დაშვებულია-თუ-არა-ევროპის-ქვეყნებში-ჰომოსექსუალების-მიერ-სისხლის-ჩაბარება
2024 წლის 8 ნოემბერს ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ყოფილი სამხედრო ერმილე ნემსაძე ჰომოსექსუალების მიერ სისხლის ჩაბარებაზე საუბრობს. მისი თქმით, ევროპის ბევრ ქვეყანაში, მაგალითად გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში ჰომოსექსუალებს სისხლის ჩაბარება სამუდამოდ აქვთ აკრძალული. ერმილე ნემსაძე: ამ ადამიანების მიმართ, LGBT თემზე მაქვს საუბარი, გერმანია, ავსტრია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, სლოვენია, ხორვატია, შვეიცარია, ბელგია, – ქვეყნები, სადაც დაკანონებული...
8 მარტი
9 მარტს ყოფილმა სამხედრო ერმილე ნემსაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ ქალების საერთაშორისო დღის აღნიშვნა კოპენჰაგენში სექს-მუშაკების პროტესტს უკავშირდება. პოსტის მიხედვით, 1910 წელს დანიის დედაქალაქში გერმანელი ქვრივის, ფრაუ ბოდეკერის ლიდერობით სექს-მუშაკები პროტესტის ნიშნად მერიის შენობის წინ გაშიშვლდნენ. პოსტის მიხედვით, ამ პროტესტიდან მალევე, კლარა ცეტკინის წინადადებით, კოპენჰაგენის სოციალისტ ქალთა კონფერენციაზე 8 მარტი ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღედ...
დეზინფორმაცია,-თითქოს-სკოლის-პროგრამიდან-ჰაგიოგრაფიის-ამოღებას--ევროკავშირი-ითხოვს
25 იანვარს ყოფილმა სამხედრომ, ერმილე ნემსაძემ ლაივ-ვიდეოში თქვა, რომ ევროკავშირი ითხოვს, საქართველომ ჰაგიოგრაფია სასკოლო მასალიდან სრულად ამოიღოს. მისივე მტკიცებით, ქართული სკოლის “რელიგიური საკითხებისგან დაცლა” ევროკავშირის მითხოვნაა.  ერმილე ნემსაძე: [გია მურღულია] აცხადებს, რომ სკოლებში შესაძლებელია, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების მასშტაბები შემცირდეს და ნაცვლად თანამედროვე ლიტერატურა შევიდესო. ჯერ ერთი, მე მინდა გითხრათ, არაფერი შემცირდეს, საერთოდ უნდა იქნას ამოღებული, ეს...
ფოტომანიპულაცია,-თითქოს-საბერძნეთის-ეკლესიაში-წმინდა-მატრონასა-და-სტალინის-შეხვედრაა-გამოსახული
12 იანვარს ფეისბუქ-მომხმარებლებმა ფანტინა ფანტინა და ერმილე ელგუჯას-ძე ნემსაძე გაავრცელეს ფოტო, რომელიც, მათი ინფორმაციით, საბერძნეთში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებულ იოსებ სტალინისა და წმინდა მატრონა მოსკოველის შეხვედრის ხატს ასახავს.   პოსტების ავტორები ფოტოს მცდარი აღწერით ავრცელებენ. რეალურად, გამოსახულება სტალინისა და წმინდა მატრონა მოსკოველის შეხვედრას არ ეხება და კავშირშია გადმოცემასთან, რომ მატრონა ნიკონოვამ პოლიციელის სახლში ხანძრის გაჩენა იწინასწარმეტყველა.   მატრონა...
მოუწოდა-თუ-არა-ნატოს-მაღალჩინოსანმა-ალიანსს-ბელგრადის-დაბომბვისკენ
24-25 სექტემბერს ფეისბუქ გვერდებმა (1, 2, 3.), მათ შორის გვერდმა “პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები” გაავრცელეს პოსტი, რომლის მიხედვითაც ნატოს მაღალჩინოსანმა გიუნტერ ფელინგერმა განაცხადა, რომ NATO-მ უნდა დაბომბოს ბელგრადი. პოსტების ნაწილს წყაროდ მითითებული აქვს publicist.ge-ს სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ ფელინგერი არის ნატოს ევროპის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე.  მტკიცება იმის შესახებ, რომ გიუნტერ ფელინგერი ნატოს მაღალჩინოსანია, დეზინფორმაციულია. სინამდვილეში იგი...
მიმოხილვა
2023 წლის 1 სექტემბერს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით,  პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტების სერია დაგეგმა.  სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის საკითხს სოციალურ ქსელში, ერთი მხრივ, დისკუსია და პრეზიდენტის მწვავე კრიტიკა, მეორე მხრივ კი,  ხელისუფლებასთან დაკავშირებული ფეისბუკ გვერდების, ანტი-ლიბერალური და...
1919-წელს-პარიზის-სამშვიდობო-კონფერენციაზე-წარდგენილი-რუკა-მანიპულაციურად-ვრცელდება
5 ივნისს ყოფილმა სამხედრომ ერმილე ნემსაძემ უკრაინის ფრანგულენოვანი რუკა გამოაქვეყნა. რუკაზე თანამედროვე უკრაინის საზღვრები შავი ფერით არის მონიშნული. ასევე მწვანე ფერით მონიშნულია ტერიტორია, რომელიც უკრაინის ამჟამინდელ საზღვრებს სცდება და მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის – თანამედროვე კრასნოდარის მხარის ნაწილსა და საქართველოს მცირე ნაწილსაც მოიცავს. პოსტის აღწერის მიხედვით “ჯერ არ დაბადებული” უკრაინული იმპერიის შემადგენლობაში უკვე შეტანილია სოჭის...
დეზინფორმაცია
4 აპრილს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ გერმანიაში განიხილება კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში სიტყვა “დედა” “მშობელი/დამბადებელი პირით” შეიცვლება, ხოლო 5 აპრილს ფეისბუქ-მომხმარებელმა Ermile Nemsadze გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც გერმანიაში სახელმწიფო არხებმა ცნება “დედა” აკრძალეს და მშობიარე პიროვნებით” ჩაანაცვლეს. პოსტის თანახმად, გერმანიის საოჯახო საქმეების მინისტრმა განაცხადა, რომ “მშობიარე პერსონას ან მის პარტნიორს ბავშვის გაჩენის შემთხვევაში...
კოვიდის-ვაქცინა
2023 წლის 23 მარტს, Facebook მომხმარებელმა ერმილე ელგუჯას-ძე ნემსაძემ გამოაქვეყნა ნაწყვეტი რუსული გადაცემიდან “პოსტსკრიპტუმი ალექსეი პუშკოვთან ერთად,” რომლის სრული ჩანაწერი ТВ Центр არხის ვებ-გვერდზე 2023 წლის 18 მარტს არის დადებული. Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეო ფრაგმენტში საუბარია COVID-19 -ს ვაქცინაციის მიერ გამოწვეულ სიკვდილიანობაზე. კერძოდ, სიუჟეტის თანახმად, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში იმაზე უფრო მეტი ადამიანი იღუპება,...
დეზინფორმაცია
5-6 სექტემბერს თბილისში თბილისის საერთაშორისო კონფერენცია – „დიდება უკრაინას!” –  გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები და მასპინძლები „მაკკეინის ინსტიტუტი“, „ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ იყვნენ. 2022 წელს თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უკრაინას მიეძღვნა, კონფერენციის მონაწილეებმა დისკუსიები უკრაინისა და საქართველოს აწმყოსა და მომავალზე, ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებულ პერსპექტივებზე გამართეს და სახელმწიფოების დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. გარდა...
რამდენი-უკრაინელი-ლტოლვილი-მოხვდა-ომის-დაწყების-შემდეგ-რუსეთში-და-რატომ
17 აგვისტოს “ქართული მარშის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ერმილე ნემსაძემ” თავის ფეისბუქ გვერდზე ლაივ ვიდეოში საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ 4 მილიონი უკრაინელი რუსეთში გადავიდა ლტოლვილად, რაც, მისი თქმით, იმის დასტურია, რომ მიმდინარე კონფლიქტი არ არის ეთნოკონფლიქტი და უკრაინელები რუსეთს არ მიიჩნევენ ქვეყნად, რომელსაც მათი გენოფონდის განადგურება სურს. რუსეთში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობით იმის...
დეზინფორმაცია
22 მაისს ფეისბუქ-მომხმარებელმა კობა ავთანდილის ძე კუპრაშვილმა გამოაქვეყნა ლაივ-ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ ფაიზერის გასაჯაროებული დოკუმენტების გვერდითი მოვლენების ჩამონათვალში დაავადება “ჰერპეს ზოსტერი” გვხვდება, ხოლო თუ ჰერპეს ზოსტერისა და ბოლო პერიოდში არაერთ ქვეყანაში დაფიქსირებული “მაიმუნის ყვავილის” გამონაყარის ფოტოებს ერთმანეთს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ისინი ერთნაირია. კუპრაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ახალი დაავადებების გამოვლენის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ ამას არა...
ყალბი-რეალური
23 მარტს ფეისბუქ გვერდმა Azimut/აზიმუტი მაღაზიაში არეულობის ამსახველი ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “აი, ასე ებრძვიან უკრაინის ლტოლვილები  “რუსულ ოკუპაციას” გერმანიის რუსულ მაღაზიაში.” ვიდეოში მაღაზიის არეული თაროები და ორი მომხმარებელი ჩანს, ერთ-ერთი მამაკაცი თაროებიდან პროდუქტებს იატაკზე ყრის, მეორე კი მას სცემს. ვიდეო ყალბი აღწერით ვრცელდება და გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილების ქცევას არ ასახავს. რეალურად, კადრები რუსეთის ქალაქ...
ყალბი-რეალური
12 მარტს “ქართულ მარშთან”დაკავშირებულმა ერმილე ნემსაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზელენსკის რეჟიმი კიევში გეი აღლუმს ატარებს და მართლმადიდებლურ ტაძრებს წვავს. პოსტს თან ერთვის ორი ფოტოც, რომლებზეც ცეცხლმოკიდებულ ეკლესიას და ლგბტქ+ სიმბოლიკით ადამიანთა მცირე ჯგუფს ვხედავთ. პოსტი დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ მტკიცებულებებს შეიცავს:  ფოტოზე გამოსახული ეკლესია რუსეთში მდებარეობს და ის 2012 წელს დაიწვა. შესაბამისად მტკიცება, რომ...
გაყალბებული-ციტატა
23 თებერვალს სოციალურ ქსელში უკრაინასთან დაკავშირებით ქართველი აქტივისტების ფოტოები და ციტატები გავრცელდა. “ქართული მარშის” ყოფილმა წევრმა ერმილე ნემსაძემ საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე მოძრაობა “სირცხვილიას” წარმომადგენლის ნოდარ რუხაძის ფოტო და ციტატა გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, ნოდარ რუხაძემ “ქოც.ტროლებს” უპასუხა, თუ რატომ არ მიდის საომრად უკრაინაში და თქვა “მე და ჩემნაირები თუ წავედით, საქართველოს ვინ დაიცავს?” ფეისბუქ ანგარიშმა “ანტილიბერალური...
ყალბი-რეალური
28 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა ფანტინამ ფოტო გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, ფოტოზე კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდოა გამოსახული. ფოტოზე ჯასტინ ტრიუდოს ქალების სილამაზის კონკურსის შესაბამისად აცვია, გვირგვინი ადგას და თაიგული უჭირავს. ხოლო კაბაზე გაკეთებულ ტიტულს Miss Take (შეცდომა) აწერია.  გამოქვეყნებული ფოტო პროგრამულად დამუშავებულია. რეალურად, ფოტოზე სილამაზის კონკურსის მის სამყაროს 2012 წლის გამარჯვებული ამერიკელი მოდელი ოლივია კულპოა გამოსახული.  ფოტოზე...
gedr
2021 წლის 5 მარტს პარტია “ქართული იდეის” ლიდერმა ლევან ჩაჩუამ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მილიარდერ და ფილანტროპ ჯორჯ სოროსს სახელით შემდეგ ციტატას ავრცელებს:      “ომი აღარ არის ცალკეული ქვეყნის დაპყრობის საშუალება. საკმარისია ქვეყანაში მოიძებნოს, ან აღიზარდოს ჯგუფი, რომელიც დემოკრატიისათვის ბრძოლის  მოწოდებით და შედარებით მცირე საფასურად დადებენ ამ ქვეყანას შენს ფეხებთან”. ციტატას თან ახლავს ქართველი...
აშშ
2 ნოემბერს ქართული მარშის დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ერმილე ნემსაძემ, საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის გაწვევის მოთხოვნაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დეგნანი იმ 17 დიპლომატს შორისაა, ვინც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი მოითხოვა. ნემსაძე ასევე წერს, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში უხეშად ერევა. ერმილე ნემსაძის...
დალია 1
18 აგვისტოს “ქართული მარშის” დამფუძნებელმა ერმილე ნემსაძემ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს შესახბ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტი დალია გრიბაუსკაიტეს მიერ ალექსანდრ ლუკაშენკოს სისხლიან დიქტატორად შეფასებასა და პრეზიდენტობის დატოვებისკენ მოწოდებას შეეხებოდა, სადაც “ქართული მარშის” ლიდერმა ლიეტუვას ყოფილი პრეზიდენტი  KGB-ს აგენტობაში დაადანაშაულა. ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტის KGB-ს აგენტობაში დადანაშაულების შესახებ დეზინფორმაციებს, რომელიც გაყალბებულ დოკუმენტს ეფუძნება, კრემლი...
sorosi
3 ოქტომბერს “ქართული მარშის” წევრებმა ერმილე ნემსაძემ და სანდრო ლობჟანიძემ Times.com.ua-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს პოსტი საქართველოში სოროსისა და მისი ფონდიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ. აღნიშნულის საილუსტრაციოდ მათ პოსტს შემდეგი ციტატა დაურთეს: “ევროპა მაინც გაიმარჯვებს, თუნდაც უკრაინიდან ფერფლი არ დარჩეს. უკრაინელების არსებობა არავის ადარდებს მათ თავად უნდა იზრუნონ საკუთარ კეთილდღეობაზე”. ნემსაძის და ლობჟანიძის მტკიცებით, აღნიშნული სიტყვები ჯორჯ სოროსს...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist