26 მაისიდან ევროპარლამენტში გამოსვლამდე – დისკრედიტაციის კამპანია ზურაბიშვილის წინააღმდეგ 

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა,
309
VIEWS

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკულ გამოსვლას “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ანონიმური ფეისბუქ გვერდების მხრიდან დისკრედიტაციის კამპანია მოჰყვა. თუმცა, ასეთი შინაარსის მასალების განთავსება ამავე გვერდებზე მას შემდეგ მინელდა, რაც 31 მაისს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ მისი ტონალობა ისეთი კრიტიკული აღარ იყო. 

26 მაისს სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება მოქალაქეების პატივისცემასა და ღირსებაზე არ ფიქრობს. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობას მართებს უკეთ აკონტროლოს როგორც რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელი ადამიანები, ასევე ის რიტორიკა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებთან და უკრაინასთან მიმართებაში იყენებს.

პრეზიდენტის გამოსვლას “ქართული ოცნების” წევრების უკმაყოფილება და კრიტიკა მოჰყვა. ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლამდე 2 დღით ადრე, 29 მაისს კი პარტიის პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც პრეზიდენტს “რადიკალური ოპოზიციური ძალების” მიმართ მიკერძოებასა და არაობიექტურობაში ადანაშაულებდა. მმართველი პარტიის განცხადებით, მათი პოზიციაა, რომ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკისაგან პრინციპულად შეიკაონ თავი და დაიცვან პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, “როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს”. განცხადებაში იმედი იყო გამოთქმული, რომ პრეზიდენტი ქართული საზოგადოების უმრავლესობასთან კონფრონტაციას არ გააღრმავებდა.

სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ კამპანია ოპოზიციური “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას შესაძლო შეწყალების საკითხსაც უკავშირდებოდა, რისი მოლოდინიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით არსებობდა.

“მითების დეტექტორი” გთავაზობთ სოციალურ ქსელში გამოვლენილი იმ პოსტების მიმოხილვას, რომლებიც “ქართული ოცნების” კრიტიკასთან ერთად, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ 26 მაისიდან 31 მაისამდე, ანუ ევროპარლამენტში გამოსვლამდე გამოვლინდა. 

ვიზუალური მანიპულაცია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ

26 მაისს ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ანონიმურმა ანგარიშებმა (ტერენტი გლდანელიპოლიტიკური სატირა / Political Satireჟურნალისტების მარგალიტები) 1-წუთიანი დროის სხვაობით გამოაქვეყნეს იდენტური ქარდი სალომე ზურაბიშვილის ფოტოთი, სადაც სამხედრო სამხრეების ნაცვლად მას მხრებზე სარდელები აქვს გამოსახული. ფოტომანიპულაციას ერთვის წარწერა – “მთავარ სარდელი”, ხოლო პოსტის აწღერებში ის ქვეყნის სირცვილად არის მოხსენიებული, რომელსაც “ეს წოდება უფრო შეეფერაბა” (პოლიტიკური სატირა) და “პრეზიდენტის გარდა ყველაფერია” (ჟურნალისტების მარგალიტები).

ტერენტი გლდანელი

Screenshot 16 | mythdetector.com

პოლიტიკური სატირა / Political Satire

Screenshot 17 | mythdetector.com

ჟურნალისტების მარგალიტები

Screenshot 18 | mythdetector.com

ამავე დღეს ფეისბუქ გვერდებმა ტერენტი გლდანელი (12:13), ჟურნალისტების მარგალიტები (12:17) და სირცხვილის კორიდორი (12:19) დროის მცირე შუალედით პრეზიდენტის იგივე ფოტო დამუშავების გარეშეც გამოაქვეყნეს. ტერენტი გლდანელისა და ჟურნალისტების მარგალიტების პოსტებს იდენტური აღწერა ჰქონდა (“ჩვენი ქვეყნის სირცხვილი ამ ქალს მთავარსარდალი არ უნდა ეწოდებოდეს”), სირცხვილის კორიდორი კი შემდეგი შინაარსის:  “რას დავაჭირეთ ამისთანას, ამას რო ეს ტრიბუნა მივეცით”.

ტერენტი გლდანელი

Screenshot 19 | mythdetector.com

ჟურნალისტების მარგალიტები

Screenshot 20 | mythdetector.com

სირცხვილის კორიდორი

Screenshot 21 | mythdetector.com

26 მაისს პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზნით სარკასტული პოსტი გამოაქვეყნა ხელისუფლების მხრადამჭერი მომღერლის გია გაჩეჩილაძის ინიცირებული კამპანიის ფეისბუქ გვერდმა  “არ აგარევინებთ”.  ზურაბიშილის ფოტოს ერთვოდა კითხვა, თუ ვისი დაწერილი იყო პრეზიდენტის ტექსტი, სავარაუდო პასუხებში ჩამოთვლილი კი იყვნენ უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო, აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. პოსტის მიზანი იყო, წარმოეჩინა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართვის ტექსტი სხვების გავლენით იყო დაწერილი.

Screenshot 22 | mythdetector.com

აღნიშნული პოსტი ფეისბუქ პროფილმა Tatia Nadiradze, რომელიც ჯგუფის “მოვდივარ!” ერთ-ერთი ადმინია, “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ ჯგუფებში ბიძინა ივანიშვილის მეგობრები “ფეისბუქზე”, კახა კალაძე თბილისის მერი და მოვდივარ! გააზიარა. 

ბიძინა ივანიშვილის მეგობრები “ფეისბუქზე”

Screenshot 23 | mythdetector.com

კახა კალაძე თბილისის მერი

Screenshot 24 | mythdetector.com

მოვდივარ!

Screenshot 25 | mythdetector.com

სალომე ზურაბიშვილის “ნაციონალურ მოძრობასთან” დაკავშირებას  ფეისბუქ გვერდი “არ აგარევინებთ” 30 მაისის პოსტითაც შეეცადა, როდესაც სალომე ზურაბიშვილში გარდასახული ენმ-ის ლიდერის ლევან ხაბეიშვილის ვიზუალი, წარწერით “როგორ დაემსგავსა მადამ სალიომე ხაბეს” გამოაქვეყნა. 

Screenshot 26 | mythdetector.com

29 მაისს ფეისბუქ გვერდმა ტერენტი გლდანელი კი გამოაქვეყნა სექსისტური შინაარსის ფოტომანიპულაცია, რომელზეც სალომე ზურაბიშვილის სახე სხვის სხეულზეა დამონტაჟებული, ხოლო აღწერის მიხედვით, ის პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის ნასამართლევ პირს – როენას არის შედარებული ( “სალომე (როენა) ზურაბიშვილი”). აღნიშნული პოსტი სლატშეიმინგის გამოვლინებაა.

Screenshot 27 | mythdetector.com

კიდევ ერთი პოსტი, რომელშიც საარქივო ვიდეოში პატიმრობაში მყოფი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრეზიდენტ ზურაბიშვილს აგინებს, ანონიმურმა სახელისუფლებო გვერმდებმა “არქივი”, პოლიტიკური სატირა / Political Satireპოლიტიკური სამარე N5 , ასევე სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის გამოცემა For.ge-მ გამოაქვეყნეს. აღსანიშნავია, რომ “არქივის” ვიდეოს აღწერაში და For.ge-ს სათაურში გამოტანილია ნიკა გვარამიას უხამსი სიტყვები ზურაბიშვილის მიმართ (“სალომე ზურაბიშვილი არის რეზიდენტი ყ*ე ქალა- ნიკა გვარამია”). პოლიტიკური სამარე #5-ის პოსტი “არქივის” ტიკტოკ ვიდეოს აზიარებს და სალომე ზურაბიშვილს ნიშნის მოგებით მიმართავს, ხომ არ შეიწყალებს ის ადამიანს, რომელიც წარსულში მას აგინებდა.

Screenshot 28 | mythdetector.com

აღსანიშნავია, რომ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, არსებობდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეიწყალებდა, რისკენაც ზურაბიშვილს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ადრეც მოუწოდებდნენ. გინების ამსახველი ამ საარქივო ვიდეობის გავრცელების კვალობაზე მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას შეიწყალებდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ “რასაც ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს ეძახდა, მართალი ყოფილა”.

Screenshot 29 | mythdetector.com

დასპონსორებული პოსტები

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული პოსტებიდან, სამი დასპონსორებულია: მათ შორის “არქივის”, სადაც ზურაბიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ ლექსიკას ნიკა გვარამია იყენებს; ასევე პოლიტიკური სატირა/ Political Satire-ის ორი პოსტი (12); და გვერდის “არ აგარევინებთ”.

Screenshot 30 | mythdetector.com

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist