9 დღის შექმნილი clickbait-ი ვაჟა გაფრინდაშვილზე ყალბ ინფორმაცის ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ეფეფეფქწ
570
VIEWS

2019 წლის 5 დეკემბერს საიტმა batumeli.cc ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა “სასიხარულო ამბავი ამ წუთებში გავრცელდა: ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს საღამოთი უკვე სახლში იქნება – ვერ წარმოიდგენთ ვინ გაანთავისუფლებინა ექიმი.” მასალა ნინო ბურჯანაძეს ეყრდნობა, თუმცა ბურჯანაძე სტატიაში არა “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერად, არამედ “გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერად არის მოხსენიებული. ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა მისმა შვილმა, ირინა გაფრინდაშვილმა, რომელმაც სააგენტო ინტერპრესნიუსთან განაცხადა, რომ გავრცელებული ცნობა ყალბი იყო.

"

batumeli.cc კლიკბაიტ საიტია, რომელიც გამოცემა “ბათუმელების” სახელის იმიტაციით ყალბ ინფორმაციას ავრცელებს და თანხას კლიკების რაოდენობის მიხედევით გამოიმუშავებს. ამის შესახებ საიტზე განთავსებული ინფორმაციის ყვითელი სათაურები და ფსევდომეცნიერების შემცველი, ასევე რუსულ ესტრადასთან დაკავშირებული ამბების რეკლამები მიუთითებს. batumeli.cc 9 დღის წინ, 2019 წლის 26 ნოემბერს შეიქმნა და საიტზე ამჟამად 60 პუბლიკაციაა განთავსებული. საიტს საკონტაქტო ინფორმაცია მითითებული არ აქვს.

"

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ იდენტური ინფორმაცია იდენტური სათაურით კიდევ ერთმა clickbait საიტმა baxva.ge გამოაქვეყნა, რომელიც საკუთარ თავს “საინფორმაციო საიტს” უწოდებს. ამ საიტზეც batumeli.cc-ის იდენტური რუსულენოვანი რეკლამებია განთავსებული.

"

"

"

ნინო ბურჯანაძეზე დაყრდნობით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ ყალბი ინფორმაცია ასევე გაავრცელა საიტმა itar.ge, რომელიც 2018 წლის 27 ოქტომბრს შეიქმნა. ეს საიტიც მეტწილად ქართულ და რუსულ ესტრადასთან დაკავშირებულ ყვითელ ამბებზე, ასევე დაუსაბუთებელ “მეცნიერულ გამოგონებებზე” წერს.

batumeli.cc-ის ბმულს ფეისბუკში 50 ათასზე მეტი ინტერაქცია აქვს და გაზიარებულია სპამ ჯგუფში “საგიჟეთი”, ასევე ჯგუფში “გავერთიანდეთ მტრის წინააღმდეგ და მიშასეული წინსვლის დასაბრუნებლად!”. ბმული ასევე გაზიარებული აქვს გვერდს “ნ10ას სამყარო”.

"

"

რაც შეეხება baxva.ge-ს ბმულს, მას 3 ათასამდე ინტერაქცია აქვს და გაზიარებულია ჯგუფში “კულინარია”.

"

Itar.ge-ს ბმული ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ფეისბუკში გაზიარებული აქვს გვერდს “იცით თუ არა, რომ”.

"|

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist