როსტოვი
27 ნოემბერს ფეისბუქზე მცდარი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა მომხმარებელმა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გააზიარა ვიდეო, რომელშიც, მისი მტკიცებით, ჩანს უკრაინის მიერ ამერიკულ-ბრიტანული რაკეტებით როსტოვის საცხოვრებელი უბნების დაბომბვის ფაქტი.  ზაქარეიშვილი მცდარ ინფორმაციას ავრცელებს და რეალურად ვიდეო არ ასახავს უკრაინის მიერ ამერიკულ-ბრიტანული რაკეტებით როსტოვის საცხოვრებელი უბნების დაბომბვას. მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია უკანასკნელ პერიოდში მედიაში არ გავრცელებულა, ვიდეო კი სავარაუდოდ...
ისრაელელებზე თავდასხმა
11 ნოემბერს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ანგარიშმა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელსაც ამსტერდამში ისრაელელებზე თავდასხმას უკავშირებს. მასზე ვხედავთ, რომ ადამიანები ისრაელის დროშებითა და ლურჯ-ყვითელი სიმბოლიკით მღერიან, ხოლო ვიდეოზე დატანილი სიმღერის ტექსტის შინაარსი ანტიარაბულია. ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ ვიდეო მანამდეა გადაღებული, სანამ თელ-ავივის საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრებს ამსტერდამში თავს დაესხმებოდნენ და ისინი მღერიან ტექსტს: “ჩვენ თქვენს ქალებს...
ეუთო
30 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისი მტკიცებით, ეუთო/ოდირის სპიკერ კატია ანდრუშსა და “შენი ხმა ევროკავშირის” თანადამფუძნებელ გიორგი თაქთაქიშვილს შორის საუბარია ასახული. პოსტის თანახმად, აუდიოჩანაწერში,  “კანტის აკადემიისა” და მოძრაობის “აირჩიე ევროპა” ხელმძღვანელი გიორგი თაქთაქიშვილი, (ეუთო/ოდირის სპიკერს, კატია ანდრუშს ტერორისტული აქტით ემუქრება.  აუდიო ჩანაწერში პირი, რომელიც თავს გიორგი თაქთაქიშვილად აიდენტიფიცირებს, საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილ დაძაბულ...
ხმის მიცემა
5 ნოემბერს Georgia First NEWS  -მა გაავრცელა ვიდეო ამერიკაში ხმის მიცემასთან დაკავშირებით, რომელშიც ჩანს, რომ ამომრჩეველი ცდილობს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატის დონალდ ტრამპის არჩევას, აპარატში კი დემოკრატი კანდიდატი კამალა ჰარისი ფიქსირდება. იგივე ვიდეო ფეისბუკის ქართულენოვან (1, 2, 3, 4) და რუსულენოვან ანგარიშებზეც გავრცელდა. ხმის მიცემასთან დაკავშირებით აშშ-ის არჩევნებზე გავრცელებული ვიდეოკადრები შეცდომაში შემყვანია, რაც მანიპულაციურად...
კონტექსტის-გარეშეს
2 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და ფეისბუქ ანგარიშმა “ფიცხე ლა” გაავრცელეს ინფორმაცია ამერიკაში არჩევნებზე პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემასთან დაკავშირებით. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი ვინაობის გადასამოწმებლად ქალს პირადობის მოწმობას აძლევს, რა დროსაც მას ეუბნებიან, რომ ID-ის წარდგენა საჭირო არ არის. გავრცელებულ ფოტოზე კი წარწერაა, რომ კლიფორნიაში ამომრჩეველმა პირადობის მოწმობის გარეშე ტრამპს...
ყალბი-რეალური
7 ოქტომბერს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშმა “ირაკლი ზაქარეიშვილი,” რომელსაც აქამდე დეზინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, აღწერის მიხედვით, “ახალი ისრაელის” შექმნის მიზნით უკრაინაში მიმავალ ებრაელებს ასახავს.   ვიდეო უკრაინაში “ახალი ისრაელის” ასაშენებლად ჩასულ ებრაელებს არ ასახავს და ინტერნეტში მცდარი აღწერით ვრცელდება. იგი რეალურად გადაღებულია უმანში—ჰასიდური მომლოცველებისთვის მნიშვნელოვან ადგილას, სადაც ისინი ყოველწლიურად ებრაულ ახალ წელს აღნიშნავენ. არაერთი კადრით დასტურდება,...
ვიდეომანიპულაციაa
5 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მისი მტკიცებით, “ჰეზბოლას” მებრძოლების გალილეაში (ჩრდილოეთ ისრაელი) ბრძოლით შესვლას ასახავს. კადრებში ცეცხლმოკიდებული ტყის ნაწილი და რამდენიმე ადამიანი ჩანს.   ირაკლი ზაქარეიშვილი ვიდეომანიპულაციას ავრცელებს, რადგან მტკიცება, თითქოს ვიდეო “ჰეზბოლას” მებრძოლების გალილეას ტერიტორიაზე შესვლას ასახავს, სიმართლეს არ შეესაბამება. კადრებში ჩანს ტყის ხანძარი, რომელიც დაბომბვის შედეგად გაჩნდა. ვიდეო “ჰეზბოლას“ მებრძოლების გალილეას...
კამალა ჰარისი
9 აგვისტოს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და მოძრაობა ,,ქართული მისიის” წევრმა, რამაზ გაგნიძემ ფეისბუქზე ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნეს. ზაქარეიშვილის ამტკიცებს, რომ ფოტოები წარსულშია გადაღებული, ხოლო გაგნიძის სიტყვებით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი “თავისი ლგბტ ნიჭით და თვისებებით” გამოირჩევა.  კადრები, რომლებიც თითქოს კამალა ჰარისის წარსულს ასახავს, ფოტოფაბრიკაციაა და პრეზიდენტობის კანდიდატის დისკრედიტაციას ემსახურება. ხარვეზები, რომლებიც ფოტოებზე შეიმჩნევა,...
აშშ-ის არჩევნები
5 ივლისს დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მისი მტკიცებით, 2020 წელს აშშ-ის არჩევნების გაყალბების ფაქტს ასახავს. ზაქარეიშვილი ამტკიცებს, რომ წყლის გაყვანილობის დაზიანების გამო საარჩევნო ოლქის შენობაში ევაკუაცია გამოაცხადეს, შემდეგ კი მაგიდების ქვემოდან წინასწარ გამზადებული ბიულეტენის დასტები გამოიტანეს და ბაიდენის სასარგებლოდ საარჩევნო ყუთში ჩაყარეს.  ირაკლი ზაქარეიშვილი დეზინფორმაციას ავრცელებს, მის...
კამალა ჰარისი
30 ივლისს ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მისი ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის მხარდამჭერ შეკრებაზეა გადაღებული. ვიდეოში გენიტალიების კოსტიუმში ჩაცმული პირი სქესობრივი აქტის იმიტაციას აკეთებს. ზაქარეიშვილი ამტკიცებს, რომ გასართობი პროგრამა დემოკრატიულმა პარტიამ ჰარისის მხარდასაჭერად გამართა.   ირაკლი ზაქარეიშვილი კამალა ჰარისის შესახებ ვიდეოს მცდარი აღწერით ავრცელებს. რეალურად, ვიდეო მის მხარდასაჭერ...
ფოლადის ცხენი
პარიზის ოლიმპიადაზე ფოლადის ცხენისა და ხარის თავის სკულპტურის გამოჩენას 27-28 ივლისს კრემლისტური მედია “ალტ-ინფო” (1;2) და კონსერვატიული გამოცემა “საქართველო უპირველეს ყოვლისა“, ასევე, ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელი ფეისბუქ-მომხმარებლები, ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი და მაია თვალთვაძე გამოეხმაურნენ. ზაქარეიშვილი ამტკიცებს, რომ “ბუღის თავი” დაკავშირებულია სატანისტურ სიმბოლო მოლოხთან, რომელიც ასევეა ებრაელთა ომისა და ცეცხლის სიმბოლო და ბავშვების მსხვერპლშეწირვას ითხოვს. ცხოველის თავს...
კიევის ბავშვთა საავადმყოფოს
20-21 ივლისს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და რამდენიმე რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშმა (1, 2), ასევე რუსულმა სამთავრობო მედიამ (1, 2)  გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ უსვამს პოლიციელი წითელ საღებავს ექიმის ფორმაში ჩაცმულ პირს. გავრცელებულ ვიზუალურ მასალას უკრაინაში დაბომბილ ბავშვთა საავადმყოფოს უკავშირებენ და მიუთითებენ, რომ დაბომბვის შედეგად დაშავებული ადამიანების კადრები დადგმულია. რუსულენოვანი ანგარიშები ამტკიცებენ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ გარდაცვლილების, დაჭრილებისა...
Page 1 of 5 1 2 5

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist