ვიდეომანიპულაცია, თითქოს გავრცელებული კადრები ამტკიცებს, რომ უკრაინელები მსხვერპლს აყალბებენ
28 ივლისს დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, ირაკლი ზაქარეიშვილი სათადარიგო ფბ, გამოაქვეყნა დაშავებული ადამიანების ვიდეო მითითებით, რომ უკრაინელები მსხვერპლს აყალბებენ. კადრებში ქალი და კაცი ჩანს, ორივეს თავი აქვს შეხვეული, მათი ტანსაცმელი კი სისხლითაა დასვრილი. ვიდეოში ისმის ქალის ხმა: “ანდრეი ანდრევიჩ, ფოტო გადამიღეთ, ჩემს დას გავუგზავნი რუსეთში”. კადრებს ერთვის ლოგო რუსულენოვანი მედია OSTWEST-ის, რომელიც გერმანიიდან მაუწყებლობს. ავტორი...
მოქალაქეთა კავშირი
2025 წლის 8 ივნისს დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-ანგარიშმა Nina Marji გამოაქვეყნა “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” საარჩევნო ბანერის სქრინშოტი, რომელზეც მითითებულია, რომ ბანერზე LGBTQ+ დროშაა დატანილი. პოსტის აღწერაში ავტორი წერს:  „პარტია “მოქალაქეთა კავშირი” 1993 წელს დაარსებულა. ჰოდა, ჯმო-სთან და შემდეგ გაეროსთან ხელშეკრულებები კი 1992 წლის გაზაფხულ-ზაფხულში გაუფორმებიათ, ედუარდის ჩამოთრევიდან რამოდენიმე თვეში…. ზვიად გამსახურდია ჰყავდათ ყელში ძვალივით გარჭობილი...
fact Checker, დეზინფორმაცია, ფაქტჩეკერი, მითების დეტექტორი
6-9 მარტს რუსულ (pravda.ru, mk.ru, vz.ru, tsargrad.tv) და ბელარუსულ პროპაგანდისტულ მედიაში, ასევე რუსულენოვან და ქართულენოვან ფეისბუკ-ფეისბუკ-ანგარიშებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებულმა ოფშორულმა კომპანიამ – Maltex Multicapital Corp ფრანგული ბანკი – Milleis Banques შეიძინა. წყაროები ფრანგულ მედიას ეყრდნობიან, რომელიც წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ბანკი 1,1 მილიარდ ევროდ შეიძინა. გარიგება კომპანია Rothschild & Co – ის შუამავლობით 2025 წლის თებერვალში გაფორმდა. გავრცელებულ...
კეშ პატელი
26 თებერვალს  დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ახალი დირექტორი კეშ პატელი იაპონიის ყოფილი პრემიერ მინისტრის მოკვლის მიზეზს ასახელებს. კერძოდ, ატვირთულ ფოტოში ვხედავთ X ანგარიშის “Kash Patel News” პოსტს, რომელშიც წერია, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი იმიტომ მოკლეს, რომ ის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბრძანებებს არ...
მზია
“ქართული ოცნების” წარმომადგენლების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა აქტორებისთვის დისკრედიტაციის სამიზნე გახდა “ბათუმელების” თანადამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც 11 იანვარს დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება აქვს წაყენებული, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მზია ამაღლობელს ციხეში შიმშილობა აქვს გამოცხადებული, რაც “ქართული ოცნებისთვის” შემაკავებელი ფაქტორი არ გამხდარა. “ქართული ოცნების”...
ოპიუმი
4 თებერვალს ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ოფიციალურმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ USAID ავღანეთში აფინანსებდა ოპიუმის ყაყაჩოს კულტივაციისა და ჰეროინის წარმოებას. კერძოდ, “ერი მედიას” წამყვან სოსო მანჯავიძის მტკიცებით, ამერიკულმა სააგენტომ ოპიუმის მოსაყვანად საჭირო ირიგაციის სისტემები დააფინანსა, ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი კი ირწმუნება, რომ ამ საქმეში ჩართული იყო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოც (CIA), რომელიც USAID-თან ერთად...
fact Checker, დეზინფორმაცია, ფაქტჩეკერი, მითების დეტექტორი
20 იანვარს ფეისბუქ-მომხმარებლებმა ირაკლი ზაქარეიშვილი სათადარიგო ფბ და დავით ჯებაშვილი ფოტო გამოაქვეყნეს, რომელზეც ქალები ვაგინის ფორმის კოსტიუმებში არიან გამოწყობილი. მათ ხელში შემდეგი წარწერის მქონე ბანერი უჭირავთ: “ვითხოვთ ახალ არჩევნებს. თავისუფლება ნაც-პატიმრებს”. ფოტო ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ის საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციაზეა გადაღებული. ქალების ამსახველი ფოტო, რომელთაც ხელში ბანერი უჭირავთ, პროგრამულადაა დამუშავებული და წარწერა გაყალბებულია. ფოტო 2017...
ტრამპის იანუგურაცია
20 იანვარს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიის POSTV-ის ფეისბუკ გვერდმა POSTV – პოლიტიკა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ყოფნის ამსახველი ვიდეო გაავრცელა. პოსტის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა ტრამპის ფიცის დადების ცერემონია ტელევიზორში ნახა. ვიდეოში კი, რომელიც პოსტს ერთვის, ჩანს როგორ ადევნებს თვალს სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ფიცის დადების ცერემონიას დარბაზში განთავსებული ეკრანიდან. იდენტური ვიდეო...
გიორგი გახარია
17-19 იანვარს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ანგარიშებმა ფანტინა ფანტინა და ირაკლი ზაქარეიშვილი სათადარიგო ფბ პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას ტირილის  ამსახველი ფოტოკოლაჟი გაავრცელეს. იდენტური ფოტოკოლაჟი 18 იანვარს ბლოგერ დავით ნემსაძის ფეისბუკ გვერდზე David Nemsadze officiall გამოქვეყნდა. დავით ნემსაძის პოსტში ვკითხულობთ: “ეს *უანა მტირალა კაიფში მყოფი ტიპი იყო საქართველოს შსს მინისტრი და პრემიერ მინისტრი”. გიორგი გახარიას ფოტოები...
როსტოვი
27 ნოემბერს ფეისბუქზე მცდარი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა მომხმარებელმა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გააზიარა ვიდეო, რომელშიც, მისი მტკიცებით, ჩანს უკრაინის მიერ ამერიკულ-ბრიტანული რაკეტებით როსტოვის საცხოვრებელი უბნების დაბომბვის ფაქტი.  ზაქარეიშვილი მცდარ ინფორმაციას ავრცელებს და რეალურად ვიდეო არ ასახავს უკრაინის მიერ ამერიკულ-ბრიტანული რაკეტებით როსტოვის საცხოვრებელი უბნების დაბომბვას. მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია უკანასკნელ პერიოდში მედიაში არ გავრცელებულა, ვიდეო კი სავარაუდოდ...
ისრაელელებზე თავდასხმა
11 ნოემბერს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ანგარიშმა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელსაც ამსტერდამში ისრაელელებზე თავდასხმას უკავშირებს. მასზე ვხედავთ, რომ ადამიანები ისრაელის დროშებითა და ლურჯ-ყვითელი სიმბოლიკით მღერიან, ხოლო ვიდეოზე დატანილი სიმღერის ტექსტის შინაარსი ანტიარაბულია. ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ ვიდეო მანამდეა გადაღებული, სანამ თელ-ავივის საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრებს ამსტერდამში თავს დაესხმებოდნენ და ისინი მღერიან ტექსტს: “ჩვენ თქვენს ქალებს...
ეუთო
30 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისი მტკიცებით, ეუთო/ოდირის სპიკერ კატია ანდრუშსა და “შენი ხმა ევროკავშირის” თანადამფუძნებელ გიორგი თაქთაქიშვილს შორის საუბარია ასახული. პოსტის თანახმად, აუდიოჩანაწერში,  “კანტის აკადემიისა” და მოძრაობის “აირჩიე ევროპა” ხელმძღვანელი გიორგი თაქთაქიშვილი, (ეუთო/ოდირის სპიკერს, კატია ანდრუშს ტერორისტული აქტით ემუქრება.  აუდიო ჩანაწერში პირი, რომელიც თავს გიორგი თაქთაქიშვილად აიდენტიფიცირებს, საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილ დაძაბულ...
ხმის მიცემა
5 ნოემბერს Georgia First NEWS  -მა გაავრცელა ვიდეო ამერიკაში ხმის მიცემასთან დაკავშირებით, რომელშიც ჩანს, რომ ამომრჩეველი ცდილობს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატის დონალდ ტრამპის არჩევას, აპარატში კი დემოკრატი კანდიდატი კამალა ჰარისი ფიქსირდება. იგივე ვიდეო ფეისბუკის ქართულენოვან (1, 2, 3, 4) და რუსულენოვან ანგარიშებზეც გავრცელდა. ხმის მიცემასთან დაკავშირებით აშშ-ის არჩევნებზე გავრცელებული ვიდეოკადრები შეცდომაში შემყვანია, რაც მანიპულაციურად...
Фотография загружена на сайт проверки фактов
2 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და ფეისბუქ ანგარიშმა “ფიცხე ლა” გაავრცელეს ინფორმაცია ამერიკაში არჩევნებზე პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემასთან დაკავშირებით. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი ვინაობის გადასამოწმებლად ქალს პირადობის მოწმობას აძლევს, რა დროსაც მას ეუბნებიან, რომ ID-ის წარდგენა საჭირო არ არის. გავრცელებულ ფოტოზე კი წარწერაა, რომ კლიფორნიაში ამომრჩეველმა პირადობის მოწმობის გარეშე ტრამპს...
ფოტოზე ასახულია დეზინფორმაცია
7 ოქტომბერს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშმა “ირაკლი ზაქარეიშვილი,” რომელსაც აქამდე დეზინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, აღწერის მიხედვით, “ახალი ისრაელის” შექმნის მიზნით უკრაინაში მიმავალ ებრაელებს ასახავს.   ვიდეო უკრაინაში “ახალი ისრაელის” ასაშენებლად ჩასულ ებრაელებს არ ასახავს და ინტერნეტში მცდარი აღწერით ვრცელდება. იგი რეალურად გადაღებულია უმანში—ჰასიდური მომლოცველებისთვის მნიშვნელოვან ადგილას, სადაც ისინი ყოველწლიურად ებრაულ ახალ წელს აღნიშნავენ. არაერთი კადრით დასტურდება,...
ფოტოზე ასახულია დეზინფორმაცია
5 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მისი მტკიცებით, “ჰეზბოლას” მებრძოლების გალილეაში (ჩრდილოეთ ისრაელი) ბრძოლით შესვლას ასახავს. კადრებში ცეცხლმოკიდებული ტყის ნაწილი და რამდენიმე ადამიანი ჩანს.   ირაკლი ზაქარეიშვილი ვიდეომანიპულაციას ავრცელებს, რადგან მტკიცება, თითქოს ვიდეო “ჰეზბოლას” მებრძოლების გალილეას ტერიტორიაზე შესვლას ასახავს, სიმართლეს არ შეესაბამება. კადრებში ჩანს ტყის ხანძარი, რომელიც დაბომბვის შედეგად გაჩნდა. ვიდეო “ჰეზბოლას“ მებრძოლების გალილეას...
კამალა ჰარისი
9 აგვისტოს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და მოძრაობა ,,ქართული მისიის” წევრმა, რამაზ გაგნიძემ ფეისბუქზე ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნეს. ზაქარეიშვილის ამტკიცებს, რომ ფოტოები წარსულშია გადაღებული, ხოლო გაგნიძის სიტყვებით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი “თავისი ლგბტ ნიჭით და თვისებებით” გამოირჩევა.  კადრები, რომლებიც თითქოს კამალა ჰარისის წარსულს ასახავს, ფოტოფაბრიკაციაა და პრეზიდენტობის კანდიდატის დისკრედიტაციას ემსახურება. ხარვეზები, რომლებიც ფოტოებზე შეიმჩნევა,...
აშშ-ის არჩევნები
5 ივლისს დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მისი მტკიცებით, 2020 წელს აშშ-ის არჩევნების გაყალბების ფაქტს ასახავს. ზაქარეიშვილი ამტკიცებს, რომ წყლის გაყვანილობის დაზიანების გამო საარჩევნო ოლქის შენობაში ევაკუაცია გამოაცხადეს, შემდეგ კი მაგიდების ქვემოდან წინასწარ გამზადებული ბიულეტენის დასტები გამოიტანეს და ბაიდენის სასარგებლოდ საარჩევნო ყუთში ჩაყარეს.  ირაკლი ზაქარეიშვილი დეზინფორმაციას ავრცელებს, მის...
კამალა ჰარისი
30 ივლისს ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მისი ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის მხარდამჭერ შეკრებაზეა გადაღებული. ვიდეოში გენიტალიების კოსტიუმში ჩაცმული პირი სქესობრივი აქტის იმიტაციას აკეთებს. ზაქარეიშვილი ამტკიცებს, რომ გასართობი პროგრამა დემოკრატიულმა პარტიამ ჰარისის მხარდასაჭერად გამართა.   ირაკლი ზაქარეიშვილი კამალა ჰარისის შესახებ ვიდეოს მცდარი აღწერით ავრცელებს. რეალურად, ვიდეო მის მხარდასაჭერ...
ფოლადის ცხენი
პარიზის ოლიმპიადაზე ფოლადის ცხენისა და ხარის თავის სკულპტურის გამოჩენას 27-28 ივლისს კრემლისტური მედია “ალტ-ინფო” (1;2) და კონსერვატიული გამოცემა “საქართველო უპირველეს ყოვლისა“, ასევე, ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელი ფეისბუქ-მომხმარებლები, ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი და მაია თვალთვაძე გამოეხმაურნენ. ზაქარეიშვილი ამტკიცებს, რომ “ბუღის თავი” დაკავშირებულია სატანისტურ სიმბოლო მოლოხთან, რომელიც ასევეა ებრაელთა ომისა და ცეცხლის სიმბოლო და ბავშვების მსხვერპლშეწირვას ითხოვს. ცხოველის თავს...
კიევის ბავშვთა საავადმყოფოს
20-21 ივლისს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და რამდენიმე რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშმა (1, 2), ასევე რუსულმა სამთავრობო მედიამ (1, 2)  გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ უსვამს პოლიციელი წითელ საღებავს ექიმის ფორმაში ჩაცმულ პირს. გავრცელებულ ვიზუალურ მასალას უკრაინაში დაბომბილ ბავშვთა საავადმყოფოს უკავშირებენ და მიუთითებენ, რომ დაბომბვის შედეგად დაშავებული ადამიანების კადრები დადგმულია. რუსულენოვანი ანგარიშები ამტკიცებენ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ გარდაცვლილების, დაჭრილებისა...
საიდუმლო სამსახურის სნაიპერი
15 ივლისს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, ასევე ფეისბუქის სხვა ქართულ და რუსულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2, 3, 4) გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც, თითქოს, საიდუმლო სამსახურის სნაიპერის სიტყვები წერია. ციტატის მიხედვით, ჯონათან უილისი საიდუმლო სამსახურის სნაიპერია და ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე თავდასხმისას სახურავზე იმყოფებოდა. ის თავდამსხმელს რამდენიმე წუთი უყურებდა, თუმცა საიდუმლო სამსახურის უფროსმა სროლის ბრძანება არ გასცა. ჯონათან...
აღმოჩენილი დეზინფორმაცია მითების დეტექტორის მიერ
21 აპრილს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის გადაკეცილ კუპირებზე სატანის გამოსახულებები ჩანს. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც ევროს სხვადასხვა კუპიურას გადაკეცილ მდგომარეობაში ანარეკლის შესაქმნელად სარკეს ადებენ. იგივე შინაარსის პოსტი Тhread-ზე რუსულენოვანმა მომხმარებელმაც გაავრცელა. გავრცელებული პოსტი კონსპირაციული შინაარსისაა და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ევროს კუპირებზე გამოსახულებები იმგვარად არის დატანილი, რომ გადაკეცვისა და საკეში...
ჯაფარიძის
23-24 მარტს ახლადშექმნილმა ფეისბუქ გვერდმა ,,სიახლენი”  და რამდენიმე ფეისბუქ ანგარიშმა, მათ შორის, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და შიინ ევროპისკენ, პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძის გადაცემა ,,სიცრუის დეტექტორში” სტუმრობის ამსახველი ვიდეოკოლაჟი გაავრცელეს. ვიდეოში წამყვანი, გიორგი გასვიანი, რამდენიმე კითხვას უსვამს ჯაფარიძეს, მათ შორის, არის თუ არა პოლიტიკოსისთვის მშობლები და პატრიარქი ავტორიტეტი, მხარს დაუჭერდა თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას...
Detecting misinformation with a mythdetector
29-30 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო (1,2), რომელსაც ტეხასის შტატის ხელისუფლების აშშ-ის ცენტრალურ ფედერალურ მთავრობასთან დაპირისპირებას უკავშირებენ. პორტალ “საქართველო უპირველეს ყოვლისას” მტკიცებით, ვიდეოში ტეხასის შტატში სამხედრო ტექნიკის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა და მათი გადაადგილება შეინიშნება.  ვიდეო მსგავსი აღწერით სხვადასხვა სოციალურ ქსელსა და ონლაინ პლატფორმაზე ვირუსულად ვრცელდება (1, 2, 3, 4, 5). ამავე თემასთან დაკავშირებით 29 იანვარს...
Detecting misinformation with a mythdetector
11 იანვარს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მისი მტკიცებით, სინაგოგაში “გოი ბავშვის” მსხვერპლშეწირვის ინსცენირებაა. ვიდეოში ჩანს, რომ, სავარაუდოდ, ორთოდოქსი ებრაელი კაცი თოჯინის ჩამოხრჩობაში იღებს მონაწილეობას, ხოლო დარბაზში შეკრებილები ამას ზეიმობენ. ვიდეო მცდარი და კონსპირაციული აღწერით ვრცელდება. რეალურად ვიდეო ებრაული დღესასწაულის, პურიმის აღნიშვნას ასახავს. თოჯინა კი არა ბავშვს, არამედ ბიბლიურ პერსონაჟ ჰამანს, განასახიერებს, რომელსაც ებრაელების...
Detecting misinformation with a mythdetector
9-10 იანვარს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია (1;2), რომ ნიუ-იორკის სინაგოგაში პოლიციამ აღმოაჩინა საიდუმლო გვირაბი, რომლიდანაც სისხლიანი მატრასები და ბავშვის ჭოჭინები ამოიღეს. პოსტების ავტორი ვარაუდობს, რომ გვირაბების დანიშნულება მცირეწლოვნებით ვაჭრობა, მათზე ძალადობა და “თალმუდისტურ-სატანისტური მსხვერპლშეწირვებისა და რიტუალების” ჩატარება იყო. მისივე ინფორმაციით, გვირაბები მახლობლად მდებარე საბავშვო მუზეუმს უკავშირდება.    აღმოჩენილ გვირაბს მცირეწლოვნების მკვლელობასა და რიტუალებს რუსულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებელიც...
Detecting misinformation with a mythdetector
2024 წლის 5-6 იანვარს ფეისბუქზე ქართულ (1, 2, 3, 4, 5, 6, 7.) და რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2, 3.) გამოაქვეყნეს პოსტები, რომლებიც სხვადასხვა ცნობილ პიროვნებებს პედოფილიას აბრალებს და ბავშვთა ტრეფიკინგში ბრალდებულ ჯეფრი ეპსტინთან აკავშირებს.  ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ერთ-ერთ პოსტში ნაჩვენებია ფოტოკოლაჟი, სადაც ერთ ფოტოზე ბარაკ ობამა აზიური გარეგნობის მქონე პატარა გოგონასთან ერთადაა გამოსახული, მეორე ფოტოში...
Обнаружение дезинформации с помощью детектора мифов
7 დეკემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა რამდენიმე ფეისბუქ პოსტი (1;2;3), რომლებშიც წერს, რომ ისრაელის ჯარისკაცები ღაზის სექტორში, ბეით-ლახიაში მდებარე სკოლაში შეიჭრნენ, რომელსაც თავს ათასობით დევნილი აფარებდა. ზაქარეიშვილის მტკიცებით, ებრაელებმა 15 წელზე უფროსი ასაკის ყველა პირი გააშიშვლეს და ქალებისა და ბავშვების თვალწინ სიკვდილით დასაჯეს. ზაქარეიშვილი ასევე წერს, რომ ისრაელი ავრცელებს სიცრუეს, თითქოს ოპერაცია ჰამასის წინააღმდეგ ჩაატარა....
Обнаружение дезинформации с помощью детектора мифов
30 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა ფოტო, რომელზეც $10 000 კუპიურაა გამოსახული. მიახლოებულ ფოტოზე კუპიურის ზედა მარცხენა კუთხე ჩანს, სადაც იკითხება წარწერა ,,Hail Satan” (,,დიდება სატანას”). ირაკლი ზაქარეიშვილი ფოტოს აღწერაში მიუთითებს, რომ ამგვარი კუპიურა აშშ-ში იბეჭდებოდა და მისი გამოშვება ქვეყანამ 1969 წელს შეწყვიტა.  მტკიცება, თითქოს ამერიკის ფედერალური ბანკის მიერ დაბეჭდილ კუპიურაზე დატანილი იყო სატანისტური შინაარსის...
Обнаружение дезинформации с помощью детектора мифов
26 და 30 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ფეისბუქზე ვიდეოები გამოაქვეყნა (1, 2), რომლის აღწერებშიც ის ამტკიცებს, რომ ებრაელი სამხედროები 2 წლის ბავშვს აპატიმრებენ. ვიდეოებში, რომლებიც ერთი და იმავე მოვლენას ასახავს, რამდენიმე წამიანი სხვაობით, ჩანს ისრაელის ორი ჯარისკაცი, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვს ხელით აკავებენ. შემდგომში კადრში შემოდის მამაკაცი, რომელიც ცდილობს ბავშვის გაყვანას, რის უფლებასაც მას ჯარისკაცები არ...
Mif detektoru ilə dezinformasiyanın aşkarlanması
29 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა ფოტო, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ კოცნის ქალი სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმულ პირს. პოსტის ავტორის თანახმად, ეს ქალი გათავისუფლებული ებრაელია, რომელიც დამშვიდობებისას ჰამასის სამხედრო პირს შუბლზე კოცნის. ფოტოს არაბულ ენაზე წარწერა აქვს დართული: “ერთი სურათი ათასი სიტყვის ფასია. ისრაელელი ტყვე მსოფლიოს აოცებს”.  სოციალურ ქსელში გავარცელებული ფოტო პროგრამულად არის დამუშავებული. კადრში, რომელიც...
Mif detektoru ilə dezinformasiyanın aşkarlanması
26 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა პალესტინელი პატიმარი ქალის ვიდეო გამოაქვეყნა. პოსტის ავტორის მტკიცებით, ვიდეოზე ასახულ ქალს სხეულზე მძიმე დაზიანებები ებრაელებმა მიაყენეს. “ებრაელებმა ის დაამახინჯეს და ხელის თითები დააჭრეს” – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.  ირაკლი ზაქარეიშვილი ვიდეოს მცდარი აღწერით ავრცელებს. ვიდეო პალესტინელი პატიმარი ქალის, ისრა ჯააბისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცადებას ასახავს. ვიდეოში ისრა ყვება, რომ ისრაელმა...
Mif detektoru ilə dezinformasiyanın aşkarlanması
19 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც, მისი მტკიცებით, ისრაელის მიერ საწოლში ჩაცხრილული ბავშვის ოთახს ასახავს. “ეს არ არის დაბომბვის შედეგი – ურიებმა ლოგინძი ჩაცხრილეს მძინარე ბავშვები!” – დაწერა პოსტის ავტორმა.  ირაკლი ზაქარეიშვილი ფოტომანიპულაციას ავრცელებს. რეალურად, ფოტო ისრაელში, ნირ-ოზში (კიბუცი) არის გადაღებული და ჰამასის თავდასხმის შემდეგ კიბუცში მცხოვრები ბავშვის ოთახს ასახავს.   ირაკლი ზაქარეიშვილის მიერ...
Mif detektoru ilə dezinformasiyanın aşkarlanması
4 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც, მისი ინფორმაციით, ებრაელი ჯარისკაცების მიერ ისრაელის მოქალაქეების დახოცვას ასახავს. “შიგნითაც და გარეთაც ებრაელი ჯარისკაცები არიან! ვიდეოს ბოლოს შიგნით მყოფ ხალხს დახოცილს ნახავთ!” – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.  ვიდეო დეზინფორმაციული აღწერით ვრცელდება და ვიდეოს ბოლო მონაკვეთი რეალურად ჰამასის მიერ მოკლულ ადამიანებს ასახავს. ვიდეოკადრების პირველი ნაწილი 2 ნოემბერს ტელეგრამ არხმა...
Mif detektoru ilə dezinformasiyanın aşkarlanması
2 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც, მისი ინფორმაციით, ღაზაში სამშობიარო საავადმყოფოს დაბომბვას ასახავს. როგორც ავტორი წერს, ერთ-ერთ კადრში ჩანს ორსული ქალი, რომელიც ქმარს ესაუბრება. ვიდეოში ვხედავთ, თუ როგორ იბომბება შენობა და ინგრევა კედლები. გავრცელებული ვიდეო ღაზის სექტორში სამშობიაროს დაბომბვის კადრებს არ ასახავს. რეალურად, ვიდეო არა 2023 წელს ღაზის სექტორში, არამედ 2016 წელს სირიის...
Mif detektoru ilə dezinformasiyanın aşkarlanması
2023 წლის 2 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეო. ფეისბუქ მომხმარებლის თქმით, ვიდეოზე ასახულია ისრაელის პარლამენტის წევრების რეაქციები ღაზაში ბრძოლების შედეგად მიღებული ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგების შესახებ ანგარიშის გაცნობის შემდეგ. მსგავსი აღწერით ვიდეო ტვიტერზეც გავრცელდა. ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება. მასზე მართლაც ისრაელის პარლამენტის წევრები არიან ასახული, თუმცა ეს რეაქციები გამოწვეულია 7 ოქტომბრის “ჰამასის”...
Սխալ տեղեկատվության հայտնաբերում առասպելների դետեկտորի միջոցով
25 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და ანგარიშმა “მაია თვალთვაძე” ფეისბუქზე გამოაქვეყნეს პოსტები, რომელშიც წერენ, რომ ისრაელმა ღაზას სექტორში წყლის ავზთან შეკრებილი, მოწყურებულ ბავშვები დამიზნებით დაბომბა. ზაქარეიშვილის მტკიცებით, ისრაელმა ღაზას წყალი ორიოდ საათით სწორედ მსგავსი მიზნების განსახორციელებლად ჩაურთო. პოსტებს თან ახლავს სამხედრო დრონიდან გადაღებული ვიდეო, რომელიც დაბომბვის კადრებს ასახავს. ზაქარეიშვილისა და თვალთვაძის მიერ პოსტში გაზიარებული ცნობები...
Սխալ տեղեկատվության հայտնաբերում առասպելների դետեկտորի միջոցով
24 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის ამტკიცებს, რომ იერუსალიმში ანტისიონისტმა ებრაელმა სისხლისღვრის აუცილებლობის შეწყვეტისაკენ განცხადება გააკეთა, რის გამოც მას ისრაელის პოლიციამ და სხვა ებრაელებმა სცემეს. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელიც პოლიციასა და სავარაუდოდ ებრაელებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ასახავს. ზაქარეიშვილის პოსტში მოცემული მტკიცებები დეზინფორმაციულია. რეალურად ვიდეოს კავშირი არ აქვს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან, კადრები...
Սխալ տեղեկատվության հայտնաբերում առասպելների դետեկտորի միջոցով
21 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა ფოტო, რომელზეც, მისი ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუს შვილი, იაირ ნეთანიაჰუ ჩანს. ავტორის მკიცებით, ფოტო 2023 წლის ისრაელ-ჰამასის ომის მიმდინარეობის პარალელურად მაიამიში, აუზზეა გადაღებული. ასევე, ვრცელდება  (1;2) ნეთანიაჰუსა და მისი კიდევ ერთი შვილის, ავნერ ნეთანიაჰუს ფოტოც, რომელზეც წერენ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ის ჯარში გააცილა. ფოტოები გავრცელდა რუსულენოვან ფეისბუქ-ანგარიშებზეც (1;2;3). ისრაელის პრემიერ-მინისტრის...
Սխալ տեղեկատվության հայտնաբերում առասպելների դետեկտորի միջոցով
19 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა სუდარებში შეფუთული, დაღუპული ბავშვების ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე მინიმუმ შვიდი, მცირეწლოვანი ბავშვი ჩანს. პოსტის აღწერის თანახმად, ეს შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა დეტალები დაზუსტებული არ არის, პოსტი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ფოტო  ისრაელ-ჰამასის ომს უკავშირდება, რამდენადაც ზაქარეიშვილი 7 ოქტომბრის შემდეგ პოსტებს ისრაელ-ჰამასის ომის შესახებ ავრცელებს.  ფოტო 2013 წლის...
Սխալ տեղեկատվության հայտնաբերում առասպելների դետեկտորի միջոցով
18 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა პოსტი, რომელშიც ის წერს, რომ ებრაელები წმინდა მოციქულ იაკობის საფლავს დაესხნენ თავს, წაბილწეს, გადაწვეს და ააფეთქეს. პოსტს თან ახლავს ვიდეოც, სადაც ჩანს შენობისთვის მიყენებული დაზიანება.  მტკიცება იმის შესახებ, რომ ებრაელებმა ვიდეოში ნაჩვენები საფლავი წაბილწეს, დეზინფორმაციულია. რეალურად, მისი დაზიანების მცდელობა 18 ოქტომბერს პალესტინელ მოსახლეობას ჰქონდა, თუმცა ისინი პალესტინურმა უსაფრთხოების ძალების...
Սխալ տեղեկատվության հայտնաբերում առասպելների դետեկտորի միջոցով
15 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ისრაელში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც მთავრობას უფლება აქვს იერუსალიმის საპატრიარქოს და ქრისტიანულ თემებს წაართვან მიწები და დააკისრონ გადასახადები. პოსტის თანახმად, ქრისტიანებმა პროტესტის ნიშნად 100 წლის განმავლობაში პირველად ქრისტეს საფლავზე საყდრის კარი დაკეტეს. პოსტს თან ახლავს ბელარუსული მაუწყებლობის Беларусь 1-ის 2018 წლის სიუჟეტიც, სადაც...
Սխալ տեղեկատվության հայտնաբերում առասպելների դետեկտորի միջոցով
13 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერმა თეო ჯაველიძემ და დავით ლორიამ  ღაზას ნანგრევებიდან ამოყვანილი პალესტინელი გოგონას შესახებ ინფორმაცია და ვიდეო გაავრცელეს. პირველი პოსტის თანახმად, ებრაელების მიერ დაბომბილი ღაზას ერთ-ერთი ნანგრევებიდან გარდაცვლილ დედას ჩახუტებული ჩვილი ამოიყვანეს, მეორე და მესამე პოსტში კი ნათქვამია, რომ პატარა პალესტინელი, სავარაუდოდ, მამის გადაფარების შედეგად გადაურჩა დაღუპვას. გავრცელებული ვიდეოს აღწერა...
Սխալ տեղեկատվության հայտնաբերում առասպելների դետեկտորի միջոցով
11 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ისმის, თითქოს დაბომბვაში მოყოლილ CNN-ის რეპორტიორს კარნახობენ, როგორ უნდა მოიქცეს – რა უნდა თქვას, როგორ გამოიყურებოდეს ისე, თითქოს შეშინებულია, როგორ უნდა ისუნთქოს და ა.შ. “გარშემო მიმოიხედე, თითქოს საფთხეში ხარ, ეცადე, შეშინებული ჩანდე”. – ისმის ხმა ვიდეოში. ზაქარეიშვილის მტკიცებით, ვიდეო დასტურია, რომ დაბომბვის კადრები დადგმულია, რათა საზოგადოებრივი აზრი...
Սխալ տեղեկատվության հայտնաբերում առասպելների դետեկտորի միջոցով
10 ოქტომბერს ფეისბუქ-გვერდებმა ალფა სიხშირე / alpha frequency და ყველაფერი სამხედრო შეიარაღებაზე / Military World გამოაქვეყნეს ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის ციტატა: “ჩვენ გავაუქმეთ ომის ყველა წესი , ჩვენი ჯარისკაცები არაფერზე არ აგებენ პასუხს. არ იქნება სამხედრო სასამართლოები.”  იგივე ციტატა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ირაკლი გვალიამ და გიორგი ჯინჯოლავამ, ასევე ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და...
დეზინფორმაციული ფოტო აღმოჩენილი ფაქტების გადამოწმების საიტის მიერ
9-10 სექტემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც აზერბაიჯანის დროშით აღჭურვილი სამხედრო მანქანების გადაადგილება ჩანს. პოსტების მიხედვით, ეს ტექნიკა სომხეთის მიმართულებით მიემართება და ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ მანქანებს ლათინური ასო “Z” აწერია. ერთ-ერთი რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიში აკონკრეტებს, რომ ეს ვიდეო მისი პოსტის გამოქვეყნების დღეს (10 სექტემბერს) არის გადაღებული. გავრცელებული პოსტები...
დეზინფორმაციული ფოტო აღმოჩენილი ფაქტების გადამოწმების საიტის მიერ
7 სექტემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2009 წელს საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გიორგი გაჩეჩილაძის გადაცემაში “საკანი N5” იყო, სადაც განაცხადა, რომ კახელები სძულს, რადგან მათში შაჰ-აბასის სისხლია და მათი გენები ბინძურია.  ირაკლი ზაქარეიშვილი პოსტის კომენტარებში ამტკიცებს, რომ გადაცემის ჩანაწერი Youtube-დან წაშლილია. სალომე ზურაბიშვილის სახელით გავრცელებული ციტატა, თითქოს მას კახელები სძულს, ყალბია. ზურაბიშვილს...
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ხელოვნური ინტელექტი, დეზინფორმაცია, პროპაგადა, მედიაწიგნიერება
წლებია ქართულ პრორუსულ მედიაში, ასევე რუსულ მედიასა და ფეისბუკზე ვრცელდება სხვადასხვა კონსპირაცია დალესის გეგმაზე. კონსპირაციის თანახმად, ცივი ომის დროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილმა უფროსმა ალენ დალესმა საბჭოთა საზოგადოების მორალური ფასეულობების განადგურების მიზნით სპეციალური გეგმა შეიმუშავა. ამ თემაზე “მითების დეტექტორმა” სხვადასხვა დროს რამდენიმე მასალა მოამზადა. ალენ დალესის 10 პუნქტიანი გეგმა საბჭოთა კავშირის განათლებისა და აღზრდის...
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ხელოვნური ინტელექტი, დეზინფორმაცია, პროპაგადა, მედიაწიგნიერება
6 აგვისტოს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ქართველი პოეტის გრიგოლ ორბელიანის ფოტოს და მის ციტატას ვხედავთ. ციტატაში ორბელიანი ღმერთს ევედრება არ მიიყვანოს რუსები ისეთ სასოწარკვეთილებამდე, რომ იძულებულები გახდნენ საქართველო დატოვონ, რადგან ის უმალ არეულობის, ურთიერთშუღლისა და დაუძინებელი მტრების თავდასხმის მსხვერპლი გახდება.  გავრცელებული ციტატა გრიგოლ ორბელიანის დღიურიდანაა, სახელად “მგზავრობა ჩემი ტფილისიდამ პეტერბურღამდის”. ფრაზას არა გრიგოლ...
a woman in a red dress
27 და 28 ივლისს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და ანონიმურმა ანგარიშმა რაგნარ ლოთბნელი გიული ასალანიას ფოტო გაავრცელეს, რომელზეც ალასანიას ვარდისფერი კაბა აცვია, რიცხვი 69-ისა და ადამიანის ფიგურების გამოსახულებით, რომლებიც ამავე სახელწოდების სექსის პოზას განასახიერებენ. ფოტო ასევე გავრცელდა ჯგუფში სურენ სააკიანი. ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო გაყალბებულია და მიზნად გიული ალასანიას დისკრედიტაციას ისახავს. ორიგინალი ფოტო 2021 წლის თებერვალშია გადაღებული...
ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა,
4 ივნისს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და ანონიმურმა პროსახელისუფლებო ფეისბუქ გვერდმა “ტერენტი გლდანელი” გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც, მისი თქმით, აფხაზეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი დავით გულუა ამბობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო უზრუნველყოფა ყირიმის პორტიდან მოდიოდა, უკრაინელებს კი ამისთვის ხელი არ შეუშლიათ. დამატებით, პოსტის აღწერაში ირაკლი ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ გულუას თქმით, აფხაზეთის დაკარგვა აშშ-ის მიერ იყო ორგანიზებული, რათა...
ტროლები, ბოტები, ფოტომანიპულაცია
4 აპრილს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ გერმანიაში განიხილება კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში სიტყვა “დედა” “მშობელი/დამბადებელი პირით” შეიცვლება, ხოლო 5 აპრილს ფეისბუქ-მომხმარებელმა Ermile Nemsadze გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც გერმანიაში სახელმწიფო არხებმა ცნება “დედა” აკრძალეს და მშობიარე პიროვნებით” ჩაანაცვლეს. პოსტის თანახმად, გერმანიის საოჯახო საქმეების მინისტრმა განაცხადა, რომ “მშობიარე პერსონას ან მის პარტნიორს ბავშვის გაჩენის შემთხვევაში...
ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა
26-27 მარტს მწერალმა მერაბ რატიშვილმა და ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, ასევე რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1,2,3,4,5) გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ ინაწილებს კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი ხელზე უცნობ ნივთიერებას, შემდეგ კი მას იყნოსავს. თანდართული აღწერის მიხედვით, ვიდეოში ასახული პირი ევროპარლამენტარია. ზოგიერთ პოსტში დამატებით გაჟღერებული იყო მტკიცება, რომ ნივთიერება, რომელსაც კაცი იღებს, ნარკოტიკული საშუალებაა.  ვიდეოში ასახული პირი არა ევროპარლამენტარი, არამედ...
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ფაქტების გადამოწმება
27 თებერვალს ფეისბუქ-ანგარიშებმა Irakli Zakareishvili და ქართველი ქართველი, ასევე რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2, 3) მილანში ამერიკის საკონსულოს ოფიციალური ტვიტერის ანგარიშზე განთავსებული ტვიტის სქრინშოთი გამოაქვეყნეს. ტვიტს, რომელშიც უკრაინის დროშის უკან ნაცისტური გერმანიის დროშა ჩანს, შემდეგი ტექსტი ახლავს: “სიმართლე ყველამ ვიცით!”. მილანში ამერიკის საკონსულოს ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშზე უკრაინის დროშის უკან დამალული ნაცისტური დროშის ფოტო მართლაც გამოქვეყნდა, თუმცა...
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ფაქტების გადამოწმება
29 იანვარს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილი სათადარიგო ფბ სტეპან ბანდერას გამოსახულების ხატის ფოტო გამოაქვეყნა. ზაქარეიშვილი წერს, რომ ბანდერას ხატს “კიევ-პეჩერის ლავრაში უპირებენ წაბრძანებას”. ხატის ცენტრში უკრაინის გერბია გამოსახული, ზედა ორ კუთხეში კი აზოვის ბატალიონის გერბები. ზაქარეიშვილის პოსტი ფოტომანიპულაციას შეიცავს. რეალურად ფოტოზე არა სტეპან ბანდერას ხატი, არამედ ალბაზინის ღვთისმშობლის ხატია გამოსახული, რომელშიც ბანდერას სახე, უკრაინის გერბი და...
ყალბი ახალი ამბები; ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება; ცრუ სიახლეები
8 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების შემდეგ სოციალურ მედიაში ვრცელდება სხვადასხვა მტკიცება, რომელიც აშშ-ში როგორც 2022 წლის შუალედურ, ასევე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 10 ნოემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა პენსილვანიაში გუბერნატორის არჩევნების შედეგების ამსახველი ინფოგრაფიკის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც მონაცემები შეცდომითაა ასახული. ინფოგრაფიკის მიხედვით, დემოკრატმა კანდიდატმა ხმების 56.6% ხოლო რესპუბლიკელმა კანდიდატმა – 41.6%...
დეზინფორმაციის იდენტიფიცირება; მედიაწიგნიერება; ფაქტების გადამოწმება
29 აგვისტო – 13 სექტემბრის პერიოდში უკრაინის კონტრშეტევის შედეგად უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით მიღწეული წარმატების შემდეგ სოციალურ ქსელში პრო-რუსული ანგარიშების მიერ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ამსახველი სხვადასხვა კადრი გავრცელდა. 13 სექტემბერს ლევან ვასაძის პარტიის “ერთობა, რაობა, იმედი” მხარდამჭერმა ფეისბუქ ანგარიშმა ბნელი უბნელესი ვიდეო შემდეგი აღწერით გაავრცელა: “კიევზე საჰაერო იერიში”. ვიდეოში საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებს ავრცელებს...
დეზინფორმაციის იდენტიფიცირება; მედიაწიგნიერება; ფაქტების გადამოწმება
8-9 სექტემბერს ქართულენოვანმა და რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2,3,4,5,6) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ყაზახეთში უკრაინის ელჩმა პეტრო ვრუბლევსკიმ ქვეყანა ყაზახეთის ხელისუფლების მოთხოვნით დატოვა. ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი დამატებით ამტკიცებს, რომ ელჩს მხოლოდ რამდენიმე საათი მისცეს ქვეყნის დასატოვებლად და ის პოლონეთში გადაფრინდა.  მტკიცება,  თითქოს უკრაინის ელჩმა ყაზახეთში ქვეყანა ყაზახეთის ხელისუფლების მოთხოვნით დატოვა, მცდარია. უკრაინისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების...
დეზინფორმაციის იდენტიფიცირება; მედიაწიგნიერება; ფაქტების გადამოწმება
5-6 სექტემბერს თბილისში თბილისის საერთაშორისო კონფერენცია – „დიდება უკრაინას!” –  გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები და მასპინძლები „მაკკეინის ინსტიტუტი“, „ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ იყვნენ. 2022 წელს თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უკრაინას მიეძღვნა, კონფერენციის მონაწილეებმა დისკუსიები უკრაინისა და საქართველოს აწმყოსა და მომავალზე, ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებულ პერსპექტივებზე გამართეს და სახელმწიფოების დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. გარდა...
ფოტომანიპულაცია
11 ივნისს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამბობს, რომ 1989 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ერთ სულ მოსახლეზე სამომხმარებლო ოდენობა წელიწადში 42 000 აშშ დოლარის ექვივალენტი იყო, შესაბამისად, მოქალაქეს თვეში საშუალოდ 3 500 აშშ დოლარი ჰქონდა. პოსტს თან ერთვის რუსულენოვანი ვიდეო, რომელშიც იდენტური მტკიცებაა გაჟღერებული, თითქოს 1990 წელს...
დეზინფორმაცია
7 ივნისს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ამბობს, რომ 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე მოხდა, რომლის მეექვსე პუნქტში ნათქვამია, რომ საქართველო ნეიტრალური სახელმწიფოა, შესაბამისად, საერთაშორისო სამხედრო ბლოკებში, კონკრეტულად კი NATO-ში ქვეყნის გაწევრიანების მცდელობები უკანონოა. მტკიცება, რომ 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტში ნეიტრალიტეტის ჩანაწერის გამო საქართველოს...
მითების დეტექტორის მიერ აღმოჩენილი დეზინფორმაცია
2022 წლის 16 მარტს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, გაავრცელა დაკავებული მამაკაცების ფოტო, წარწერით: “ბანდერელები (უკრაინელი ნაციონალისტები) მოქალაქეებს ქვეყნიდან არ უშვებენ!.. აღნიშნული ფოტო ასევე ვრცელდებოდა ტვიტერის პლატფორმაზე, სადაც ერთ-ერთი მომხმარებელი ფოტოს ასე ასათაურებს: “უკრაინელი მამაკაცები მასობრივად გარბიან ქვეყნიდან: 3 კვირის განმავლობაში 300 ადამიანი დააკავეს ოდესის ოლქის საზღვარზე. ახლა კიევი მათ ან იძულებით გაგზავნის რუსული ტანკების პირისპირ, ან...
მითების დეტქტორის მიერ აღმოჩენილი ფოტო მანიპულაცია
2021 წლის 16 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ირწმუნება, რომ 7 ნოემბრის და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოების მიერ გაკეთებული განცხადებები არ არსებობს. ირაკლი ზაქარეიშვილის მტკიცება, რომ აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოებს 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც აშშ-ს იმჟამინდელი ელჩმა, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების...
გავრცელებული დეზინფორმაცია
27 ივლისს ჩინეთის სახელმწიფო მედიამ New China TV იუთუბზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სატელიტიდან გადაღებული ამერიკული ლაბორატორიები ჩანს. ვიდეოში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვადასხვა რეგიონის 25 ქვეყანაში ბიოქიუმიური ლაბორატორიები აქვს დაფუძნებული, რომლებშიც სახიფათო ექსპერიმენტები ტარდება და შესაძლოა, ეპიდემიების გავრცელების მიზეზი გახდეს. აღნიშნული ვიდეო tvalsazrisi.ge-მ ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის კომენტართან ერთად გაავრცელა, რომელიც აღნიშნავს რომ 25 ბიოქიმიურ...
დეზინფორმაცია პროპაგადა
მარტის ბოლოს აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. მუდმივად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გავრცელდა ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიხედვით, რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში 40-40 ათასი სამხედრო ჰყავს მობილიზებული. მიმდინარე დაძაბულობის ფონზე უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს დასავლელმა პარტნიორებმა, კრემლი კი საუბრობს უკრაინისა და დასავლეთის...
baCaliaSvili
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი დეტალების გამოჩენასა და ბაჩალიაშვილების ოჯახის მიერ გამოძიებისთვის უნდობლობის გამოცხადებას სახელისუფლებო აქტორების მხრიდან თამარის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის დისკრედიტაცია მოჰყვა. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაიწყო, შემდეგ კი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს,...
ქართ
კონსპირაციას ალენ დალესის დოქტრინის შესახებ ქართულ მედიაში აფხაზეთის ხელისუფლების და ეროვნული გვარდიის ყოფილი წარმომადგენელები ავრცელებენ. 2018 წლის 13 დეკემბერს ტვ “ობიექტივის” ეთერში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა აკაკი გასვიანმა ალან დალესის დოქტრინის კონსპირაცია, რომელსაც ქართულ მედიაში ძირითადად ტაბლოიდური გამოცემები აშუქებენ, რეალურ ფაქტად წარმოაჩინა. მისი მტკიცებით, საბჭოთა კავშირის დაშლა “დალესის დოქტრინით” იყო გათვალისწინებული. გასვიანმა დალესის...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist