დეზინფორმაციალ
სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელებული განცხადება ამტკიცებს, რომ “მამაო ჩვენოს” გამოქვეყნება ფეისბუკის პოლიტიკას არღვევს და რომ მარკ ცუკერბერგმა, Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეს  წესების დარღვევად გამოაცხადა. გამოქვეყნებულ პოსტებში (1,2,3,4)  ვკითხულობთ: “ ჩვენ მოვისმინეთ მარკ ცუკერბერგის ნათქვამი, რომ ლოცვის„მამაო ჩვენო“-ს გამოქვეყნება არღვევს მის ფეისბუქ პოლიტიკას, (კანონებს) ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქრისტიანს გამოაქვეყნონ ლოცვა „მამაო ჩვენო“ ფეისბუქზე.”  მტკიცება იმის შესახებ,...
ორეო
2024 წლის 26 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა, გოდერძი ელგანდაშვილმა გაავრცელა რუსულენოვანი ვიდეო თანდართული წარწერით ,,ორეო – სატანიზმი”. ვიდეოს აღწერაში ავტორი ამტკიცებს, თითქოს, ,,ორეოს” ორცხობილაზე სატანისტური სიმბოლოებია დატანილი, ხოლო მისი შემადგენლობა კი ჯერჯერობით ისევ ,,გამოცანად რჩება”.  მტკიცება, თითქოს ,,ორეოს” ორცხობილაზე სატანისტური სიმბოლოებია გამოსახული, სიმართლეს არ შეესაბამება და კონსპირაციულია. სინამდვილეში, ორცხობილას ცენტრში დატანილი სიმბოლო ,,ორეოს” მწარმოებელი საკონდიტრო კომპანია...
Iphone-ს ქეისები
17 თებერვალს ფეისბუქზე ვარცელდა ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ შლიან Iphone-ის ქეისს და მეტალის მცირე ზომის ნაწილაკებს იღებენ. ფეისბუქ მომხმარებელი ვიდეოს თან ურთავს წარწერას: ,,Прослушка”. ფეისბუქ ანგარიშები ამტკიცებენ, რომ Iphone-ის ორიგინალ ქეისებში მოსასმენი მოწყობილობები იმალება. გავრცელებული პოსტები ვიდეომანიპულაციას შეიცავს და ინფორმაცია, თითქოს ვიდეო ამტკიცებს, რომ Iphone-ის ქეისებიდან ადამიანებს უსმენენ, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, Iphone-ის ქეისებში...
დაკავშირებულია თუ არა ხელის დასკანერებით გადახდა ციფრულ ფულთან
31 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა “გოდერძი ელგანდაშვილი” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსულად მოსაუბრე მამაკაცი, ჩინეთის ერთ-ერთ მაღაზიაში პროდუქტის საფასურს იხდის ხელის დასკანერებით. პოსტის ავტორი, აღნიშნავს, რომ ამ მამაკაცს ხელზე არც შტრიხ-კოდი აქვს, არც ჩიპი და არც ტელეფონი, მაგრამ მაინც ახერხებს ნივთის ყიდვას. ელგანდაშვილი ვარაუდობს, რომ ჩინეთში პერსონალური და ბიომეტრიული მონაცემები მონაცემთა ბაზაში ციფრულ ფულთან უკვე დაკავშირებულია და...
დეზინფორმაცია ჯანმო
2024 წლის 16-17 იანვარს ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2, 3) გამოაქვეყნეს პოსტები, რომელშიც აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) 2024 წლის ხელშეკრულებაში რამდენიმე შესწორება მოამზადა. პოსტების ავტორების მტკიცებით, შესწორებები ითვალისწინებს ადამიანის უფლებების, პანდემიის მზადყოფნასა და სხვა საკითხების შესახებ არსებული კანონების უგულებელყოფას, რაც გამოიწვევს ჯანმოს ძალაუფლების გაზრდას. ერთ-ერთ პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ყველაფრის შედეგად ჯანმო მიიღებს...
დეზინფორმაცია (1)
13 დეკემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა გოდერძი ელგანდაშვილი გამოაქვეყნა პოსტი თანდართული ვიდეოთი, რომლის თანახმადაც Pfizer-ი თავის ოფიციალურ დოკუმენტებში აღიარებს, რომ Covid-19-ის ვაქცინა გრაფენის ოქსიდს შეიცავს. ვიდეოს თანახმად, მას შემდეგ რაც აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება 16 წელს ზემოთ ადამიანებში დაამტკიცა, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ FDA-ს ვაქცინასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გასაჯაროება მოსთხოვა, ამ დოკუმენტებიდან ერთ-ერთში (125742_S1_M4_4.2.1 vr vtr...
კონსპირაციის-თეორია,-თითქოს-ბილ-გეიტსის-“საჰაერო-ვაქცინით”-ადამიანებს-ძალით-აცრიან
2023 წლის 17 ოქტომბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა გოდერძი ელგანდაშვილმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მრავალი ქვეყნის მთავრობამ “მწვანე შუქი აუნთო” ბილ გეითსის mRNA “საჰაერო ვაქცინას”, რომელიც იმ ადამიანთა წინააღმდეგ გამოიყენება, ვინც აცრას არ დასთანხმდა და მათ მასობრივ ვაქცინაციას ისახავს მიზნად.    ინფორმაცია 5 ოქტომბერს ასევე გავრცელდა რუსულენოვან ვებ-საიტზე.  გოდერძი ელგანდარაშვილის პოსტი გაზიარდა 10 ქართულენოვან ფეისბუქ-ჯგუფში (ბათუმი კოვიდტერორის წინააღმდეგ; РУСЬ; დედები ჯანმოს წინააღმდეგ❗❗❗; ქეთასთან...
მსოფლიო-ეკონომიკური-ფორუმისთვის-სახელმწიფო-კონტროლის-გადაცემაზე-შვაბის-ყალბი-განცხადება-ვრცელდება
14-18 სექტემბერს ფეისბუქზე ქართულ და რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2, 3.) გამოაქვეყნეს პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” დამფუძნებელმა კლაუს შვაბმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის (ASEAN) სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს თავიანთ ქვეყნებზე სრული სახელმწიფო კონტროლი მიანიჭონ.   მტკიცება, რომ კლაუს შვაბმა მთავრობებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისათვის სრული სახელმწიფო კონტროლის მინიჭებისკენ მოუწოდა, დეზინფორმაციულია....
რა-ვიცით-ციფრულ-ფულზე-და-ვინ-ავრცელებს-დეზინფორმაციას-მის-დანიშნულებაზე2345
2023 წლის 24 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა Nina Marji გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც ციფრული ვალუტის შემოღება მოქალაქეების ცხოვრებაზე 100%-იანი კონტროლის დაწესებას ნიშნავს. თანდართული ფოტოთი ავტორი ამტკიცებს, რომ ქაღალდის ფულის გაქრობის შემდეგ ციფრულ ფულს ნახშირორჟანგის ლიმიტი მიებმება და რაოდენობა ყოველ მომდევნო წელს შემცირდება. მისივე მტკიცებით, შეიქმნება 15-წუთიანი ქალაქები და მისი დატოვების შემთხვევაში ადამიანს ციფრული ფული დაებლოკება. პოსტის...
დეზინფორმაცია,-თითქოს-გაერო-პედოფილიის-დაკანონებას-ითხოვს
7 აგვისტოს ფეისბუქის ქართულ (1, 2,) და რუსულენოვანმა (1, 2) მომხმარებლებმა გაავრცელეს პოსტი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ გაერომ ქრისტიანები გააფრთხილა, თუ ისინი სრულად არ მიიღებენ პედოფილიის ლეგალიზაციას, გარიყულნი იქნებიან საზოგადოებრივი ცხოვრებისგან და მასში მონაწილეობისგან. პოსტებში ასევე წერენ, რომ გაეროს ექსპერტის ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზის განცხადებით, რელიგიური თავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ მორწმუნეები სრულად მიიღებენ გლობალისტურ დღის წესრიგს,...
დეზინფორმაცია
7 ივლისს გამოცემა “საქართველო და მსოფლიოს” ვებგვერდსა და ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” (WEF) ანგარიშის მიხედვით, 2030 წლისთვის მოდა სრულიად გაქრება, ყველა ადამიანი უნიფორმის ტარებას დაიწყებს და ყველა ვეგანი გახდება. საიტზე ასევე ვკითხულობთ, რომ 2019 წელს გამოქვეყნებულ და 2023 წელს განმეორებით წარმოდგენილ ანგარიშში რეკომენდებულია, რომ 2030 წელს ხორცის ან რძის პროდუქტებით კვება...
დეზინფორმაცია
2023 წლის 24 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა გოდერძი ელგანდაშვილმა გამოაქვეყნა ნაწყვეტი გადაცემიდან “გვიანი შოუ სტივენ კოლბერთან ერთად”, სადაც მოწვეული სტუმარი რობერტ დაუნ ჯუნიორი საუბრობს მწერისგან დამზადებულ საკვებდანამატებზე. პოსტზე თანდართული აღწერის მიხედვით, გოდერძი ელგანდაშვილი ამტიცებს, რომ ვაქცინებისა და მწერების კომბინაცია იწვევს დნმ-ის ცვლილებას, რის გამოც ხდება მწერების კვების რაციონში შეტანის პოპულარიზირება. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ფაიზერის ვაქცინის...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist