20 ივნისის აქციის დისკრედიტაციისთვის პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

137
VIEWS

20 ივნისს ანტიოპოზიციურმა და ხელისუფლების მხარდამჭერმა ფეისბუკ-გვერდებმა  არ აგარევინებთ, მიშინგი ,  პოლიტიკური აბსურდი  20 ივნისის აქციის დისკრედიტაციის მიზნით ვიდეოკოლაჟი გამოაქვეყნეს, რომელიც აქციის ორგანიზატორებისა და  მხარდაჭერების “პრორუსულობას”,  მათ “ნაციონალურ მოძრაობასა” და   ლგბტქ+ ორგანიზაციებთან კავშირს უსვამდა ხაზს. გარდა ამისა, ვიდეოკოლაჟის 28-ე წამზე ვხვდებით ერთ-ერთი აქციის კადრს, რომელზედაც ლგბტქ+ თემისა და “თბილისი პრაიდის” დროშებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერი ჩანს. კადრი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს  “ღირსების მარში” და ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია ერთდროულად გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გვერდის “პოლიტიკური აბსურდი” მიერ გამოქვეყნებული ფოტო დასპონსორებულია და თანხის გადამხდელად Ramaz Beridze არის მითითებული.

Screenshot 10 11 20 ივნისის აქციის დისკრედიტაციისთვის პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება

კადრი, რომელიც ვიდეოკოლაჟში 28-ე წამიდან გვხვდება, პროგრამულადაა დამუშავებული. რეალურად, ფოტო 2019 წელს, ლგბტქ+ აქტივისტების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ გამართულ საპროტესტო აქციაზეა გადაღებული და მასზე სამოქალაქო აქტივისტს პლაკატი წარწერით “არა ტრანსფობიას” უჭირავს.

2019 წლის 8 ივლისს, თბილისში,  შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ ლგბტქ+ აქტივისტებმა “თბილისი პრაიდის“ ფარგლებში საპროტესტო აქცია და დასკვნითი ღონისძიება “ღირსების მარში“ გამართეს. სამოქალაქო აქტივისტების მთავარ მოთხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა წარმოადგენდა, რომელიც მათი თქმით, ვერ უზრუნველყოფდა მოქალაქეების, მათ შორის ლგბტქ+ თემის უსაფრთხოებას. “ღირსების მარშის” მონაწილეებს აქციაზე სხვადასხვა პლაკატი ჰქონდათ წარმოდგენილი, რომელზეც შემდეგი წარწერები იყო დატანილი:  “სახელმწიფო, სად ხარ?”, “არა ჰომოფობიას”, “არა ტრანსფობიას”. კადრი, რომელიც ვიდეოკოლაჟში, 28-ე წამზე პროგრამულად დამუშავებული გვხვდება სწორედ ამ დღეს არის გადაღებული და მის ავტორი ანა ზურაბაშვილი-წურწუმიაა.

Screenshot 11 10 20 ივნისის აქციის დისკრედიტაციისთვის პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება
2019 წელი, “ღირსების მარში” შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ.  ფოტო: ანა ზურაბაშვილი-წურწუმია

საინფორმაციო სააგენტო “ნეტგაზეთის” მიერ გავრცელებულ ფოტოებში ასევე შესაძლებელია ამ პლაკატის სხვა რაკურსების ხილვაც.

Screenshot 12 10 20 ივნისის აქციის დისკრედიტაციისთვის პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება
ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი


აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოში ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. ჰაშთაგი “თავისუფლება მიშას” სწორედ ამ პერიოდში გაჩდა და მიხეილ სააკაშვილის ფოტოებსა და პლაკატებს ერთვოდა თან. შესაბამისად, 2019 წელს გამართულ “ღირსების მარშზე” მონაწილეებს 2021 წელს შექმნილი პლაკატი ვერ ექნებოდათ წარმოდგენილი. 

20 ივნისს თბილისში, პარლამენტის წინ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია სახელწოდებით “შინ ევროპისკენ” გაიმართა. ფეისბუკ-გვერდების:  არ აგარევინებთ, მიშინგი ,  პოლიტიკური აბსურდი მიერ გავრცელებული ვიდეო კოლაჟი სწორედ ამ აქციის მოაწილეების დისკრედიტაციის მიზნით გამოქვეყნდა.

წყაროს შესახებ

ფეისბუკ გვერდები მიშინგი, არ აგარევინებთ, პოლიტიკური აბსურდი ოპოზიციის დისკრედიტაციისა და ხელისუფლების მხარდასაჭერად შექმნილი გვერდებია. მათგან ორი – მიშინგი, არ აგარევინებთ 2022 წლის მაისშია შექმნილი.

Screenshot 13 8 20 ივნისის აქციის დისკრედიტაციისთვის პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება

ფეისბუკ გვერდს “არ აგარევინებთ” მცდარი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია, ვრცლად იხილეთ “მიტების დეტექტორის” მასალა:

ფეისბუკ გვერდები “მიშინგი”, “არ აგარევინებთ” და “პოლიტიკური აბსურდი” არაერთ დისკრედიტაციის კამპანიაში ადრეც იყვნენ ჩართულები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საქართველო
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist