დეზინფორმაცია-მაგდა-ანიკაშვილი
15 აპრილს ტელეკომპანია “იმედის” სპეციალურ გამოშვებაში ტელეწამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე  გამართულ აქციას სახელწოდებით “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“  მოძრაობა “ალტ-ინფოს” წარმომადგენლები შეუერთდნენ. ამის საილუსტრაციოდ გადაცემაში წარმოდგენილი იყო ბლოგერ ბექა ვარდოსანიძის პოსტი, რომელშიც ვარდოსანიძე წერდა, რომ “დასავლთის აგენტების აქციაზე” ზვიად ტომარაძე იყო მისული. ინფორმაცია, თითქოს აქციას ალტ-ინფო შეუერთდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ზვიად ტომარიძე...
ჟურნალისტის-მიერ-შოვის-ტრაგედიის-გაშუქებასთან-დაკავშირებით-მანიპულაცია-ვრცელდება
4 აგვისტოს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2, 3), მათ შორის ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ ტელეკომპანია “პირველისა” და “ალტ-ინფოს” ჟურნალისტების  ფოტოები გაავრცელეს, რომლებიც შოვში მომხდარ სტიქიას აშუქებდნენ. პოსტების ავტორების მტკიცებით, ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია ამ ტრაგედიის გაშუქებისას იცინის, ხოლო “ალტ-ინფოს” ჟურნალისტი სოფია ჯაველიძე “ცრემლებს ძლივს იკავებს”. ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტის მიერ შოვის ტრაგედიის გაშუქებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პოსტები ფოტომანიპულაციას...
როგორ-გამოიყენეს-სახელისუფლებო-აქტორებმა-FARA-ს-დოკუმენტი-გიორგი-მარგველაშვილის-დისკრედიტაციისთვის
რამდენიმე დღის წინ ქართულ მედიაში “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” FARA-ს ანგარიშის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის ინტერესების ლობირებაზე არსებულ ჩანაწერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია ნახსენები. 24 ივლისიდან სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს FARA-ს დოკუმენტების თანახმად, გიორგი მარგველაშვილმა სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთების და პეტიციაზე მუშაობის სანაცვლოდ, გიული ალასანიასგან 11 500 დოლარი მიიღო....
გაყალბებული-კარიკატურა
22-23 ივნისს “კონსერვატიული მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ მახარაძის გვერდმა, ასევე ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ და ფეისბუქ მომხმარებელმა დავით ლორთქიფანიძემ გერმანული გამოცემა Handelsblatt-ის გარეკანის ფოტო გაავრცელეს. ფოტოზე ვხედავთ ტანკს უკრაინის დროშით, რომელიც გარეკანის ჩარჩოს ეჯახება და გერმანულენოვან წარწერას: “ეს კონტრშეტევა არაა, ეს სისხლიანი საავარიო გამოცდაა”.  გარდა Handelsblatt-ისა, 21 ივნისს რუსულენოვან ჯგუფში Россия — Сила გავრცელდა გამოცემა Humor...
დეზინფორმაცია
19 მაისის საღამოს “მთავარი არხმა” და მოძრაობა “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილი ეკატერინა ლავროვა ოჯახთან ერთად ქორწილზე დასასწრებად ჩამოვიდა, რომელიც ყვარლის ტბაზე იმართებოდა. ინფორმაციას სასტუმრო “ყვარლის ტბასთან” საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.  სასტუმროებმა “ყვარლის ტბა” და “ახაშენი ღვინის კურორტი და სპა” უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ...
დეზინფორმაცია
2 აპრილს ფეისბუქ-ანგარიშმა “მრისხანე ბაბუაწვერა” პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერი ბლოგერის, ბექა ვარდოსანიძის, ფეისბუქ-პოსტის სქრინშოტი გაავრცელა. გავრცელებულ პოსტში ვარდოსანიძე ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას, პროევროპული პოზიციისთვის აკრიტიკებს, სოროსის ჭინკას უწოდებს და ფეხების მოტეხვას უსურვებს. იდენტური სქრინშოტი 3 აპრილს ფეისბუქის სხვა მომხმარებლებმაც გაავრცელეს (1,2). ფეისბუქზე ბექა ვარდოსანიძის სახელით გავრცელებული პოსტის სქრინშოტი გაყალბებულია. მსგავსი შინაარსის სტატუსი არც ვარდოსანიძის ფეისბუქ-პროფილზე და...
ყალბი-რეალური--ზელენსკის-ორეული
25-26 თებერვალს  სოციალურ ქსელსა და მედიაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კიევში შეხვედრის ამსახველი ფოტოები გავრცელდა. რუსული პროპაგანდისტული გამოცემები (Известия, lenta.ru, ria.ru, aif.ru, topnews.ru, riafan.ru, fedprss.ru)  და ფეისბუკ ანგარიშები ( 1, 2) წერდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტს ორეული ჰყავს, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა პოლონური გამოცემის, Fakt-ის მიერ გავრცელებულ სიუჟეტში შენიშნეს.  აღსანიშნავია, რომ...
ლგბტ-დროშა
15 ოქტომბერს “კონსერვატიული მოძრაობის” ფეისბუკის გვერდზე კრემლისტური ტელეარხის ЦАРЬГРАД ეთერში  14 ოქტომბერს გასული სიუჟეტი გამოქვეყნდა, რომელიც “კონსერვატიული მოძრაობის” რუსეთში ვიზიტს შეეხებოდა. სიუჟეტში საუბარია იმის შესახებ, რომ საქართველოში დასავლური პროპაგანდა რუსეთის სრულიად განსხვავებულ სახეს ხატავს და მოსკოვს ლპობად ჭაობად წარმოადგენს, სადაც მთვრალი დათვი ატომური ბომბითა და არყის ბოთლით შეიარაღებული ზის. გარდა ამისა,  სიუჟეტში აღნიშნულია, რომ დასავლეთის...
შემცირდა-თუ-არა-გაეროს-გენერალურ-ასამბლეაზე-უკრაინის-მხარდაჭერა
18 სექტემბერს ფეისბუქ ანგარიშმა Сергей Дар გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ირწმუნება, რომ 2022 წლის 2 მარტს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 141 ხმით მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთს “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, ხოლო 2022 წლის 25 აგვისტოს იმავე რეზოლუციას მხარი მხოლოდ 58-მა ქვეყანამ დაუჭირა, რაც წევრი ქვეყნების მხოლოდ 30%-ია. პოსტის ავტორის მტკიცებით, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო თავის დამოკიდებულებას...
დეზინფორმაცია
1 სექტემბერს ფეისბუქ-გვერდზე ბექა ვარდოსანიძის ბლოგი•Beka Vardosanidze’s blog გამოქვეყნებულ პირდაპირ ჩართვაში ვარდოსანიძემ ევროპაში გაზზე, ელექტროენერგიასა და საკვებზე გაძვირებულ ფასებზე ისაუბრა. პირდაპირ ჩართვაში ვარდოსანიძე გამოცემა Daily Mail-ზე დაყრდნობით ფოტოკოლაჟს აჩვენებს, რომელზეც სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისის ფასებია მოცემული. მისი თქმით, “გაზის ინფლაციის გამო” დიდ ბრიტანეთში ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, მაგალითად, ერთი კათხა ლუდი 4 ფუნტი სტერლინგი ღირდა, ახლა...
დეზინფორმაცია
2 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა ბექა ვარდოსანიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი ჰაკერების ჯგუფმა Killnet ჰაკერული ჯგუფის Anonymous-ის სერვერები გათიშა და მომხმარებლები მათ ოფიციალურ საიტზე, anonymoushackers.net ვეღარ შედიან. ვარდოსანიძე წყაროდ ბრიტანული გამოცემა Metros მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეყრდნობა, სადაც იდენტური შინაარსის ინფორმაციაა მოცემული. მტკიცება, რომ რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა Killnet-მა Anonymous-ის ვებ-გვერდი დაჰაკა, სიმართლეს არ შეესაბამება, რამდენადაც Anonymous-ს ოფიციალური...
ყალბი-რეალური
28 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა რამაზ ქათამაძემ საჰაერო დაბომბვის კადრები გამოაქვეყნა. მომხმარებლის კომენატების მიხედვით კადრები ახალია და ისინი კიევის მისადგომებთან, კახოვკასთანაა გადაღებული. მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიდეო 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დროს კიევის მისადგომებთანაა გადაღებული, ყალბია. რეალურად, ვიდეო ინტერნეტში 2018 წლიდან ვრცელდება. რაც შეეხება ქალაქ კახოვკას, ის არა კიევის მისადგომებთან, არამედ უკრაინის სამხრეთში, ხერსონის პროვინციაში მდებარეობს....
Page 1 of 6 1 2 6

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist