ტრამპი
13 ნოემბერს ანონიმურმა ფეისბუკ-ანგარიშმა ბოლო ჟამის ქრისტიანები, რომელსაც დეზინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია, ტრამპის Turning Point Action’s Believers’ Summit-ზე (მორწმუნეთა სამიტი) გამოსვლის ვიდეო-ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც ტრამპი ქრისტიან ამომრჩეველს მიმართავს. ვიდეოს წარწერა ერთვის, რომელშიც ტრამპს შემდეგნაირად ციტირებენ: “მე არ ვარ ქრისტიანი”. კიდევ ერთმა ფეისბუკ-ანგარიშმა  ტრამპზე რამდენიმე ვიზუალური მასალა გამოაქვეყნა. პოსტში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ტრამპი სხვადასხვა შეხვედრაზეა და ებრაული თემის...
კონსპირაციის-თეორია
16 ოქტომბერს ფეისბუქ-გვერდმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა ვიდეო მტკიცებით, რომ “მაიკროსოფტის” დამფუძნებლის, ბილ გეიტსის მიერ დაფინანსებულ კომპანიას კაცობრიობის განადგურება სურს. კომპანიამ ტეხასის შტატში დაამონტაჟა დანადგარები, რომლითაც ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის მოცილება და მიწაში დამარხვა იქნება შესაძლებელი. პოსტის აღწერაში ავტორი წერს, რომ 2030 წლისთის ნახშირბადის 0-მდე დაყვანის გამო ადამიანები უჰაერობით გაიგუდებიან, დედამიწაზე ცხოვრება კი შეუძლებელი გახდება. “თვითონ კი...
მტკიცებულებების-გარეშე
2 ოქტომბერს ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” ამერიკის კონფედერაციის გენერლის, ალბერტ პაიკის მიერ ომების წინასწარმეტყველებაზე ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს თანახმად, პაიკი მასონების უმაღლესი მეთაური და ოკულტიზმით გატაცებული სატანა იყო. ვიდეოში საუბარია წერილზეც, რომელიც თითქოს პაიკმა იტალიელ პოლიტიკოსს, ჯუზეპე მაძინის მისწერა და სამი მსოფლიო ომი იწინასწარმეტყველა. ვიდეოში ნახსენები წერილის მიხედვით, პაიკმა იწინასწარმეტყველა, რომ:  პირველ მსოფლიო ომში...
კონსპირაციის-თეორია
15-22 სექტემბერს ფეისბუქ ანგარიშებმა ებრაელების ღმერთის შესახებ ორი სხვადასხვა ცნობა გაავრცელეს. ანგარიშების ნაწილმა (1, 2) ჰაროლდ უოლას როზენტალის ფრაზა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად იმისა, რომ ებრაელების უმეტესობას ამის აღიარება არ მოსწონს, მათი ღმერთი ლუციფერია და ებრაელები მისი რჩეული ხალხია. მეორე გავრცელებული მტკიცების (1, 2) მიხედვით კი, ებრაელები მთელს მსოფლიოში ტრანსგენდერიზმისა და ჰომოსექსუალიზმის პოპულარიზაციას ახდენენ, რადგან,...
ჯანმო
26 აგვისტოს ფეისბუქ-მომხმარებელმა ,,მაია თვალთვაძე” და სხვა რუსულენოვანმა ანგარიშმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ავსტრალიაში ჯანმოსა (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) და გაეროს ადამიანების უნებართვოდ აცრის უფლება ექნებათ. თვალთვაძის მტკიცებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს აღნიშნული უფლება ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილების შემდეგ მიენიჭათ. მტკიცება, რომ გაეროს სპეციალიზებულ სააგენტო ჯანმოს ავსტრალიის მოქალაქეების იძულებით აცრის უფლება აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. გამონაკლისების გარდა,...
რნმ ვაქცინები
2024 წლის 10 ივლისს  ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა 3 წუთიანი ვიდეო, რომელშიც მოქალაქეთა გარდაცვალებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას უკავშირებენ. პოსტის ავტორი ვიდეოს შესახებ წერს: “მაშინ როცა კოვიდ-19 შხამ-ინექციებით ყოველ დღე, ათობით ქართველი იღუპება, ამის მიუხედავად გეგმიური ინექციები რაც ” ჯანმო-მ” ბოლო წლებში ჩაუშვა ამჯერად ბავშვების დასაშხამად, არც კი შეჩერებულა…!! გაუფრთხილდით შვილებს, ეს “რნმ” ინექციები...
ფეხბურთელები
2024 წლის 1 ივლისს ფეისბუკ-ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა ვიდეო -კოლაჟი, რომელიც მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელებისთვის სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოებითაა აწყობილი. ფოტომასალა ძირითადად ფეხბურთელების მიერ გატანილი გოლის აღნიშვნის ეპიზოდებს მოიცავს. “ბოლო ჟამის ქრისტიანები”  აღნიშნულ ფოტოებში ფეხბურთელების მიერ გამოსახულ ჟესტებს სატანიზმს უკავშირებს, თავად ფეხბურთელები კი, მისი თქმით, “ლუციფერის მსახურები არიან.” აღსანიშნავია, რომ ვიდეო თავდაპირველად X-ზე ანგარიშზე...
დეზინფორმაცია, თითქოს ჯანმო ფრინველის გრიპის ვაქცინების მოწინააღმდეგეებს დასჯის
7 ივნისიდან ქართულენოვან (1, 2, 3) და რუსულენოვან ფეისბუკ-ანგარიშებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) წევრი 194 ქვეყანა შეთანხმდა დაიწყონ იმ მოქალაქეების დაპატიმრება და დევნა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ფრინველის გრიპის ვაქცინებს. ზოგიერთ პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ჯანმოს მიღებული შესწორებები აუქმებს ქვეყნების ეროვნულ სუვერენიტეტს და WHO -ს ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს, მიიღოს კანონები დასავლურ ქვეყნებში. პოსტის ავტორები...
მსოფლიო-ეკონომიკური-ფორუმთან-დაკავშირებით-კონსპირაცია-ვრცელდება
25-27 აპრილს, ფეისბუქზე ქართულ და რუსულენოვანმა ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, “გლობალური ელიტა გეგმავს კაცობრიობის იძულებას ჭამონ საკუთარი განავალი და სვან საკუთარი შარდი”. პოსტის ავტორების მტკიცებით, აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ინსაიდერმა და აღნიშნული გადაწყვეტილება WEF-ის ცნობით, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიზნით მიიღეს. პოსტებში ასევე აღნიშნულია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იაპონელ...
ფრინველის-გრიპის-კვლევის-შესახებ-დეზინფორმაცია-ვრცელდება
2024 წლის 7 აპრილს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა კონსპირაციული გამოცემის “ხალხის ხმა” (People’s Voice) სტატიის სქრინშოთი. პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) მთავრობებს მოუწოდებს გამოაცხადონ საგანგაშო მდგომარეობა ფრინველის გრიპის საშიშროების გამო. კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის და ჩინეთის მთავრობები მუშაობენ ფრინველის გრიპის ვირუსზე, რომლის მიზანი ლეტალობის გაძლიერება და საარჩევნო პერიოდში ახალი...
რომის პაპის
5 აპრილს ფეისბუქის მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ და ანონიმურმა ანგარიშმა ბოლო ჟამის ქრისტიანები გაავრცელეს რომის პაპ ფრანცისკეს ციტატა, თითქოს ის ამბობს, რომ ,,ღმერთს ანტივაქსერები სძულს” და მათ დასჯის. ,,ბოლო ჟამის ქრისტინები” წერს, რომ პაპი ,,ლუციფერის მთავარი ქურუმია” და მომდევნო პანდემიისას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ,,აუცრელების სასტიკ დევნას დაიწყებს”. გავრცელებულ პოსტებს კომენტარსა და პოსტის აღწერაში დართული აქვს წყაროს...
ვინ-მანიპულირებს-ისტორიკოსი-ჰარარის-ინტერვიუებით-თითქოს-მან-ვაქცინაცია-ადამიანების-მართვას-დაუკავშირა
25 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა “მაია თვალთვაძე” და ანონიმურმა ანგარიშებმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” და “ნამდვილი მეგობარი” გაავრცელეს ვიდეოები, რომელშიც ისრაელელი პროფესორი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი ნოა ჰარარი საუბრობს კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხელოვნურ ინტელექტსა და მოსახლეობის საყოველთაო მონიტორინგზე. პოსტების ავტორების მტკიცებით, ამ ვიდეოებში ჰარარი პირდაპირ ამბობს, რომ პანდემიისა და ვაქცინების მეშვეობით ადამიანების სხეულში შეიყვანეს ბიო-სენსორები, რომლის მეშვეობითაც...
შექმნეს-თუ-არა-იაპონელმა-მეცნიერებმა-განავლისგან-დამზადებული-ხორცი
5-22 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა “მაია თვალთვაძე”, პროფილმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” და რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2, 3) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც იაპონელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ადამიანის განავლისგან ხორცის დამზადების ტექნოლოგია. თვალთვაძემ პოსტთან ერთად ატვირთა რუსულენოვანი ვიდეოც, სადაც ამ პროცესის დეტალებზეა საუბარი. ინფორმაცია, თითქოს იაპონელმა მეცნიერებმა ადამიანის განავლისგან ხელოვნური ხორცის დამზადება შეძლეს, მტკიცებულების გარეშეა და ამასთან დაკავშირებით სარწმუნო...
არის-თუ-არა-კავშირში-სოლარული-გეოინჟინერია-და-ე.წ.-ქიმტრეილები
2024 წლის 15 მარტს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა გამოცემა “გარდიანის” (The Guardian) სტატიის სქრინშოთი, რომელშიც საუბარია “მზის ჩაბნელების” გეოინჟინერიის კვლევით პროგრამაზე. ავტორი პოსტის აღწერაში საუბრობს გეოინჟინერიისთვის განკუთვნილ ე.წ. ქიმტრეილებზე, რომლითაც, მისი თქმით, წამლავენ მოსახლეობას და გამოწვეულ დაავადებებს ვირუსებს აბრალებენ.  გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს სოლარული გეოინჟინერიით და მისთვის განკუთვნილი ქემტრეილებით ხალხს წამლავენ, კონსპირაციული თეორიაა. ე.წ....
სინამდვილეში-რა-არის-და-რისთვის-გამოიყენება-ცხვირის-სპრეი-ვაქცინა
8 დეკემბერს ფეისბუქზე, სავარაუდოდ, ირლანდიის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვების ცხვირის სპრეი ვაქცინით (Nasal spray vaccine) აცრის ვიდეო გავრცელდა. პოსტის ავტორის მტკიცებით, ახალი ვაქცინა გამოიგონეს და ირლანდიის სკოლებში ბავშვებს ცხვირიდან ცრიან. პოსტში მითითებაა, რომ ცხვირის სპრეი ვაქცინა მესენჯერულ რიბონუკლეინის მჟავასა და სენსორული გრაფენის ოქსიდს შეიცავს, რაც ადამიანის გენს ცვლის. ფეისბუქ ანგარიშის მტკიცებით, CRISPR CAS9 ტექნიკით ორგანიზმში შეჰყავთ...
ვიდეომანიპულაცია,-თითქოს-ჰავაიზე-ენერგეტიკული-იარაღის-გამოყენებით-მხოლოდ-შენობები-დაიწვა
18 აგვისტოს ფეისბუქზე ჰავაის კუნძულ მაუიზე გაჩენილი ხანძრის კადრები გავრცელდა. პოსტის ავტორის მტკიცებით, კუნძულზე მხოლოდ სახლები, შენობები და მანქანები დაიწვა, მაგრამ გადარჩა ხეები, რაც იმას ნიშნავს, რომ ცეცხლის გასაჩენად  მიზნობრივი ენერგეტიკული იარაღი – Direct Energy Weapon არის გამოყენებული. შესაბამისად, პოსტის თანახმად, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა ჰავაის მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლის მიზანსაც ადამიანების “გლობალურ დათბობაში” დარწმუნება...
ბოლო-ჟამის-ქრისტიანები-შროშანის-ყვავილის-სიმბოლოზე-კონსპირაციულ-თეორიას-ავრცელებს
27-28 ივნისს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა ბოლო ჟამის ქრისტიანები (1, 2) ყვავილზე, სახელად FLEUR-DE-LIS-ზე პოსტები გამოაქვეყნა. პოსტის ავტორის თქმით, ეს “ეშმაკის ყვავილია”, რომლის სიმბოლოც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე და ტრამპებისა და მაკრონების სახელმწიფო ვახშამზე იყო გამოყენებული. მტკიცება, თითქოს Fleur-de-lis, იგივე შროშანის ყვავილი “ეშმაკის ყვავილია” ან ეშმაკთან რამით არის დაკავშირებული, შეთქმულების თეორიაა. რეალურად, შროშანის ყვავილი კათოლიკურ ეკლესიაში ქალწული მარიამის...
კონსპირაცია
აპრილის ბოლოს კანადაში ტყის ხანძრები გააქტიურდა. ივნისის დასაწყისში რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის კვებეკში გაჩენილმა ძლიერმა ხანძრებმა კი აშშ-ის რამდენიმე ქალაქის, განსაკუთრებით კი ნიუ-იორკის ინტენსიური დაკვამლიანება გამოიწვია. ამის ფონზე ქართულ და რუსულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშები აქვეყნებენ პოსტებს, რომელთა ძირითადი გზავნილებია: ხანძრები განზრახ გააჩინეს, რადგან მოსახლეობამ სოფლები დატოვოს და 15-წუთიან ქალაქებში დასახლდნენ; ვიდეო ადასტურებს, როგორ უშვებს თვითმფრინავი ტყეში ცეცხლის ნაკადს (1, 2, 3, 4);...
კონსპირაცია
2023 წლის 20 მაისს ანონიმურმა ფეისბუკ-ანგარიშმა – „ბოლო ჟამის ქრისტიანები,” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ე.წ. „ჰორუსის თვალს“ ბოროტ ძალებთან და სატანიზმთან აკავშირებს. აღწერის მიხედვით, ამ სიმბოლოს იმიტაციას საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთი სახე მიმართავს და ამის საილუსტრაციოდ პოსტს ვიდეო-კოლაჟი ერთვის. წარმოდგენილ ტექსტში გვხვდება ამონარიდები ფსალმუნიდან და სოლომონის იგავებიდან, რომელთა საშუალებითაც ავტორი ავითარებს მოსაზრებას, რომ ქრისტიანული რელიგია ეწინააღმდეგება და...
კონსპირაცია-QR-კოდი
2023 წლის 17 მაისს Facebook ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” QR კოდების პოტენციური საფრთხის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეო ამტკიცებს, რომ QR კოდში კვადრატების რაოდენობა სატანისტურ რიცხვ 666-თანაა დაკავშირებული. ვიდეოში ასევე  წარმოდგენილია ნაწყვეტები ორი რუსულენოვანი გადაცემიდან (1,2), სადაც პირველი ბელარუსის ქალაქ ვიტებსკში სატრანსპორტო სისტემის ინოვაციას ეხება, მეორე კი რუსეთის გადაწყვეტილებას, შექმნას QR კოდების მქონე ონლაინ ID ბარათები....
შეცდომაში-შემყვანი
13 მაისს ფეისბუკზე გავრცელდა ვიდეო აღწერით: “თქვენი iPhone-ის ინფრაწითელი კამერა სურათს გიღებს ყოველ 5 წამში ერთხელ.“ ვიდეოში ერთ-ერთ პირს ხელში აიფონი უჭირავს, რომელიც საწყის მენიუს აჩვენებს.  ვიდეოს ავტორი ყვება, რომ მაშინ როდესაც აიფონს არ ვეხებით და მხოლოდ ძირითად მენიუს ვუყურებთ, ინფრაწითელი კამერა ყოველ 5 წამში ერთხელ ფოტოს გვიღებს. ავტორი სიტუაციას ციფრული კამერით აფიქსირებს. გავრცელებული ვიდეო...
Mark Rademaker
  მარიკა ბაღანაშვილი მარიკა ბაღანაშვილი – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრია. ის ELSA Tbilisi-ის გუნდთან ერთად 3 წლის მანძილზე მუშაობდა. Მონაწილეობდა რამდენიმე საერთაშორისო პროექტში, მათ შორის: ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში. მარიკა Helping Hand-ის მხარდაჭერით, covid 19-ის პანდემიის საპასუხოდ მოხალისე იყო. აინტერესებს ქალთა მდგომარეობა, start up-ები, მედია დეზინფორმაცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები. მომზადებული მასალები: აუკრძალა...
ვიდეომანიპულაცია
9 მაისს ფეისბუკ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის მიხედვითაც პანდემიის პერიოდში დაბადებულ ბავშვებში ხშირად აღინიშნება გენეტიკური ანომალიები, რაც იმის ბრალია, რომ მათი მშობლები კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ. ვიდეოს თან ახლავს პოსტის ავტორის შემდეგი აღწერა: “აცრილთა ნაშიერნი უკვე ავლენენ გენური მუტაციის ნიშნებს, (საუბარია მშობლების აცრის შემდეგ ჩასახულ ბავშვებზე). იხილეთ ვიდეოში მოყვანილი რამოდენიმე ანომალიის შემთხვევები”. ...
დეზინფორმაცია
19 აპრილს რუსეთის მეხუთე არხის ახალი ამბების გადაცემაში გაჟღერდა მტკიცება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ჯანმრთელობისთვის საშიშია. მეხუთე არხის ჟურნალისტის თქმით, ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ორი ყველაზე პოპულარული ამერიკული ვაქცინის მოდერნასა და ფაიზერის გამოყენება აკრძალა და ამ გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები ჯერ არ დაუსახელებია.   20 აპრილს ინფორმაცია ფაიზერისა და მოდერნას აკრძალვის...
ყალბი-რეალური (2)
14 მარტს ფეისბუქ-ანგარიშმა ბოლო ჟამის ქრისტიანები BBC-ის ლოგოს მქონე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც დატანილ ტექსტში აღნიშნულია, რომ ბოლო 50 წელში დაფიქსირებული ჭარბი სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მიზეზი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაა. პოსტში საუბარია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში 63 000 ჭარბი სიკვდილიანობა აღრიცხეს, ხოლო ამ ფაქტის ვაქცინებთან კავშირი BBC-მ შემთხვევით აღიარა. მტკიცება, თითქოს BBC-მ...
კონსპირაცია
2023 წლის 2-7 მარტს ფეისბუქის რამდენიმე მომხმარებელი ავრცელებდა ინფორმაციას ე.წ. “ქიმტრეილების” შესახებ. მათი თქმით, ესპანურ ტელეგადაცემაში ამტკიცებდნენ “ქიმიური ბილიკების” არსებობის შესახებ, რომელიც რეალურად ხელოვნურად წარმოქმნილი ღრუბლებია და კლიმატის ცვლილების საფარქვეშ გეოინჟინერიის გამოყენებას ადასტურებს.  ვიდეოში ტელეწამყვანი ესპანეთში, ბალეარის კუნძულებზე, წვიმის შესაჩერებლად არსებულ სავარაუდო ფუმიგაციებს აჩვენებს და აცხადებს, რომ ისინი კლიმატის ინჟინერიის არსებობის დადასტურებაა. ტელეწამყვანის თქმით, სწორედ...
კონსპირაცია
18-20 თებერვალს ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” “15 წუთიანი ქალაქების” პროექტის შესახებ სამი პოსტი გამოაქვეყნა (1,2,3). პოსტების მიხედვით, აღნიშნული პროექტი ქალაქის სექციებად დაყოფას გულისხმობს, რომლებშიც ყველა ის დაწესებულება, რაც ადამიანს სჭირდება 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზე იქნება ხელმისაწვდომი. პირველ ეტაპზე მოსახლეობას სექციებს შორის მიმოსვლა შეეზღუდება, პროცესი ციფრული კამერებით გაკონტროლდება და წესის დამრღვევებს სოლიდური ჯარიმები...
მანიპულაცია
13 თებერვალს ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” ავსტრალიის “ჭკვიანი ქალაქების” დღის წესრიგის შესახებ ინგლისურენოვანი ჩამონათვალი მის ქართულ თარგმანთან ერთად გაავრცელა. ტექსტის მიხედვით, “ჭკვიანი ქალაქები” ისეთ შეზღუდვებს გულისხმობს, როგორებიცაა ნებართვის გარეშე მგზავრობის 20 წუთიანი ლიმიტი, რეალურ დროში მონაცემთა მონიტორინგი, მდინარის პირას დაბანაკებისა და შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გასეირნების აკრძალვა. ასევე, პოსტის მიხედვით, მოქალაქეები ვეღარ აირჩევენ რომელ ექიმთან...
ყალბი-რეალური
სოციალურ ქსელში რამდენიმე  მომხმარებელმა, მათ შორის “ბოლო ჟამის ქრისტიანები” და Nina Marji, გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც უცნაური ფორმისა და შეფერილობის ღრუბელი ჩანს.  აღწერის მიხედვით, ეს ღრუბელი თურქეთის ქალაქ ბურსას ცაზე  თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრამდე რამდენიმე დღით ადრე გამოჩნდა და მიწისძვრებთან კავშირშია, რადგან  ხელოვნური ტექნოლოგიითაა შექმნილი.   მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიდეოში ასახული ღრუბელი ხელოვნური...
ჰოლივუდი
1 თებერვლიდან ქართული და რუსულენოვანი ანონიმური ანგარიშები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები გაფიცვით იმუქრებიან მანამ, სანამ ყველა ადამიანი არ აიცრება. პოსტების მიხედვით, ცნობილი ადამიანების ჯგუფი ჰოლივუდს “მთელი თანამედროვე ამერიკული კულტურის საფუძველს” უწოდებს, ხოლო ჯგუფის წარმომადგენელი ამბობს, რომ ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ ძალაუფლება მათ ეკუთვნით და აუდიტორიაც მათ ემორჩილება და არა პირიქით. დამატებით, ქართულენოვან პოსტში ვაქცინაციასთან...
დეზინფორმაცია
12-15 ნოემბერს ფეისბუქზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ბავშვების სიკვდილს იწვევს. “ემი” ჯგუფის გვერდი და ანტივაქსერული ფეისბუქ ანგარიში ბოლო ჟამის ქრისტიანები გამოცემა Expose-ზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ ევროპაში  ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბავშვებში 552%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც EMA-მ პირველად დაამტკიცა ფაიზერის ვაქცინის გამოყენება  ბავშვებისთვის. რამდენიმე ფეისბუქ მომხმარებელი (1,2,3) კი ამტკიცებდა, რომ 4 წლის ბრაზილიელი ბავშვი,...
დეზინფორმაცია
2022 წლის 8 ნოემბერს Facebook მომხმარებლებმა (1, 2, 3)  გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ნოემბერში ეგვიპტეში გამართულ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP27) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნახშირბადზე ყოველწლიური ლიმიტის დაწესების შესახებ იმსჯელეს. პოსტების თანახმად, ახალი პოლიტიკის მიზანი მოსახლეობის კონტროლია. ავტორები ამტკიცებენ, რომ ნახშირბადის დაწესებული ლიმიტის მიღწევის შემდეგ, ენერგიის მოხმარება გაძვირდება და ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდება, რის შემდეგაც უმრავლესობა...
ბოლო-ჟამი-მითები
2 ნოემბერს ფეისბუკ ანგარიშებმა ბოლო ჟამის ქრისტიანები, თეა თევდორე წივწივაძე ჟურნალისტისა და პოლიტიკური მიმომხილველის,  დიმიტრი ავალიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელეს. პოსტის ავტორები ჟურნალისტის გარდაცვალებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უკავშირებენ და  იმ პოსტების ფოტოებს აქვეყნებენ, რომლებშიც ავალიანი ვაქცინაციის შესახებ წერს.  მტკიცება, რომ დიმიტრი ავალიანის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გახდა, ყალბია. დიმიტრი ავალიანს 2022 წლის მაისში სიმსივნის...
ვიდეომანიპულაცია
2022 წლის 18 ოქტომბერს, ქართულენოვანმა Facebook მომხმარებელმა ვაქცინაციის შესახებ ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა – “გლობალური სამედიცინო ექსპერიმენტის, “კოვიდციდი”-ს შედეგი.” გავრცელებული ვიდეო ბევრი კადრისგან შემდგარ კოლაჟს წარამოდგენს, სადაც ნაჩვენებია, როგორ კარგავენ გონებას მოქალაქეები ან ემართებათ კრუნჩხვითი შეტევები. გავრცელებული ვიდეო COVID-19 ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად. ვიდეოში მოცემულ კადრებს არა თუ COVID-19 პანდემიასთან კავშირი არ აქვთ,...
ვიდეომანიპულაცია (2)
2022 წლის 2 ოქტომბერს ფეისბუკ პროფილმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები”  კომპანია ჰუავეის ვიდეო  შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “კომპანია HUAWEI-ს 6G (მეექვსე თაობის) ვიდეო რგოლი გვამცნობს, რომ ადამიანების დაერთება ხელოვნურ ინტელექტზე მოხდება 2030 წლისთვის 6G-ქსელის და (თქვენ იცით რისიც) საშუალებით.” ჰუავეის რეკლამაში 6G ტექნოლოგიის შესახებაა საუბარი. მტკიცება, თითქოს 2030 წლისთვის 6G-ის საშუალებით ადამიანების ხელოვნურ ინტელექტზე დაერთება მოხდება, მანიპულაციურია....
კონსპირაცია
4 ოქტომბერს ფეისბუქ-ანგარიშმა მზის შვილი რამდენიმე ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა, მათ შორის ერთ-ერთი პარიზის მოდის კვირეულზე Balenciaga-ს ჩვენების კადრია. პოსტის ავტორი წერს, რომ ბრენდის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა დემნა გვასალიამ ვაქცინის შემადგენლობაში მყოფი “იქსიდო გრაფენების” დემონსტრირება მოახდინა. Balenciaga-ს ჩვენებიდან ფოტოს გარდა, პოსტს გრაფენის ოქსიდის საილუსტრაციოდ შავი ფერის ნივთიერებების მოძრაობის ვიდეოები ახლავს თან. მტკიცება, თითქოს დემნა გვასალიამ ბალენსიაგას...
“აშკენაცი-ხაზარი-კაბალისტი”-ებრაელების-მასობრივი-ემიგრაცია-უკრაინაში-თუ-ყოველწლიური-ტრადიცია---რას-ასახავს-ვიდეო
25-28 სექტემბერს ქართულენოვანი ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2,3) უკრაინაში ჩასული ებრაელების ამსახველი ვიდეოები გაავრცელეს. ანგარიშის ბოლო ჟამის ქრისტიანები აღწერის მიხედვით, უკრაინა უკრაინელებისგან დაცალეს და “აშკენაცმა ხაზარმა კაბალისტმა იუდეველებმა” უკრაინაში ემიგრირება მასიურად დაიწყეს, რათა 2030-2050 წლებამდე “ზეციური იერუსალიმი” ააშენონ. ანგარიში Giorgi Abashidze-ს მტკიცებით, ვიდეოთი მტკიცდება, რომ ებრაელებმა უკრაინელებსა და რუსებს ერთმანეთი გააწყვეტინეს, რათა უკრაინის ტერიტორია მასობრივად დაეკავებინათ, ხოლო...
დეზინფორმაცია
4 ივლისს ფეისბუკ-გვერდმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმად ნიდერლანდების მთავრობამ აზოტის ოქსიდის შემცირების საბაბით ქვეყანაში პირუტყვის რაოდენობის 70-95%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და ფერმერებს პირუტყვის დახოცვის ან სხვა ქვეყანაში გადაყვანის ულტიმატუმი წაუყენა. პოსტს თან ახლავს “ევრონიუსის” ინგლისურენოვანი სიუჟეტი, რომელიც ნიდერლანდებში აზოტის ემისიის შემცირების მიზნით მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება. მტკიცება, თითქოს ნიდერლანდების მთავრობამ ქვეყანაში...
კონსპირაცია
19 ივლისს ფეისბუქ ანგარიშმა ბოლო ჟამის ქრისტიანები გამოაქვეყნა ვიდეო ადოლფ ჰიტლერის ებრაული წარმოშობის შესახებ. პოსტის აღწერაში ნათქვამია, რომ ჰიტლერი წარმოშობით აშკენაზი ხაზარი ებრაელი და სალომონ როტშილდის შვილიშვილი იყო, რა მიზეზითაც მას ხაზარი იუდეველების ელიტა, კერძოდ: როტშილდი, შიფი, ვარბურგი და მორგანი აფინანსებდნენ. დამატებით, ვიდეოში აღნიშნულია, რომ ავსტრიის კანცლერის, ენგელბერტ დოლფუსის მკვლელობა ჰიტლერმა შეუკვეთა, რადგან ეს უკანასკნელი...
დეზინფორმაცია
11 ივლისს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” იაპონიის ყოფილი პრემიერის შინძო აბეს შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, 8 ივლისს მოკლული აბე WEF-ის (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი) ბრძანებებს არ ემოჩილებოდა, 1.6 მილიონი დოზა ვაქცინა უკან გააგზავნა და მოქალაქეებს ივერმექტინით მკურნალობის ნება დართო. პოსტს თან ერთვის ფოტო, რომელზეც  იგივე წარწერები ინგლისურ ენაზეა დატანილი.  მტკიცება იმის შესახებ, რომ აბე...
კონსპირაცია
29 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა თიკო თურმანიძემ რომის პაპის ფრანცისკე II-ს შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. აღწერაში ავტორი სამების მგალობელთა გუნდის მიერ პაპისთვის გალობას აკრიტიკებს და წერს, რომ მართლმადიდებლებმა გალობით “ქრისტიანი ბავშვების სისხლის მსმელები” დაატკბეს. პოსტს თან რამდენიმე ფოტო ერთვის. ზოგიერთ ფოტოზე ჩანს, რომ პაპი სხვადასხვა ადამიანს კოცნის, შემდეგ ფოტოებზე პაპი ხელით სამ თითს აჩვენებს. რამდენიმე ფოტოზე კი...
კონსპირაცია
28 ივნისს ფეისბუქ ანგარიშმა ბოლო ჟამის ქრისტიანები რუსი ჟურნალისტის ქსენია სობჩაკის ვიდეო გამოაქვეყნა აღწერით: “ხაზარი ებრაელი ქსენია სობჩაკი თავის ახალგაზრდობის საიდუმლოს გვიმხელს – ესაა ქრისტიანი ბავშვების სისხლის რეგულარულად სმა”.  ვიდეოს მონაკვეთი, რომელშიც ქსენია სობჩაკი ქრისტიანი ბავშვების სისხლის დალევაზე საუბრობს გასართობი შოუდანაა ამოჭრილი. გავრცელებული ვიდეოს სრულ ვერსიაში ჩანს, რომ სობჩაკი მისი მეგობრის – ულიანა ცეიტლინას ასაკზე...
დეზინფორმაცია
2022 წლის 17 აპრილს Facebook ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამერიკელი ანტივაქსერი ექიმი ქერი მადეი საუბრობს ვაქცინაციისა და ძუძუთი კვების შესახებ. ინგლისურენოვან ვიდეოში ლაპარაკია ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, როცა სრულად ვაქცინირებულმა დედამ თავისი რძის შეფერილობაში უცნაურობა შენიშნა, რის გამოც გადაწყვიტა მისი გამოკვლევა. ქერი მადეის თქმით, დიაგნოსტიკურმა დანადგარმა დედის რძეში აღმოაჩინა 80% არაორგანული ნივთიერება და...
დეზინფორმაცია
2022 წლის 29 მარტს ფეისბუქ ანგარიშმა „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ დიდ ბრიტანეთში, კანადასა და ახალ ზელანდიაში სამჯერ ვაქცინირებული ადამიანების უმრავლესობას შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის (შიდსის) ახალი ფორმა უვითარდება. აღწერის მიხედვით, ვაქცინირებულებს არავაქცინირებულებთან შედარებით ვირუსებთან, ბაქტერიებთან, კიბოსთან და სხვა დაავადებებთან საბრძოლველად იმუნური სისტემა 75-80%-ით დაუქვეითდათ. ანგარიში...
cover
2022 წლის თებერვლის ბოლოს ქართველი ანტივაქსერების ყურადღება ახალმა კრიზისმა მიიპყრო და რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ისევ რუსეთისვე  მხარდაჭერილი შეთქმულების თეორიებისა და დეზინფორმაციების გავრცელება დაიწყეს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ფეისბუქ ანგარიშები, ერთი მხრივ, ცდილობენ, რომ  რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში გაამართლონ და ომი უკრაინის ნაციონალისტებისა და გარყვნილებისაგან გასათავისუფლებელ ოპერაციად წარმოაჩინონ, მეორე მხრივ კი, ამტკიცებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ახალი მსოფლიო წესრიგის...
დეზინფორმაცია
2022 წლის 6 თებერვალს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანებმა” ბრიტანული მედიის Itv News-ის ახალი ამბის სქრინშოთი გააზიარა, რომლის მიხედვითაც მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ საწოლის გასწორებისას საბნის ძლიერად აქნევამ შესაძლოა, გულის შეტევა გამოიწვიოს. პოსტში “ბოლო ჟამის ქრისტიანები” მეცნიერების ამ დასკვნას ვაქცინაციას უკავშირებს და წერს, რომ ვაქცინირებული ადამიანი შეიძლება ყველაფერმა მოკლას.  Itv News-ის სტატიის სქრინშოთი, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის...
დეზინფორმაცია
2022 წლის 2 თებერვალს Facebook მომხმარებელმა ლაშა მენთეშაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ ისრაელში სისხლის დეფიციტია და ეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამო ხდება. მისი თქმით Pfizer-ის ვაქცინის ფლაკონში ნანოტექნოლოგიაა აღმოჩენილი, რასაც ევროკავშირის წამლების სააგენტოსთან და სხვა უამრავ მეცნიერთან ერთად ინგლისის უახლესი კვლევაც ადასტურებს.  Pfizer-ის ვაქცინაში ნანოტექნოლოგიასთან დაკავშირებით ვიდეო ბოლო ჟამის ქრისტიანებმაც გაავრცელეს. ვიდეოკოლაჟი სხვადასხვა ვიდეოს,...
Untitled-1
7 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” ვიდეოკოლაჟი გამოაქვეყნა. ვიდეოში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეუძლოდ ხდებიან. ვიდეოს თან ერთვის შემდეგი ტექსტი: “ადამიანი 2.0, Pfizer edition.” გამოქვეყნებული ვიდეო რამდენიმე კადრისაგან შედგება. მთელი ვიდეოს განმავლობაში მარცხენა კუთხეში კომპანია “ფაიზერის” ლოგოა გამოსახული, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კადრებში ასახული მოვლენები Pfizer-ს უკავშირდება. ვიდეოში ან მის აღწერაში კადრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოცემული არ...
Misinformacia_1920x1080დეს
10 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა ლადო ჩხეტიანმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია ვეტერანი ფეხბურთელის, ეროვნული კატეგორიის არბიტრის, კობა სადილიანის გარდაცვალების შესახებ. ჩხეტიანი მის გარდაცვალებას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას უკავშირებს. მტკიცება, რომ ვეტერანი ფეხბურთელის გარდაცვალებას ვაქცინაციასთან რაიმე კავშირი აქვს, მცდარია. ოფიციალური ინფორმაციით, კობა სადილიანის გარდაცვალება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ უკავშირდება. ლადო ჩხეტიანის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში მოყვანილია ქუთაისის “ტორპედოს” ფეისბუქ გვერდის მიერ...
დეზინფორმაცია_2
4 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ბიზნესმენი ირაკლი ჭკადუა, რომელიც სამჯერ იყო აცრილი, გარდაიცვალა. ““ვაქცინა” ძალიან ეფექტურია” – ნათქვამია პოსტში. ირაკლი ჭკადუას ფოტოები ატვირთულია ალბომში სახელწოდებით “მხეცის ინექციის მსხვერპლნი”. მტკიცება, რომ ირაკლი ჭკადუას გარდაცვალება ვაქცინაციას უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება. “მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს,...
დეზინფორმაცია
3 დეკემბერს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” ვიდეო თამაშ Omikron-ის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ტექსტის მიხედვით, 1999 წლის თამაში Omikron-ი Microsoft-ის დამფუძნებელს ბილ გეიტსს ეკუთვნის და მასში დემონები ადამიანებად ინიღბებიან და ადამიანების სულებს აგროვებენ. პოსტს თან ერთვის თამაშის 15 წამიანი ვიდეო ფრაგმენტი. მტკიცება იმის შესახებ, რომ თამაში Omikron-ი ბილ გეიტსს ეკუთვნის, ყალბია. თამაში ფრანგულმა კომპანიამ შექმნა და კოვიდ-19-ის პანდემიასთან საერთო...
აბსურდული-მითი1
2021 წელს “მითების დეტექტორმა” არაერთი აბსურდული მითი გადაამოწმა. გთავაზობთ 10 ყველაზე დაუჯერებელ დეზინფორმაციას, რომელიც 2021 წელს გამოვავლინეთ. უოლტ დისნეის სხეული გაყინულია და მას გააცოცხლებენ წყარო: npg.ge ვებ-გცერდზე npg.ge Daily News Reported-ზე დაყრდნობით გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ უოლტ დისნეის გარდაცვალების შემდეგ მისი სხეული იმის იმედით გაყინეს, რომ როდესაც მისი ავადმყოფობის განკურნების გზას აღმოაჩენდნენ, მას გააცოცხლებდნენ. სტატიის მიხედვით, დისნეი...
კონსპირაცია_1
18 დეკემბერს ფეისბუქ ანგარიშმა სულიერი სამყარო 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალის ვიდეო გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, ვიდეო “პროგნოზირებად პროგრამირებას” ასახავს, “ოლიმპიადა თავისუფალი მასონების პროდუქტია”  და ვიდეოში გრაფენის ოქსიდიც გვხვდება. კადრებში რამდენიმე სიმბოლო კორონავირუსს, ვაქცინაციასა და გრაფენის ოქსიდსაა შედარებული. მტკიცება იმის შესახებ, რომ 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიადის გახსნაზე კორონავირუსის პანდემია და ვაქცინაცია იწინასწარმეტყველეს, შეთქმულების თეორიაა. რეალურად, ვიდეოში...
კონსპირაცია
სოციალურ ქსელში ქართველი მომხმარებლები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 10-11 დეკემბერს აშშ-ში, კენტუკის შტატში მომხდარი ტორნადო ხელოვნურად იყო გამოწვეული.  12 დეკემბერს ფეისბუქ ანგარიშის “ბოლო ჟამის ქრისტიანები” მიერ გაქმოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ ტორნადო “ნასას ამინდის ბომბის” ამოქმედებას უკავშირდება, ამასთანავე,  ტორნადოს სეზონი არ იყო და ეს ტორნადო მაინც დამანგრეველი გამოდგა, ამიტომ ის ხელოვნურს ჰგავდა. ფეისბუქ მომხმარებელმა მალხაზ ხაბაზმა თავის პოსტში აღნიშნა,...
მანიპულაცია_1
8 დეკემბერს ფეისბუკ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ავსტრალიაში აუცრელ მოქალაქეებს სიცოცხლის გადამრჩენ ქირურგიულ ოპერაციებს აღარ ჩაუტარებენ. პოსტს თან ახლავს 7News-ის სიუჟეტი, სადაც ჟურნალისტი ამბობს, რომ ქუინსლენდის მთავრობამ ტრანსპლანტაციის მსურველი პაციენტებისთვის ორჯერადი აცრის საჭიროება დაადასტურა. პოსტი მანიპულაციურია. რეალურად, ავსტრალიაში შეზღუდვა არ შეეხებათ პაციენტებს, რომლებსაც გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებათ. საუბარია პაციენტებზე, რომლებიც გულის, ფილტვისა და...
დეზინფორმაცია_17
2021 წლის 30 ნოემბერს ფეისბუქ  ანგარიშებმა ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები და ბოლო ჟამის ქრისტიანები იდენტური პოსტები გამოაქვეყნეს, რომელთა მიხედვითაც, კორონავირუსის ახალი სამხრეთ აფრიკული შტამის “ომიკრონის” სიმპტომები კორონავირუსის ვაქცინისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების სიმპტომებს ემთხვევა და ახალი შტამი, რეალურად არა ვირუსის ვარიაცია, არამედ აცრების შემდგომი გართულებების ერთობლიობაა. “ომიკრონ” შტამის შესახებ მსგავსი შინაარსის პოსტები პირველ დეკემბერს ანტივაქსერმა ფეისბუქ მომხმარებლებმა შორე შანიძემ და ნინა მარჯიმაც გააზიარეს. აღნიშნულ პოსტებში...
დეზინფორმაცია_9
6 დეკემბერს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ერთ-ერთი გამომგონებლის, კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებლის უღურ შაჰინის ვიდეო გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, დოქტორი შაჰინი უსაფრთხოების მიზეზების გამო ვაქცინის მიღებაზე უარს ამბობს. მტკიცება იმის შესახებ, რომ დოქტორი უღურ შაჰინი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მიღებაზე უარს “უსაფრთხოებსი მიზეზების” გამო ამბობს, მცდარია. რეალურად, მეცნიერი სრულად ვაქცინირებულია, ხოლო ვიდეო 2020 წლის 22 დეკემბრის ინტერვიუს ნაწილია,...
ვიდეომანიპულაცია_3
4 დეკემბერს ფეისბუქ ანგარიშმა “მის კონგენიალურობა” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საფრანგეთში პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ ქმედებებზე უარი განაცხადა და ხალხის მხარეს გადავიდა. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამართალდამცველები ბორკილებს მიწაზე ყრიან. 5 დეკემბერს ანალოგიური ვიდეო გაავრცელა ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები”. პოსტში ნათქვამია, რომ პოლიცია მარკონი და ომიკრონ ვარიანტის წინააღმდეგ გამოვიდა. 6 დეკემბერის მდგომარეობით “მის კონგენიალურობის”...
ნაწილობრივ-მცდარი
2021 წლის 25 ნოემბერს, Facebook ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ იწვის ერთ-ერთი შენობა. პოსტის აღწერის მიხედვით, სოლომონის კუნძულებზე მოსახლეობამ დაწესებულ ლოკდაუნზე პროტესტის ნიშნად სამთავრობო შენობებს ცეცხლი წაუკიდა. 2 დეკემბრის მდგომარეობით, პოსტს 700ზე მეტი მოწონება და 1000ზე მეტი გაზიარება აქვს. მტკიცება, თითქოს სოლომონის კუნძულებზე მოსახლეობამ დაწესებული ლოკდაუნის გამო მთავრობის შენობას ცეცხლი წაუკიდა,...
2
24 ნოემბერს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” ვიდეო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: “ვაქცინირებული კათოლიკე მღვდელი პირდაპირი ტრანსლაციისას მოკვდა.” ვიდეოში ჩანს სასულიერო პირი, რომელიც ქადაგების დროს წონასწორობას კარგავს და რამდენიმე ადამიანი მის დასახმარებლად მირბის. გავრცელებული ვიდეოს აღწერა ყალბია. რეალურად, 2021 წლის 4 სექტემბერს სასულიერო პირი ქადაგებისას შეუძლოდ გახდა, თუმცა არ მომკვდარა და საკუთარი მდგომარეობა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის არ დაუკავშირებია....
ვიდეომანიპულაცია
21 ნოემბერს Facebook მომხმარებელმა ლილუ ლილუ-მ გამოაქვეყნა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც მისი მტკიცებით, COVID-19-ის ვაქცინის მიღების შემდეგ განვითარებული სავარაუდო გართულებებია ნაჩვენები. ვიდეოში ძირითადად გულის წასვლისა და დაცემის, ასევე კრუნჩხვების ამსახველი კადრებია მოცემული. ზოგიერთ ფრაგმენტში ისმის ადამიანთა ხმები, რომლებიც ამბობენ, რომ მათი ჯანმრთელობა ვაქცინის მიღების შემდეგ გაუარესდა, თუმცა აღნიშნული არაა, კონკრეტულად რომელი ვაქცინა მიიღო თითოეულმა მათგანმა. იდენტური ვიდეო 26 ნოემბერს...
ყალბი-რეალური
25 ნოემბერს ფეისბუკ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნაქვამია, რომ  სლოვენიაში პოლიტიკოსები და სხვა მაღალი რანგის პირები მ-რნმ ვაქცინის ნაცვლად ფიზიოლოგიური ხსნარით იცრებიან. პოსტის თანახმად, ამის შესახებ ინფორმაცია ლუბლიანას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მთავარმა ექთანმა გაავრცელა, რომელიც ფრაიზერის ვაქცინის ფლაკონების მიღება-განაწილებაზეა პასუხისმგებელი და ყველაფერს მართავს. იდენტური ინფორმაცია  25 ნოემბერს საინფორმაციო სააგენტო tvmg-ის ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა. მასალაში აღნიშნულია,...
d
9 ნოემბერს ფეიბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” კბილის ჯაგრისზე დატანილი კბილის პასტის ფოტო, შემდეგ ციტატასთან ერთად გამოაქვეყნა: “ფაქტობრივად, ფტორი უფრო მეტი ადამიანების სიმსივნით  გარდაცვალებას იწვევს და იწვევს უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა ქიმიური ნივთიერება” – დოქტორი დინ ბერკი (34 წელი კიბოს ეროვნულ ინსტიტუტში).  გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ფტორი სიმსივნეს იწვევს, სიმართლეს არ შეესაბამება. სამედიცინო მკვლევარი დინ ბერკი ეწინააღმდეგებოდა...
დეზინფორმაცია_19
9 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” დიპლომატის, პუბლიცისტის და მწერლის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელიც გაერთიანებული იყო ალბომში სახელწოდებით “მხეცის ინექციის მსხვერპლნი”. 10 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა გვანცა ერემაძემ კი გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ გელა ჩარკვიანი 26 მარტს აიცრა და 9 ნოემბერს გარდაიცვალა. ის გელა ჩარკვიანის გარდაცვალებას ვაქცინას უკავშირებს.   მტკიცება, რომ გელა ჩარკვიანის...
დეზინფორმაცია_31
13 ოქტომბერს ფეისბუქ-პროფილებმა ლილუ ლილუ და Karlito Jitsuryoku გამოაქვეყნეს პოსტები, რომლებშიც ჯეინ რუბიზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ ავიაკომპანია Delta Air Lines-ის პილოტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ფრენის დროს გარდაიცვალა. 13 ოქტომბერს ფეისბუქ-პროფილმა ბოლო ჟამის ქრისტიანები კიდევ ერთი პილოტის შესახებ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ვერტმფრენის ჩამოვარდა ჩანს. პოსტის აღწერაში აღნიშნულია, რომ ორჯერ აცრილ პილოტს ფრენისას ინსულტი დაემართა და სან...
მტკიცებულებების-გარეშე_12
16 ოქტომბერს ფეისბუკ მომხმარებელმა ბოლო ჟამის ქრისტიანები გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც, გლობალისტ-ლუციფერიანული სექტის აცრილმა წევრმა პირდაპირ ეთერში სიტყვით გამოსვლისას გონება დაკარგა. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც ავსტრიის პარლამენტის წევრი საუბრისას გონებას კარგავს და ეცემა. იდენტური ვიდეო 13 ოქტომბერს ფეისბუკ მომხმარებელმა Catrine Maraneli საკუთარ ანგარიშზეც გაავრცელა. პოსტის ავტორის მტკიცებით, ავსტრიის პარლამენტარმა ინსტაგრამზე ვაქცინაცია დააანანონსა, შემდეგ კი სიტყვით გამოსვლისას გონება დაკარგა. ავსტრიელი პარლამენტარის მიერ...
კონსპირაცია
28 სექტემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა Catrine Maraneli გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც შვედი გარემოსდამცველი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგია გამოსახული. ტუნბერგის სახეზე კუპრის მსგავსი, შავი ფერის სითხე ჩამოედინება, რაც პოსტის ავტორის მტკიცებით, გრაფენის ოქსიდია. ერთი დღით ადრე, 27 სექტემბერს ფეისბუკ ანგარიშის “ბოლო ჟამის ქრისტიანები” მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ გრეტა ტუნბერგი “შავი ბლანტისებრი სითხის” თაყვანისმცემელთა კლუბს შეუერთდა. ვიდეოს მიხედვით, ცნობილი ადამიანები, მათ შორის ლედი გაგა,...
მანიაკები
19 სექტემბერს ფეისბუქ ანგარიშებმა Ti-Nia Dia და “ბოლო ჟამის ქრისტიანები” სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებისა და ექსპერტების ფოტოსურათები გაავრცელეს. ბელგიის, ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის ჯანდაცვის მინისტრების სურათებს Ti-Nia Dia და სხვა ფეისბუქ მომხმარებლებმი შემდეგი აღწერით აზიარებდნენ: “ამათ უნდა ვანდოთ ჩვენი ჯანმრთელობა? არ მინდა გმადლობთ”. დასავლური ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების ფოტოებიდან ორი სურათი ფოტომანიპულაციაა. კანადელი “მინისტრის” ფოტოზე რეალურად არა...
მტკიცებულებების-გარეშე_4
2 სექტემბერს Facebook ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის  თანახმადაც, 49 წლის ნიუ იორკელ ქალს, Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, Pfizer-ის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ, სიცოცხლისათვის საშიში კანის სიდამპლე დაემართა. პოსტს თან ერთვის ფოტო ვებ-გვერდიდან thecovidblog.com, რომელიც “ბოლო ჟამის ქრისტიანებს” წყაროდ მოჰყავს. იდენტური ინფორმაცია 2 სექტემბერს ვებ გვერდზე tvm.ge-ზეც გამოქვეყნდა. ინფორმაცია აცრის შედეგად კანის დაავადების განვითარებაზე მანიპულაციურია. Covid...
მტკიცებულებების-გარეშე_1
7 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებლებმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” და დათო სალუქვაძე იდენტური ვიდეო გამოაქვეყნეს. თანდართული აღწერის მიხედვით, ვიდეოში ნაჩვენები მეცნიერი განმარტავს, თუ რა ხდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანის სისხლში. ვიდეში ტოქსიკოლოგი არმინ კორონკაი სისხლის წითელი უჯრედების ორ ფოტოს აჩვენებს, მისი თქმით, პირველ მათგანი არავაქცინიერებულ ადამიანს ეკუთვნის, მეორე კი – ვაქცინირებულს.  მეორე ფოტოზე სისხლის უჯრედებს განსხვავებული სტრუქტურა აქვთ, კორონკაის მიხედვით,...
dezinphormatsia_27
2 სექტემბერს ფეისბუკ ანგარიშმა ბოლო ჟამის ქრისტიანები გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ეკიპირებული მამაკაცი წყლის გამწმენდ ნაგებობაში მუშაობისას სასმელ წყალში ნივთიერებას სახელწოდებით “Sodium Fluoride” ყრის. პოსტის აღწერის მიხედვით, ნივთიერება, რომელიც სასმელ წყალში ხვდება ტოქსიკურია, მთავრობას კი ადამიანების სიცოცხლე არ ადარდებს და ამ გზით პოპულაციის კონტროლს ცდილობს. Sodium Fluoride ნატრიუმის ფტორიდია, რომელიც აშშ-ში  სასმელ წყალში მასობრივად  1960  წლიდან...
dezinphormatsia_21
31 აგვისტოს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის თანდართული აღწერის თანახმად, ავსტრალიელი გოგონა “ლუციფერის მსახურმა გესტაპო” პოლიციელებმა სამი ექვსიანის წინაშე დააჩოქეს, ვიდეოში ჩანს, რომ იმ ადგილას, სადაც ქალს პოლიცია აკავებს, ფანჯარაზე რამდენიმე ციფრი წერია, მათ შორის სამი ექვსიანიცაა. ინგლისურენოვანი ვიდეო 21 წუთის განმავლობაში გრძლდება. ვიდეო  რამდენიმე ძირითად მტკიცებას შეიცავს: ავსტრალიელი გოგონა “მხეცის ნიშნის”...
videomanipulatsia
2021 წლის 20 აგვისტოს ფეისბუქ ანგარიშმა ბოლო ჟამის ქრისტიანები მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ექიმები გულწასულ ადამიანს ეხმარებიან. ვიდეო მხოლოდ 19 წამს გრძელდება და სავარაუდოდ, საავადმყოფოშია გადაღებული, თუმცა მხოლოდ ვიდეოდან გამომდინარე გადაღების ზუსტი ადგილის, დროის, დაწესებულების, ექიმების ან პაციენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია. ვიდეოში არ ჩანს, რა გახდა კადრში ასახული შემთხვევის მიზეზი და გამომჯობინდა თუ არა პაციენტი სამედიცინო...
Untitled-1
2021 წლის 31 აგვისტოს, Facebook ანგარიშმა „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც პირი ამბობს, რომ არის შონ ბრუკსი, აქვს დოქტორის ხარისხი ოქსფორდიდან, 21 წელია სწავლობს ჯანდაცვას, მედიცინას, ანატომიას და ფიზიოლოგიას და გამოქვეყნებული აქვს ათობით პუბლიკაცია და წიგნი. ის ოჰაიოს სკოლის გამგეობის სხდომაზე კორონავირუსის ახალი ტიპის (mRNA) ვაქცინებზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ:   ყველა ადამიანი, რომელიც ამ...
mtkitsebulebebis-gareshe
25 აგვისტოს ფეისბუქ პროფილმა „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ გაავრცელა პოსტი, რომელსაც თან ახლავს აღწერა „მხეცის ინექციით აღბეჭდილი ქუჩაში დაეცა და კრუნჩხვები აქვს. იტალია“. ფეისბუქ პოსტის მიხედვით, ვიდეოში აღბეჭდილი ადამიანის მდგომარეობა, რომელიც ძირს წევს და სავარაუდოდ კრუნჩხვითი შეტევა აქვს, ვაქცინაციის შედეგია. ამასთანავე, ადამიანი, რომელიც ვიდეოს იღებს, იტალიურ ენაზე ამბობს, რომ ეს ვაქცინის ზეგავლენით ხდება.     პოსტში...
mkvdrebi2
26 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კოვიდის ვაქცინით ცოლ-ქმარი – დოდო გორგოშიძე და ოთარ დავითაშვილი გარდაიცვალნენ. ამავე დღეს მსგავსი შინაარსის პოსტი მომხმარებელმა Tornike Zhizhbaia-მ ჯგუფში “ადამიანთა გამოთაყვანების წინააღმდეგ ბრძოლის ალიანსი” გამოაქვეყნა. 26 აგვისტოს კი “ალტ-ინფოს” მხარდამჭერმა ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ ალბომში, სახელწოდებით “ვაქცინით დაზარალებულები” დოდო გორგოშიძის და ოთარ დავითაშვილის...
platsebo
2021 წლის 26 აგვისტოს, Facebook გვერდმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვყვნა ვიდეო, რომელიც ერთ-ერთი თოქ-შოუს ფრაგმენტს წარმოადგენს და გვიჩვენებს,  თუ როგორ ამბობს დოქტორი ჯეინ რუბი, თითქოს 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მარტამდე კომპანია ფაიზერმა პაციენტების 50% პლაცებოთი აცრა. გვერდი აუდიტორიას აფრთხილებს, რომ ვინც ამ პერიოდში აიცრა და გვერდითი მოვლენები არ ჰქონია, მეტჯერ ვაქცინა აღარ გაიკეთოს. დოქტორი...
Untitled-1_0
15 აგვისტოს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა მინერალური წყალი ბორჯომის რეკლამასთან დაკავშირებული რუსული ვიდეო, სადაც ბორჯომის წყლის ახალი სიმბოლო 666-სთან არის გაიგივებული. ვიდეოს აღწერის მიხედვით,  კადრებში ნაჩვენები სამი ფურცელი დნმ-ის მესამე სპირალს ნიშნავს, მათი დახატვის შემდეგ კი სამი ექვსიანი მიიღება. შესაბამისად, რეკლამა იმის მანიშნებელია, რომ ჩვენს დნმ-ის შეცვლა უნდათ, რასაც ამჟამად “გენეტიკური ინექციებით” აკეთებენ....
dezinphormatsia1
26 ივლისს ფეისბუქ პროფილმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც პირბადეებში გრაფენის ოქსიდის შემცველობაზეა საუბარი. პოსტს 13 აგვისტოსთვის 153 მოწონება, 90 კომენტარი და 135 გაზიარება აქვს. მტკიცება, თითქოს პირბადეები გრაფენის ოქსიდს შეიცავს, მცდარია. რეალურად, არა გრაფენის ოქსიდი, არამედ გრაფენი პირბადეების მხოლოდ მცირე ნაწილის დამზადებაში გამოიყენება.  ამასთანავე არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ პირბადეები გრაფენის შემცველობით...
Untitled-1_0
სოციალურ ქსელში ბოლო დროს აქტიურად ვრცელდებოდა ცალკეული ვიდეოები, რომელთა აღწერის მიხედვითაც, ისინი სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე იძულებით ვაქცინაციას ასახავდა. ვიდეოებზე თანდართული ტექსტები შეიცავდა გარფთხილებებს იმის შესახებ, რომ საქართველოსაც ასეთი იძულებითი ვაქციანცია ელოდება. “მითების დეტექტორმა” ამ ტიპის ვიდეოების ნაწილი უკვე გადაამოწმა. ვიდეოებს ავრცელებდნენ, როგორც ქართული ანტივაქსერული ჯგუფების წარმომადგენლები, ასევე ძალადობრივ ჯგუფ  ალტ-ინფოსთან და ლევან ვასაძის “ერთან” დაკავშირებული...
videomanipulatsia_5
9 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის აღწერის მიხედვითაც, ვიდეოში იძულებითი ვაქცინაციის კადრებია ასახული, აღწერაში ვკითხულობთ, რომ “კოვიდ ფაშისტები მოდიან სასიკვდილო მხეცის ინექციებით” და თუ მოსახლეობა არ გამოიღვიძებს, სახლშიც მიაკითხავენ.   ვიდეო არასწორი აღწერით ვრცელდება და პოსტის ავტორი ვიდეოს კადრებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით იძულებით აცრას ხელოვნურად უკავშირებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ვიდეო...
konspiratsia_0
2021 წლის 2 აგვისტოს ფეისბუკ გვერდმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის თანმხლებ კომენტარში გვერდი ამტკიცებს, რომ მომღერალი ბილი აილიში ლუციფერის მსახურია, რომელმაც მისი კლიპის მეშვეობით “პანდემიამდე” თვეებით ადრე გაამხილა, თუ როგორ აპირებს ადამიანის გარდაქმნას თავის ხატებად და მსგავსებად”. ვიდეო კლიპში, სახელწოდებით “All the good girls go to hell” (ყველა კარგი გოგო ჯოჯოხეთში ხვდება) ფეისბუკ...
1200px-GraphenLayer
26 ივლისს ფეისბუქ პროფილმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს გრაფენის ოქსიდთან აკავშირებდა. ერთ-ერთ პოსტს, აღწერით “ სატანის საკრებულოს საიდუმლო იარაღი კოვიდ აფიორაში – გრაფენის ოქსიდი” თან ერთვის ფოტოები, რომლებიც პოსტის ავტორის მტკიცებით, გრაფენის ოქსიდს “კოვიდ აფიორასთან” აკავშირებს. მეორე პოსტში, აღნიშნულია, რომ პირბადეებსა და ვაქცინებში საშიში ნივთიერება გრაფენის ოქსიდია. ამავე თემასთან...
Misinformacia_1920x1080
24 ივლისს სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კასპის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი ოლია მახარაძე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან მალევე შეუძლოდ გახდა და 5 საათში გარდაიცვალა. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტებში დაკონკრეტებული არ იყო, თუ რომელი ვაქცინა გაიკეთა გარდაცვლილმა ქალმა. ინფორმაცია გამოაქვეყნა ფეისბუქ გვერდმა Welcome to Georgia, ინდივიდუალურმა ფეისბუქ ანგარიშებმა ბოლო ჟამის ქრისტიანები და...
Konspiracia_1920x1080
23 ივნისს 09:55-ზე ფეისბუქ მომხმარებელმა დათო სალუქვაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის აღწერაშიც ნათქვამია, რომ ყოფილი იუდეველი, ძმა ნათანაელი გოდების კედელზე და იქ მიმდინარე სატანისტურ რიტუალზე გვიყვება. ვიდეოში შემდეგი მტკიცებებია მოყვანილი: ამერიკელი პოლიტიკოსების კარიერა გოდების კედელთან ებრაულ რიტუალზეა დამოკიდებული გოდების კედელი სატანისტური რიტუალის ნაწილია ებრაელები ლოცვის დროს თავიანთ ცრუ ღმერთ “შეხინასთან” სექსუალურ აქტს წარმართავენ. ვიდეოს იდენტური აღწერით...
Untitled-1
17 ივნისს ფეისქბუ მომხმარებელმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” ნატოს 2021 წლის სამიტის გახსნის ცერემონიის ვიდეო გამოაქვეყნა. პოსტის ატორი ვიდეოს თანმხლებ კომენტარში სვამს კითხვას –  “ვინმეს სჯერა კიდევ, რომ ეს კლოუნები არიან ქვეყნის ლიდერები?” პოსტს შემდეგი ჰეშთეგები ერთვის: #ხელოვნური ინტელექტი, #ლუციფერი და #მხეცისსისტემა. ფეისბუქ მომხმარებელი ერთ-ერთი კომენტარში განმარტავს, თუ რატომ განათავსა ეს ვიდეო. განმარტების თანახმად, ვიდეოში ჩანს,...
dezinphormatsia_3
1-ლ ივნისს ფეისბუქ მომხმარებლებმა ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები და ბოლო ჟამის ქრისტიანები გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელიც ქართულად არის გახმოვანებული და მასში პირ ჟილბერი ვაქცინაციის შედეგად ადამიანების დაზომბირებაზე საუბრობს, რაც მათი სისხლის განზრახ მოწამვლითა და ინფექციების საწინააღმდეგოდ ვაქცინაციის   პროცესში ტვინში თხევადი კრისტალების მოთავსებით მიიღწევა.  პიერ ჟილბერი  ამბობს იმასაც, რომ ადამიანთა დაზომბირების ეს ტექნელოგია რუანდაში უკვე გამოიყენეს. ვიდეო...
dezinphormatsia_29
25 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა შორე შანიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ფაიზერის ვაქცინით ქობულეთელი რუსო დედოფალიძე გარდაიცვალა. მოგვიანებით მან ეს პოსტი წაშალა და გამოაქვეყნა ლაივი, რომელშიც ამავე თემაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ ფაიზერის ვაქცინის გაკეთებიდან მესამე დღეს ქობულეთელ 29 წლის გოგოს გული გაუჩერდა.   ფაიზერის აცრის შედეგად ქობულეთელი რუსო დედოფალიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა...
dezinphormatsia_19
14 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც, მასში იუდეველების მიერ არაებრაელი ერების სრულად დამონების და მოსპობის გეგმაა მოცემული. პოსტს თან ერთვის “ტაძრის მონეტის” ფოტო, რომელიც, ავტორის მტკიცებით, კაბალისტი იუდაისტების იგივე სატანის სინაგოგის მიერაა გამოცემული და არაბულ სამყაროსთან დადებულ გარიგებას მიეძღვნა. ბოლო ჟამის ქრისტიანები მონეტაზე გამოსახულ სიმბოლოებს შემდეგნაირად განმარტავენ, მახვილი – კაცობრიობის...
dezinphormatsia_14
12 მაისს “ხარისხის არხის” ტელეწამყვანმა, დავით გიორგობიანმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ ალ-აკსას მეჩეთთან შენობა იწვის, რაც აპოკალიფსური ნიშანია. გიორგობიანი წერს, რომ “იუდეველებს უხარიათ საკუთარ ქალაქში დაბომბილი და მუსულმანური მეჩეთის სიახლოვეს აალებული შენობის ხილვა”. პოსტს თან დართული აქვს ვიდეო, რომელზეც ჩანს მეჩეთის სიახლოვეს კვამლი და მოედანზე შეკრებილი ხალხი, რომლებსაც ისრაელის დროშები აქვთ. პოსტში გიორგობიანი სვამს...
dezinphormatsia_11
29 აპრილს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გაავრცელა პოსტი, სათაურით “ღმერთის ქმნილებას ანადგურებს.” პოსტის მიხედვით,  ბილ გეითსის დაფინანსებით ფლორიდაში კომპანია Oxitec-ი 750 მილიონ გენეტიკურად მოდიფიცირებულ მამრობით კოღოს გაუშვებს, ახალი ტიპის მამრობითი კოღოები კი მდედრობით, ადამიანის კბენის უნარის მქონე, კოღოებს გაანადგურებენ, თუმცა ამ პროცესში სავარაუდოდ, ახალი ტიპის ჰიბრიდული კოღო წარმოიშობა. პოსტში ნახსენებია ჟურნალ Nature Scientific Reports-ის...
dezinphormatsia_6
2021 წლის 3 მაისს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” ვიდეოპლატფორმა Rumble-ზე განთავსებული ვიდეოს ბმული გააზიარა. ვიდეო სათაურით:“FEMA-ს (აშშ-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო) ყოფილი თანამშრომელი სელესტ სოლუმი მასობრივ დეპოპულაციაზე, ხელოვნურ ინტელექტზე” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს ეხება. სამწუთიან ვიდეოში ნათქვამია, რომ COVID-19-ის პანდემია სიცოცხლის ახალი ფორმის შექმნის გეგმის ნაწილია, რომლის მიზანი რობოტიკისა და ბიოლოგიის გაერთიანებით ახალი ტიპის...
iskreditatsiis-kampania-es_1
2021 წლის 22 აპრილს ფეისბუქ ანგარიშმა „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ გამოაქვეყნა 9 წამიანი ვიდეო სახელწოდებით  „ბილ გეითსი კოვიდ ვაქცინებზე“.  ნაწყვეტში ბილ გეითსის ინგლისურ ფრაზას ქართული სუბტიტრები გასდევს თან და ციტირებს შემდეგს: „ვიღებთ გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს და ვუშხაპუნებთ პატარა ბავშვებს მკლავებში, პირდაპირ ვენებში ვთხრით!“   ბილ გეიტსის ვიდეო, თითქოს ის კოვიდ ვაქცინებზე საუბრობს, კონტექსტიდან ამოგლეჯილად და არასწორი...
Open: Билборд Зеленского, всасывающего бумажные купюры ноздрей, в Милане не размещались by Детектор Мифов 13/04/2023 324 Open: ზელენსკის ბილბორდი, რომელიც ქაღალდის კუპიურებს ცხვირით ისრუტავს, მილანში არ განთავსებულა 13/04/2023 324 Fabricated Statement in the Name of Ambassador Degnan about Davit Kezerashvili 13/04/2023 69 დავით კეზერაშვილზე კელი დეგნანის სახელით ყალბი განცხადება ვრცელდება 13/04/2023 69 სხვადასხვა ქვეყანაში ჭარბი...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist