2018 წელს 9 აპრილის მემორიალზე ცეკვის ვიდეოს საპროტესტო აქციის დისკრედიტაციისთვის იყენებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

77
VIEWS

9 აპრილს თბილისში, პროევროპული დემონსტრაციებისას დაკავებულების ოჯახის წევრების ინიციატივით, აქცია გაიმართა. ამავე დღეს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა, ფეისბუქ გვერდებმა და საინფორმაციო სააგენტოებმა (1, 2) გამოაქვეყნეს 9 აპრილის მემორიალზე ცეკვის ვიდეო, რომელშიც აქტივისტი ანა სუბელიანია ასახული. გავრცელებული პოსტების უმეტესობას მითითებული არ ჰქონდა თუ როდის არის ვიდეო გადაღებული, შედეგად მკითხველები მას 2025 წლის 9 აპრილის აქციას უკავშირებდნენ. მხოლოდ რამდენიმე ფეისბუქ გვერდმა აღნიშნა, რომ ვიდეო არქივიდანაა.

 მემორიალზე ცეკვის ვიდეო

მემორიალზე ცეკვის ვიდეო ნამდვილია, თუმცა მიმდინარე აქციებს არ უკავშირდება და 2018 წელსაა გადაღებული. 7 წლის წინ საპროტესტო აქციები მოჰყვა რამდენიმე ღამის კლუბში, ნარკორეალიზატორების დაკავების მოტივით, სპრეცრაზმის შესვლას. სწორედ 2018 წლის 13 მაისსაა გადაღებული აქტივისტი ანა სუბელიანის მემორიალზე ცეკვის ვიდეო. 

8 აპრილის საღამოს რუსთაველის წინ 24-საათიანი პროტესტი დაიწყო. აღნიშნულის ინიციატორები იყვნენ საპროტესტო აქციებისას დაკავებულების ოჯახის წევრები. მათი მიზანი იყო, მომდევნო დღეს “ქართული ოცნების” წარმოამდგენლებს არ შესძლებოდათ მემორიალამდე მისვლა და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთათვის პატივის მიგება. “ქართული ოცნების” წევრები, მემორიალის ნაცვლად, სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ. 

8-9 აპრილის პროტესტის დისკრედიტაციას “ქართული ოცნების” წევრებიც შეეცადნენ. მაგალითად, ირაკლი კობახიძემ დაწერა, რომ “დღეს, რუსთაველის გამზირზე უცხოურმა ძალამ სცადა ძალადობის პროვოცირება და როდესაც ამას ვერ მიაღწია, თავადვე იძალადა.” მან ასევე უცხო ძალა უწოდა მათ, ვინც 1989 წლის 9 აპრილს დემონსტრანტები დახოცა. მსგავსი შინაარსის გამოხმაურება ჰქონდა შალვა პაპუაშვილსაც. “დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხვას,” – დაწერა პაპუაშვილმა. 

აქტივისტ ანა სუბელიანის 9 აპრილის მემორიალზე ცეკვის ამსახველი 2018 წლის ვიდეოს სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელება, სავარაუდოდ, მიმდინარე პროტესტის დისკრედიტაციას ემსახურება.

რა მოხდა 2018 წლის მაისში? 

2018 წლის 12 მაისის ღამეს სპეცრაზმი შევიდა თბილისის ორ ღამის კლუბში, “ბასიანსა” და “გალერიში”. მოგვიანებით, ფაქტის გასაპროტესტებლად ადამიანები შეიკრიბნენ პარლამენტის წინ. რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი განცხადება გაავრცელა. ბრიფინგზე ითქვა, რომ ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეყვანის მიზანი ნარკორეალიზატორების დაკავება იყო. საგამოძიებო სამუშაოები სპეცოპერაციამდეც მიმდინარეობდა და არსებობდა ვიდეოჩანაწერები, რომელიც ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტებს ასახავდა. მაშინ ნარკორეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. თბილისში მომდევნო რამდენიმე დღე საპროტესტო გამოსვლები იმართებოდა. 

13 მაისს პარლამენტთან შეკრებილებს დაუპირისპირდნენ ნაციონალისტური ჯგუფები. იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო. ის 13 მაისის საღამოს პროტესტის რამდენიმე მონაწილეს შეხვდა, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე მივიდა, შეკრებილებს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კონკრეტულ შედეგებს მიაღწევენ. 

სწორედ ამ აქციების დროს იცეკვა აქტივისტმა ანა სუბელიანმა 9 აპრილის მემორიალზე. 

ვინ იყენებს აქტივისტის ცეკვის ვიდეოს მიმდინარე მოვლენების დისკრედიტაციისთვის? 

Mkhare.ge და “რეპორტიორი” საინფორმაციო სააგენტოები არიან, რომლებიც სუბელიანის ვიდეოს გავრცელებისას აღნიშნავენ, რომ ის არქივიდანაა. “მხარემ” ისიც დაწერა, რომ 8-9 აპრილის აქციის ორგანიზატორი ანა სუბელიანი იყო. “მითების დეტექტორს” ხშირად შეუსწავლია მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის პოსტები, რომლებიც საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების რეპუტაციის დაზიანებას ემსახურებოდა. ხშირად ისინი ამბებს პროსახელისუფლებო ტელევიზიების მსგავსად აშუქებენ და ანტიოპოზიციური განწყობით გამოირჩევიან. 

დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართული არიან და ამავე მიზნით მემორიალზე ცეკვის ვიდეოს ავრცელებენ ანონიმური ანგარიშები, როგორიცაა “ნაცი ხვიტია” და “მიხეილ მზეთუნახავი”. ბოლო მათგანი ახალი შექმნილი ანგარიშია. მას პირველი პოსტი 7 მარტს აქვს გამოქვეყნებული და მას შემდეგ, ძირითადად, აქტივისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შესახებ ვიზუალურ მანიპულაციებს ან რეპუტაციისშემლახავ პოსტებს აქვეყნებს. “მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს ანგარიშ “ნაცი ხვიტიას” მიერ გავრცელებულ ფოტო-ვიდეომანიპულაციებს, რაც ასევე ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგაა მიმართული.  

კიდევ ერთი ანგარიში, რომელმაც 2018 წლის ვიდეო გამოაქვეყნა, ანტიდასავლური ჯგუფის “ანტი-მაიდანი” ერთ-ერთი ადმინისტრატორი, გიორგი ჭურღულიაა. ის პარტია “ქართულ ოცნებასთანაა დაკავშირებული. მას ფეისბუქზე სამუშაო ადგილადად “ქართული ოცნება” აქვს მითითებული. Work and education-ის ველში კი შემდეგი უწყებები გვხვდება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო • National Agency of Public Registry; სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency; naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი;  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia. მასთან ერთად ვიდეო გაავრცელა “ანტი – მაიდნის” იდეისა და კრემლისტური “ალტ ინფოს” მხარდამჭერმა ანგარიშმა “სიდო სიდონია”. ვიდეო ასევე გამოაქვეყნა “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა და დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ირმა ხახუტაიშვილმა. 

პოსტების გავრცელებისას ზოგიერთი ანგარიში მკაფიოდ არ მიუთითებს, რომ ვიდეო ძველია. ზოგიერთი მომხმარებელი შეცდომაში შედის და ინფორმაციას იმგვარად აღიქვამს, თითქოს მემორიალზე 2025 წლის 9 აპრილის აქციისას იცეკვეს. მაგალითად, ულტრამემარჯვენე აქტივისტი და პრორუსული “ალტ-ინფოს” ყოფილი წამყვანი ალექსანდრე ფალავანდიშვილი ავრცელებს ანა სუბელიანის პოსტის სქრინს, სადაც ის აღნიშნავს, რომ “დიდი ხანია ასეთი კმაყოფილი და ბედნიერი არ წამოვსულვარ აქციიდან!”, საპირისპიროდ კი ფალავანდიშვილი 2018 წლის ვიდეო სქრინშოტსაც ურთავს, ორ მოვლენას ერთმანეთთან აკავშირებს და წერს: “9 აპრილის მემორიალის ოკუპირებით კმაყოფილი ანა სუბელიანი.”

ფეისბუქ-გვერდი “იაფი omo” 2013 წელს შეიქმნა და უკვე დიდი ხანია, მანიპულაციურ ვიდეოებს აქვეყნებს. გასართობ შინაარსთან ერთად, ის პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების იმგვარ ვიდეოებს აზიარებს, რომლებსაც სხვა ანტიდასავლური და ანტიოპოზიციური გვერდისა თუ ანგარიშის მიერ ქვეყნდება. აქტივისტის ვიდეო ის ურთავს ტექსტს “ანა სუბელიანი 9 აპრილის მემორიალზე ცეკვავს” და არ წერს, რომ ვიდეო წლების წინ არის გადაღებული. 

ამდენად, ანონიმურმა, ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ ანგარიშებმა, გვერდებმა და რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ ანა სუბელიანის 9 აპრილის მემორიალზე ცეკვის ვიდეო მიმდინარე პროტესტის დაზიანებისთვის გამოიყენეს.

არქივის ბმულები: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11

წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist