18+: Foxnews.ge-ს ვიდეომანიპულაცია სირიელი ბავშვების ორგანოებით ვაჭრობის შესახებ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

video_0
77
VIEWS

2017 წლის 14 მაისს Foxnews.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ამტკიცებდა, რომ თურქეთი სირიელი ბავშვების ორგანოებით ვაჭრობდა. სტატიაში წარმოდგენილი იყო ფოტოები, რომლებიც “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ თურქეთის ნაცვლად დამასკოს, ინდონეზიას და აფხაზეთის კადრებს ასახავდა. 14 მაისს გამოქვეყნებულ მასალას თან ერთვოდა ვიდეო მასალა, რომელიც Youtube-მა დაბლოკა. ძველი ვიდეოს ნაცვლად, 15 მაისს foxnews.ge-მ მასალას ახალი ვიდეო დაურთო სათაურით “ორგანოების ვაჭრობის მიზნით ბავშვებს კლავენ”.

ვიდეოს გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მასში 5 მანიპულაციური ფოტოა გამოყენებული, რომელიც თურქეთის ნაცვლად მალაიზიაში მომხდარ ინციდენტს, დამასკოს გარეუბანში მომხდარ ქიმიურ თავდასხმას, კორეაში ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას და სხვა არარელევანტურ კადრებს ასახავს.

ფოტო N1

ვიდეოში გამოყენებული პირველი ფოტო ონლაინ მედიასა და სოციალურ ქსელებში 2016 წლის ნოემბერში გავრცელდა. ისტორია უკავშირდებოდა ტაილანდელ მამაკაცს, რომელიც ორგანოების გადანერგვის მიზნით, მანქანით ორი გარდაცვლილი ბავშვის გვამის მალაიზიაში გადატანას ცდილობდა. მალაიზიის პოლიციამ ოფიციალურად უარყო ეს ისტორია და მოსახლეობას ყალბი ფოტოების გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ფოტო N2 

ვიდეოკოლაჟის მეორე ფოტოზე არა თურქეთი და ორგანოებით ვაჭრობა, არამედ 2013 წელს დამასკოს გარეუბანში მომხდარი ქიმიური თავდასხმის მსხვერპლია ასახული.

"

ფოტო N3 

მესამე ფოტო, რომელიც ვიდეოშია გამოყენებული პირველად ონლაინ სივრცეში 2008 წლის აპრილში გავრცელდა, შესაბამისად მას სირიაში მიმდინარე მოვლენებთან კავშირი ვერ ექნება, რადგან სამოქალაქო ომი სირიაში 2011 წელს დაიწყო. სხვადასხვა უცხოური მედია ამ ფოტოს ისრაელის მთავრობის მიერ პალესტინელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების ან ე.წ ისლამური სახელმწიფოს მიერ სირიის მოქალაქეების წამების აღსაწერად იყენებს.

ფოტო N4

"

მეოთხე ფოტო სამხრეთ კორეაში, სამსუნგის სამედიცინო ცენტრშია გადაღებული და ქირურგების მიერ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას ასახავს. ფოტო ლიცენზირებული ფოტოების ონლაინ პლატფორმაზე Getty Images არის ხელმისაწვდომი.

ფოტო N5

მეხუთე ფოტოზე, სავარაუდოდ, ოპერაციის ჩატარების შემდეგ ექიმის ხელებია გამოსახული. ეს კადრი კონკრეტულს არაფერს ამბობს სირიელი ბავშვების ორგანოების ვაჭრობის შესახებ, რადგან კონკრეტულ ფაქტებს არ ასახავს და ნებისმიერ მოვლენას შეიძლება უკავშირდებოდეს.

წყაროს შესახებ:

მანიპულაციური ფოტოების ვიდეოკოლაჟი იუთუბზე 2017 წლის 3 იანვარს მომხმარებლის Trendy updates -ის მიერ არის ატვირთული. Trendy updates-ის იუთუბ გვერდზე სულ 4 ჩანაწერი იძებნება, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის თემატიკას უკავშირდება.

"


რაფიელ კაკაბაძე, მითების დეტექტორის ლაბორატორიის სტუდენტი

 

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი, სირია
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist