დააფინანსა თუ არა USAID-მა $8 მილიონით ტრანსგენდერი თაგვების გამოყვანა? 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ტრანსგენდერი ვირთხები
589
VIEWS

5 მარტს გადაცემაში “სოლიდარობის დრო” სტუმარმა, პოლიტოლოგმა ედიშერ გვენეტაძემ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ორგანიზაციამ თანხა გამოყო ტრანსგენდერი ვირთხების გამოყვანისათვის. 

ედიშერ გვენეტაძე [18:40]: “როგორც თქვენ ბრძანეთ წეღან, ისა, რა ჰქვია, USAID-ის მიერ გამოყოფილ თანხებს იმ ვირთხების ტრანსგენდერში… ტრანსგენდერი ვირთხების გამოყვანაში რომ ხარჯავდნენ, საკუთარი თავისთვის იხმარენ ეხლა?” 

იმავეს შესახებ ისაუბრა პოლიტიკური პარტია “ქართული დასის” ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ (1;2;3). Georgian Times-ის გადაცემაში “რეალური პოლიტიკა”. ბაღათურიას USAID-ი არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ თანხა ამ მიზნით წინა მთავრობის დროს დაიხარჯა: 

ჯონდი ბაღათურია: “სრულიად სამარცხვინო ფაქტები გამოიტანა [ტრამპმა] როგორ ჭამდნენ ფულს. 8 მილიონი დოლარის დახარჯვა ტრანსგენდერი თაგვების შექმნაზე, წარმოიდგინეთ, 8 მილიონი დოლარი, ამერიკის ხალხის ფული, დაიხარჯა ტრანგენდერ თაგვებში.” 

ტრანსგენდერი თაგვები

მანიპულაციურად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ამერიკაში ტრანსგენდერი თაგვების გამოსაყვანად 8 მილიონი იყო გამოყოფილი. რეალურად, თანხა რამდენიმე კვლევის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტს გადაუხადეს, რათა ჰორმონოთერაპიის ეფექტი გამოეკვლიათ, საცდელ სხეულებად კი თაგვებს იყენებდნენ, რომლებსაც ჰორმონალურ პრეპარატებს აძლევდნენ. ამასთანავე, პროექტების მხარდამჭერი არა USAID-ი, არამედ ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტი იყო.

ჯონდი ბაღათურიასა და ედიშერ გვენეტაძის მტკიცებების პირველწყარო, სავარაუდოდ, ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უნდა იყოს. 4 მარტს, კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) საქმიანობის შესახებ ისაუბრა და გაწეული სამუშაოსთვის მის ხელმძღვანელს, მილიარდერ ილონ მასკს მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტმა ამავე კონტექსტში ახსენა “ტრანსგენდერი თაგვებიც”. ტრამპის თქმით, DOGE-მა გამოავლინა, რომ ამერიკამ $45 მილიონი დახარჯა მიანმარში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის თემაზე სტიპენდიებისთვის, $40 მილიონი მიგრანტების სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, $8 მილიონი აფრიკაში LGBTQ+ საკითხებსა და ამავე რაოდენობის თანხა გამოიყო “ტრანსგენდერი თაგვების შესაქმნელად”. 

პრეზიდენტ ტრამპის განცხადების მომდევნო დღეს თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა, პრეზიდენტის ნათქვამს სიმართლე უწოდა და საილუსტრაციოდ ექვსი პროექტი დაასახელა. თეთრი სახლის თანახმად, ფედერალური გრანტების საერთო ღირებულებამ $8,290,053 შეადგინა. თეთრმა სახლმა განცხადება CNN-ის საპასუხოდ გაავრცელა, რომელმაც ტრამპის აღნიშნული ცნობაზე დაწერა, რომ ტყუილია. 

კონგრესში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ციტატები ამერიკულმა მედიებმა გადაამოწმეს. CNN-მა თეთრი სახლის განცხადების შემდეგ მასალა ჩაასწორა, თუმცა დაწერა, რომ პროექტები, რომლებსაც, მოგვიანებით გაკეთებული განმარტებით,  ტრამპი გულისხმობდა, ტრანსგენდერი ცხოველების შექმნისთვის მაინც არ იყო განკუთვნილი. პროექტები გამიზნული იყო დაედგინა, როგორ მოქმედებს გენდერულ მკურნალობასთან დაკავშირებული ან ჰორმონალური პრეპარატები ადამიანებზე, რისთვისაც ის ჯერ ცხოველებზე, თაგვებზე, უნდა დაიტესტოს. 

NBC-ის გამოთვლით, დონალდ ტრამპმა 20 წუთი დახარჯა ტრანსგენდერების შესახებ საუბარში. მათივე თქმით, უცნობია, ზუსტად რომელ პროექტებს გულისხმობდა პრეზიდენტი, თუმცა ტრანსგენდერი მღრღნელების შექმნის მიზნობრიობით გრანტები არ გაცემულა. NBC-იც განიხილავს რამდენიმე სამედიცინო მნიშნელობის კვლევას, რომელიც ამერიკის ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და თაგვებზე წამლის დატესტვას გულისხმობდა. 

  • რას გულისხმობს პროექტები, რომელზეც თეთრმა სახლმა მიანიაშნა? 

საპასუხო განცხადებაში, სადაც თეთრი სახლი ტრანსგენდერ მაიმუნებზე დონალდ ტრამპის ციტატას განმარტავდა, 6 პროექტია დასახელებული. ყველა მათგანი თაგვებზე სამედიცინო ექსპერიმენტს თაგვებზე ატარებს, რათა მკურნალობის მეთოდი ადამიანებისთვის უსაფრთხო გახადოს. პროექტებს შორის პირველი ნახსენებია კვლევა, რომლის მიზანი იყო დაედგინა, რა გავლენა აქვს ჰორმონალურ თერაპიას იმ ადამიანებზე, ვისაც შიდსის ვაქცინა აქვს გაკეთებული. დაკვირვებისთვის ცდა თაგვებზე უნდა ჩაეტარებინათ. კვლევის მიზანში განმარტებულია, რომ ბიოლოგიურ სქესს იმუნურ სისტემაზე გავლენა აქვს. ამასთანავე, მწირია ინფორმაცია, თუ როგორ იმუნურ პასუხს იძლევიან შიდსის ვაქცინაზე ტრანსგენდერი ადამიანები. პროცესზე დასაკვირვებლად თაგვები გამოიყენეს, რადგან თაგვებისა და ადამიანების იმუნური სისტემა მსგავსია. აღსანიშნავია, რომ კვლევა ამერიკის ჯანდაცვის  დეპარტამენტმა დააფინანსა

შემდეგი პროექტი, რომელზეც თეთრმა სახლმა ისაუბრა, სტეროიდული ჰორმონების რეპროდუქციულ სისტემაზე გავლენას შეეხებოდა. გენდერული მკურნალობა ტესტოსტერონის მეშვეობით ხდება, რამაც, შესაძლოა, ფერტილურობის დაქვეითება გამოიწვიოს, განსაკუთრებით, ტრანსგენდერ კაცებში. აღნიშნული კვლევას თაგვები უნდა გამოეყენებინა და დაედგინა ჰორმონოთერაპიის გავლენა რეპროდუქციულ სისტემაზე. ამისთვის თაგვისთვის სქესი უნდა შეეცვალათ და ჰორმონალური თერაპია დაეწყოთ. აღნიშნულ კვლევას ჯანდაცვის დეპარტამენტი 2019 წლიდან აფინანსებს.

განცხადებაში მოყვანილი სხვა პროექტებიც ჰორმონალური თერაპიის შედეგებს სწავლობს. მაგალითად, ერთ-ერთი კვლევა გამიზნულია დაადგინოს ტესტოსტერონის თერაპიის გავლენა ძუძუს კიბოს რისკისა და მკურნალობის შედეგებზე. ასევე, გამოიკვლიოს რა გავლენა აქვს ასთმის განვითარებაზე გონადალურ ჰორმონებსა და როგორ მოქმედებენ ანდროგენები რეპროდუქციულ ნეიროენდოკრინულ ღერძზე. ყველა კვლევა სატესტოდ თაგვებს იყენებდა და მათ გენდერული მკურნალობისთვის საჭირო ჰორმონებს აძლევდნენ. 

კიდევ ერთი პროექტი, რომლისთვისაც ჯანდაცვის დეპარტამენტმა გასულ წელს 700 000-ზე მეტი გამოყო, თაგვებში, მიკრობიომის დახმარებით, გენდერის დამადასტურებელი ჰორმონული თერაპიის ეფექტებს იკვლევს. კვლევა არ ემსახურებოდა ტრანსგენდერი ცხოველის გამოყვანას. მისი მიზანი იყო მკურნალობის მეთოდის გავლენის შეფასება, რისთვისაც საცდელ სხეულზე, თაგვებზე დაკვირვება გახდა საჭირო. კვლევა ჩაატარა ემორის უნივერსიტეტმა, რომელმაც 2008 წლიდან (All Fiscal Years) სახელმწიფო ბიუჯეტიდან $7 მილიარდზე მეტი აქვს მიღებული, ყველაზე მსხვილი დონორი კი ჯანდაცვის დეპარტამენტია. 

ამრიგად, სინამდვილეში თანხა არა ტრანსგენდერი ცხოველების გამოსაყვანად, არამედ სხვადასხვა კვლევისთვის იყო გამოყოფილი, რომელიც საცდელ სხეულებად თაგვებს იყენებდნენ. ამერიკის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის ცნობით, ლაბორატორიული ცდებისათვის თაგვებსა და ვირთხებს ყველაზე ხშირად გამოიყენებენ ამერიკულ ლაბორატორიებში. 

მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა საგარეო დახმარება დროებით შეაჩერა, მათ მიზნობრიობასა და მნიშვნელობის შესახებ არაერთი მცდარი ცნობა გავრცელდა. ქართულ სამთავრობო მედიაში იმასაც ამბობდნენ, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების საააგენტომ (USAID) “ტრანსგენდერი მაიმუნების” პროგრამა დააფინანსა, რომელიც მათი გამრავლების პრობლემებსა და ცხოველებში LGBTQ+ პროპაგანდასა ითვალისწინებდა. 

არქივის ბმულები: 1, 2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist