკომენდაციები შემდეგია: მსოფლიო მთავრობის შექმნა, ქვეყნებისათვის საკუთარი რესურსების გამოყენების უფლების ჩამორთმევა, ასევე დედამიწისა და მისი გარსის ერთი მმართველი ორგანოს მიერ განკარგვა. ანგარიში პოსტს ურთავს ფოტოს, რომელზეც რუსული წარწერა: ,,მიზნები მდგრადი განვითარების სფეროში” და გაეროს ლოგოა დატანილი.  გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია და...
დეზინფორმაცია
2024 წლის 16 ივლისს ფეისბუქ–მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ  გამოაქვეყნა რუსულენოვანი ვიდეო, რომელშიც საუბარია, რომ მშობლებს კომპანია EctoLife-ის მეშვეობით შეუძლიათ, შვილები ხელოვნური საშვილოსნოს დახმარებით გააჩინონ, აარჩიონ მათი თვალის ფერი და სხვა მახასიათებლები, ნაყოფის მდგომარეობა კი ტელეფონის საშუალებით გააკონტროლონ. ავტორი აღწერაში წერს: “ხელოვნური საშვილოსნოსგან გამოყვანილი ბავშვები”.   იგივე ვიდეო 17 ივლისს რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებელმაც გაავრცელა.    ვიდეო, რომელშიც ხელოვნურ საშვილოსნოსა და...
დეზინფორმაცია - სიკვდილის კაფსულა
2024 წლის 9 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვეიცარიაში ამუშავდება ევთანაზიის მიზნით შექმნილი “სიკვდილის კაფსულა”, რომელიც ‘თვითმკვლელობის მსურველებმა’ შეიძლება გამოიყენონ. ერთ-ერთ პოსტში ამტკიცებენ, რომ გარკვეული მიზეზების გამო კაფსულა სამედიცინო მოწყობილობად არ არის მიჩნეული, სწორედ ამიტომ გამოყენებამდე ტესტირებას და სერტიფიცირებას არ საჭიროებს.   მტკიცება, თითქოს შვეიცარიაში “სიკვდილის კაფსულით” ევთანაზიის გაკეთება ხელმისაწვდომი უახლოეს მომავალში იქნება, სიმართლეს არ...
მოუწოდებს თუ არა ჯანმო 9-დან 12 წლამდე ბავშვებს პირველი სექსუალური გამოცდილებისკენ
8 ივლისს ფეისბუკ მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც  სქესობრივი აღზრდის სტანდარტებზე არის საუბარი. ვიდეოში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი რეკომენდაციების  მიხედვით, 9-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვს პირველი სექსუალური გამოცდილება უნდა ჰქონდეს და პორნოგრაფიული მასალა გამოიყენოს, 0-4 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მასტურბაციის შესახებ, 12-დან 15 წლამდე ბავშვებმა კი უნდა იცოდნენ განსხვავება ჰეტერო...
Page 1 of 4 1 2 4

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist