გიორგი ორკოდაშვილი
12 აპრილს ვებ-საიტზე magic.nicehealth13.com სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გიორგი ორკოდაშვილი ქართველი სტუდენტია, რომელმაც ოპერაციის გარეშე მხედველობის სიმკვეთრის გაზრდის უნიკალური ხერხი აღმოაჩინა და სამეცნიერო ჯილდო მიიღო. სტატიაში “ევრონიუს ჯორჯიას” სქრინშოთია ჩასმული, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ინფორმაცია ამ მედიაში გავრცელდა. სტატიაში ასევე მოცემულია გიორგი ორკოდაშვილის ინტერვიუ, ჟურნალისტის როლში კი ნიკა გვარამიაა წარმოდგენილი. მტკიცება, თითქოს ქართველი სტუდენტი,...
არასამთავრობო ორგანიზაციები
16 აპრილს რუსთავი 2-ის გადაცემაში ”ღამის კურიერი” ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ აშშ-ში  არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს და აშშ-ში NGO-ების შექმნა შეუძლებელია. ირაკლი კობახიძე: “ამერიკაში რატო არ არსებობს NGO-ები? ამერიკას ვერავინ ვერ აკადრებს იმას, რომ უხეშად შეიჭრას ამერიკულ პოლიტიკაში გარედან. ამიტომ არ არსებობს NGO-ები ამერიკის შეერთებულ შტატებში და ზოგიერთ სხვა განვითარებულ, ძლიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. ამერიკაში NGO-ებს...
აშშ-ის საელჩო
15 აპრილს საინფორმაციო სააგენტოებმა ინფო 9; Exclusive Media და Newshub გამოაქვეყნეს სქრინშოტები, რომლებზეც უკრაინაში აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული Instagram Story არის ასახული. საინფორმაციო ბარათებზე დატანილია გაფრთხილებები აშშ-ის ვიზასთან დაკავშირებით. საინფორმაციო სააგენტოები პოსტებს იდენტურ აღწერას ურთავენ და წერენ, რომ “უკრაინაში აშშ-ის საელჩო ინსტაგრამზე უცნაურ პოსტებს აქვეყნებს”.  ტექსტის მსგავსი ფორმულირებით, რომ საელჩო “უცნაურ პოსტებს” აქვეყნებს, გაავრცელეს Facebook-ისა...
დინოზავრი
15 აპრილს ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო (1, 2, 3), რომელშიც ასახულია პატარა ზომის მოძრავი დინოზავრი. ვიდეოზე და პოსტებზე გაკეთებული განმარტებების მიხედვით, ეს არის პირველი დინოზავრი, რომელიც ძვლის უჯრედისგან აღადგინეს. ერთ-ერთი ფეისბუქ ანგარიშის მტკიცებით, მონღოლეთის გობის უდაბნოში მეცნიერებმა აღმოაჩინეს დაუზიანებელი ბარძაყის ძვალი, რომელიც ეკუთვნოდა დინოზავრის გვიანდელ სახეობას. ამ აღმოჩენის წყალობით მათ მოახერხეს დინოზავრის სრული რეკონსტრუქცია და ის...
ზელენსკი
27-28 მარტს ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშებზე ( 1, 2, 3, 4)  ვიდეო გავრცელდა, რომელიც აღწერების მიხედვით პარიზშია გადაღებული. ვიდეოში ციფრული ბანერი ჩანს, რომელზეც ზელენსკის ფოტო და შემდეგი წარწერა ჩნდება: “რა საერთო აქვთ ზელენსკის და კრუასანს? “შიგნით ორივე ცარიელია!” ვიდეო ტელეგრამ-არხზეც გავრცელდა. აღწერაში მითითებულია, რომ ასეთი ბანერი დაახვედრეს ზელენსკის “მსურველთა კოალიციის” სამიტის დღეს. მტკიცება, თითქოს პარიზში ციფრულ...
ახალგაზრდები
14 აპრილს რუსულ მედიაში (tass.ru, vz.ru) და ფეისბუკ-ანგარიშზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურმა ახალგაზრდები რუსული მუსიკის მოსმენის გამო დააკავეს. ინფორმაცია, თითქოს კიევში ახალგაზრდები რუსული მუსიკის მოსმენის გამო დააკავეს, უკონტექსტოდ ვრცელდება. რეალურად, ისინი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და გამვლელების შენიშვნაზე, რომლებიც მათ სუმის ტრაგედიას ახსენებდნენ და მუსიკის გამორთვას სთხოვდნენ, დაცინვით და მუსიკის ხმის...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist