კამალა ჰარისი
23 ივლისს ფეისბუქ-ანგარიშმა ,,ნინო ნინო” ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის კამალა ჰარისის შესახებ დაწერა, რომ ის წარსულში ელიტებს სექსუალურ მომსახურებას უწევდა. პოსტს რამდენიმე ფოტო და ვიდეო აქვს თანდართული. ფოტოზე ასახულია ორი ქალი, მათგან ერთზე, რომელსაც ხვეული თმა აქვს და შავი კაბა აცვია, მინიშნებაა, რომ კამალა ჰარისია. ერთ-ერთ ვიდეოზე ჰარისი და ტელეწამყვანი მონტელ უილიამსია ნაჩვენები....
ამერიკის-და-კენიის-პრეზიდენტების-პრესკონფერენციის-შესახებ-ვიდეომანიპულაცია-ვრცელდება
25 მაისს ფეისბუქ-მომხმარებელმა ნინო ნინო გამოაქვეყნა 35 წამიანი ვიდეო მტკიცებით, რომ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს არ უპასუხა. პოსტის ავტორი ვიდეოს აღწერაში წერს: “ამ საგიჟეთში ცხოვრობს, “მსოფლიო ბატონი” ქვეყანა. პრესკონფერენცია არც დაწყებულა და უკვე დაამთავრეს. მადლობა ყველას მობრძანებისთვის! ამაზე მეტი სურეალიზმი, ნეტა თუ არსებულა”. ფეისბუქ-მომხმარებელი ვიდეომანიპულაციას ავრცელებს. ვიდეოში ჯო ბაიდენისა და კენიის...
რა-ვიცით-ჯიმ-კავიზელის-განცხადებებსა-და-მის-კავშირზე-ფილმ
2023 წლის 24 ივლისს, ფეისბუქ ანგარიშმა “ნინო ნინო-მ” გამოაქვეყნა ნაწყვეტი “თავისუფლების ხმის” ფილმის მსახიობ ჯიმ კავიზელის ინტერვიუდან. პოსტის აღწერაში  ავტორი ამტკიცებს, რომ ფილმი ასახავს ბავშვთა ტრეფიკინგის რეალურ საერთაშორისო სისტემას, რომელშიც ჩართულნი არიან მაღალი თანამდებობის მქონე პირები, ე.წ. ელიტები. ავტორი, ასევე, ციტირებს მსახიობ ჯიმ კავიზელს, ხოლო ფილმს ორგანოებითა და ადრენოქრომიით – ბავშვების სხეულებიდან მიღებულ ნივთიერებით ვაჭრობას...
ვიდეომანიპულაცია,-თითქოს-ბრიტანეთის-ლაბორატორიაში-ადამიანის-სხეულის-უჯრედებისგან-ხორცი-იწარმოება
27 და 28 ივლისს ქართულ და რუსულენოვანმა (1,2) ფეისბუქ ანგარიშებმა გამოცემა The Independent-ის ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც მამაკაცი, სახელად გრეგ უოლესი კომპანია “Good Harvest-ის” შესახებ მოგვითხრობს, სადაც ადამიანის სხეულის უჯრედებისგან ხორცი იწარმოება. გავრცელებული პოსტების მიხედვით, გრეგ უოლესი “საოცარ ადამიანის ხორცს” ბრიტანულ “მეოთხე არხზე” აქებდა, ხოლო რაც შეეხება ხორცს, პოსტების თანახმად, ის ლაბორატორიაში ადამიანის ქსოვილისგან მიიღება და...
შეცდომაში-შემყვანი
5-7 ივლისს ფეისბუკის ქართულ (1, 2) და რუსულენოვანმა ანგარიშებმა გააზიარეს პოსტი, რომლის მიხედვითაც ნიუ-იორკის მეტროში ოფიციალური პლაკატები ადამიანებს სიკვდილით ემუქრება, თუ ისინი პატივს არ სცემენ ტრანსგენდერებს. “პატივი ეცით ტრანს ადამიანებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ნაცვალსახელები იქნება „was / were (იყო)“ – ვკითხულობთ პლაკატზე, რომლის ფოტოც პოსტებს თან ერთვის. ნიუ-იორკის მეტროში გაკრული პლაკატის ფოტო შეცდომაში შემყვანია და...
ნაწილობრივ-მცდარი
15 ივნისიდან ქართულ (1,2) და რუსულენოვანი (1,2,3,4,5,6) ფეისბუქ ანგარიშები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ გერმანიის ხელისუფლება ყველა ტიპის რძის პროდუქტის რეკლამირების აკრძალვას აპირებს. გავრცელებული პოსტების მიხედვით, გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოზდემირმა ხორცის შემდეგ “ყველასათვის საზიანოდ” რძის პროდუქტები გამოაცხადა და თანამოქალაქეების ჯანმრთელობისთვის ბრძოლის პირველ ეტაპად ამ პროდუქტების რეკლამირების აკრძალვას ასახელებს. ამასთან, პოსტების მიხედვით, ოზდემირი დარწმუნებულია, რომ...
ფოტომანიპულაცია (1)
2023 წლის 14 მაისს მწერალმა მერაბ რატიშვილმა გამოაქვეყნა 5 ფოტო, სადაც ჩანს ხანძრების არეალში ციდან წამოსული დიდი სხივი, საფრენი აპარატი დიდი ლინზით და ჟურნალი Time-ის ერთ-ერთი გამოშვების გარეკანი, რომელზეც ვხედავთ თუ როგორ აქვს დედამიწას წაკიდებული ცეცხლი. აღწერის მიხედვით ფოტოებზე ასახულია ფაქტი, რომ მსოფლიოში ხანძრების გაჩენა ხელოვნურად ხდება, დიდი საფრენი აპარატიდან გამოშვებული ლაზერით, იმისათვის, რომ ხალხის...
dedofli
8 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II გარდაიცვალა. მონარქის სიკვდილს სოციალურ ქსელში მის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციისა და ვიზუალური მასალის გავრცელება მოჰყვა.  სოციალურ ქსელში გავრცელდა (1, 2) ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ორი ქალი  ბავშვებს რაღაც ნივთებს ესვრის, ხოლო ბავშვები აკრეფას მიწიდან ცდილობენ. აღწერების მიხედვით, ვიდეოში დედოფალი ელიზაბეტია ასახული, ერთ-ერთი მომხმარებლის მიხედვით, ის ბავშვებს ფულს უყრიდა, მეორის...
კონსპირაცია
უკანასკნელ პერიოდში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა, მათგან ყველაზე მასშტაბური კი ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძარი აღმოჩნდა, რომლის ჩაქრობასაც 19 აგვისტოდან ცდილობენ. ხანძრებთან დაკავშირებით ვრცელდებოდა სპეკულაციებიც, მაგალითად, სახელისუფლებო და “კონსერვატიულ მოძრაობასთან” დაკავშირებულმა აქტორებმა ორი ძირითადი ნარატივი განავითარეს: ხანძრების გაჩენაში “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ფული გადაიხადა რადგან დასავლეთმა ომში ვერ ჩაგვრთო, ქვეყანა ცეცხლში გახვიეს გარდა ამისა,...
დეზინფორმაცია
2022 წლის 26 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა ნინო ნინომ ამერიკელი ადვოკატის, თომას რენცის ვიდეო გააზიარა, რომელშიც რენცი ამტკიცებს, რომ ვაქცინაციის შედეგად 2021 წლის განმავლობაში ამერიკელ სამხედროებში გასული 5 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ორსულობის შეწყვეტის შემთხვევები – 300%-ით, სიმსივნეების რიცხვი – 300%-ით, ხოლო ნევროლოგიური პრობლემები 1000%-ით გაიზარდა. რენცის თქმით, აღნიშნული მონაცემები ამერიკის თავდაცვის სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური მონაცემთა...
ვიდეომანიპულაცია_0
16 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ნინო ნინომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მამაკაცი ტრიბუნასთან დგომისას ცუდად ხდება და გული მისდის. თანდართული აღწერაში ნინო ნინო წერის “გაირჭეთ კიდევ ერთი 5-6 დოზა,” აღწერის მიხედვით, ვიდეო პენტაგონშია გადაღებული და ეს მოვლენა ვაქცინაციას უკავშირდება. ვიდეოს აღწერა შეცდომაში შემყვანია და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ვიდეოს მანიპულაციურად უკავშირებს. რეალურად, პენტაგონის წარმომადგენელის ამსახველი ეს ვიდეო 2016...
დეზინფორმაცია_14
2021 წლის 7 ოქტომბერს ფეისბუქ ანგარიშმა ნინო ნინო თურქულენოვანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თურქი პოლიტიკოსი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ახალშობილი ბავშვების ფოტოებს აჩვენებს. ფოტოზე ერთ-ერთ ჩვილს კუდი აქვს, ერთის სხეული ხშირი თმითაა დაფარული, ხოლო მესამეს სამი ფეხი აქვს. თურქეთის “ახალი კეთილდღეობის პარტიის” (Yeniden Refah Partisi)  წევრი ფატიჰ ერბაკანი ამტკიცებს, რომ ბავშვებში ფოტოებზე ნაჩვენები ანომალიები მშობლების მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო რნმ ტექნოლოგიაზე...
Page 1 of 2 1 2

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist