2018 წლის ფოტო “მარში ჩვენი სიცოცხლისთვის” თუ 2021 წლის აქცია ტრამპის მხარდასაჭერად?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ყალბი ახალი ამბები
67
VIEWS

6 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა, კახა სიხარულიძემ, გამოაქვეყნა ტრამპის მხარდამჭერი პოსტი, სადაც საუბრობდა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და ტრამპის გამარჯვების მსოფლიო მნიშვნელობაზე, პოსტს თან ერთვის ფოტო, რომელიც ავტორის განმარტებით, ტრამპის მხარდასაჭერად 6 იანვარს დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად ვაშინგტონში წინასწარ (5 იანვარს) ჩასულ ადამიანებს ასახავს.

 

;

;

პოსტი შეიცავს დეზინფორმაციას, გამოყენებული ფოტო რეალურად ასახავს არა ტრამპის მხარდამჭერების შეკრებას 2021 წლის 5 იანვარს, არამედ 2018 წლის 24 მარტს ვაშინგტონში გამართულ “მარშს ჩვენი სიცოცხლისთვის,” რომელიც იარაღის ტარებაზე კონტროლის დაწესებას უჭრდა მხარს. 

  • ფოტო გადაღებულია “მარში ჩვენი სიცოცხლისთვის” გამართვის დღეს

გუგლის საძიებო სისტემაში ილუსტრაციის უკუძიების მეთოდის გამოყენებით მარტივად ვიგებთ, რომ ფოტო 2018 წლის 24 მარტს გადაიღეს, როდესაც ვაშინგტონში სტუდენტების მიერ ორგანიზებული იარაღზე კონტროლის დაწესების მხარდასაჭერი მსვლელობა “მარში ჩვენი სიცოცხლისთვის” (March for our lives) იმართებოდა.

;

“მარში ჩვენი სიცოცხლისთვის” სტონემენ დუგლასის სკოლაში მომხდარი სროლის (2018 წლის 14 თებერვალი) პასუხად ჩატარდა, სკოლაში შეჭრილმა შეიარაღებულმა კაცმა 17 ადამიანი შეიწირა. სხვადასხვა მოსაზრებით, იარაღის ტარებაზე კონტროლის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ამ მოვლენის თავიდან აცილება. 24 მარტს გამართული მარშის მონაწილე სტუდენტები სწორედ იარაღის ტარებაზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვდნენ.

იდენტური ფოტო ყალბი აღწერით, თითქოს ის 2021 წლის 5 იანვარს ტრამპის ვაშინგტონში  მყოფ მხარდამჭერებს ასახავს, აშშ-ც გავრცელდა. ფაქტების გადამოწმების ამერიკული პორტალის Lead Stories განმარტებით, ტრამპის მხარდამჭერების მსვლელობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დაგეგმილი 6 იანვარს იყო და 5 იანვარი აშშ-ს დედაქალაქში შეკრებების გარეშე მშვიდად მიმდინარეობდა, ამასთანავე 5 იანვარს აშშ-ს დედაქალაქში ღრუბლიანი ამინდი გახლდათ და წვიმა იყო მოსალოდნელი, გავრცელებული ფოტო კი მზიან დღეს ასახავს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

(animalmedicalcenterinc.com)

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist