12 ივნისს 21 წლის მათე დევიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – ის 19 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლის დროს პოლიციელზე თავდასხმაში დაადანაშაულეს. დევიძემ წინასწარ პატიმრობაში შვიდი თვე გაატარა. განაჩენი სასამართლოში დაძაბულ ვითარებაში გამოცხადდა, მანდატურებმა მისი მხარდამჭერები ძალის გამოყენებით განარიდეს დარბაზს, 12 ივნისის საღამოს კი მელიქიშვილის გამზირზე, სადაც 19 ნოემბერს მათე დევიძე დააკავეს, საპროტესტო აქცია გაიმართა.
პარალელურად, სოციალურ ქსელში, მათე დევიძის დისკრედიტაციის მიზნით, ყალბი და ანონიმური (რეა ლობა, Aravin, მიხეილ მზეთუნახავი, ბოროტმოქმედია) ანგარიშები გააქტიურდნენ, რომლებიც პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასთან (POSTV, იმედი) ერთად მის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდნენ.
ყალბი ანგარიშების ნაწილი ფეისბუკ გვერდთან “აი პოლიტიკა” არის დაკავშირებული, ნაწილი კი (Tinatin Tofuria, მარი კვარცხელია, Katie Toloraya, Nati Topuria) დამოუკიდებლად მოქმედებს და არა მხოლოდ კომენტარების წერით შემოიფარგლება, არამედ სხვა, ტროლებისთვის ახალი აქტივობებითაც ხასიათდება, რაც პოსტების წერას, მოკლე ვიდეოების (რილების) შექმნას და გავრცელებას გულისხმობს.
“მითების დეტექტორმა” დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართული 13 ყალბი ანგარიში გამოავლინა:
- 13-დან 9 ანგარიში ფეისბუკ გვერდთან “აი პოლიტიკა” არის დაკავშირებული, ამ ანგარიშებიდან 7-ს პროფილის ფოტო 2025 წლის თებერვალში აქვს ატვირთული, რაც, სავარაუდოდ, მათ ერთ პერიოდში შექმნასთან უნდა იყოს დაკავშირებული;
- 4 ანგარიში (Tinatin Tofuria, მარი კვარცხელია, Katie Toloraya, Nati Topuria ), მიმართავს ახალ ტაქტიკას – მოკლე ვიდეოების (რილების) შექმნასა და გავრცელებას, რაც მათ საშუალებას აძლევს გავლენა მოახდინონ უფრო ფართო აუდიტორიაზე. ამ ანგარიშებიდან სამი 2024 წლის თებერვალ-მაისის პერიოდში არის შექმნილი;
- ზემოაღნიშნული 4 ყალბი ანგარიში “ქართული ოცნების” ოპონენტების, პროტესტის მონაწილეების მადისკრედიტირებელი შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელებით არის დაკავებული; ვიდეოები, რომლებიც ფოკუსირებულია ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და დასავლური კურსის მხარდამჭერი აქტორების დისკრედიტაციაზე, “ანტიმაიდანის” ჯგუფებშიც ვრცელდება; გარდა ამისა, ისინი კოორდინაციაში არიან სამთავრობო მედიასა და სხვა ანონიმურ ანგარიშებთან.
| ყალბი ანგარიში | ვის იდენტობას იპარავს |
1.Tinatin Topuria![]() | პროფილზე იყენებს ფეისბუკ მომხმარებლის Ira Elbakyan– ის ფოტოს. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს Majorel, სასწავლებლად კი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი. “თინათინ თოფურიას” პროფილი 2024 წლის 18 თებერვალს არის შექმნილი. ყალბ ანგარიშს ორი გვერდი აქვს მოწონებული: ირაკლი კობახიძის მხარდამჭერები და ლიბერალიზმის ანატომია.![]() ![]() |
2. Nati Topuria![]() | იპარავს vk.com-ის მომხმარებლის Натиа Двали -ის ფოტოებს. პროფილი 2024 წლის 27 თებერვალს შეიქმნა, აქტიურად პოსტვა კი დაიწყო 2024 წლის მაისში პროტესტის დისკრედიტაციის მიზნით. “ნათი თოფურიას” სამუშაო ადგილად – Cebu World-Class RunFest, სასწავლებლად კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქვს მითითებული.![]() ![]() |
3. მარი კვარცხელია![]() | “მარი კვარაცხელია” იპარავს vk.com-ის მომხმარებლის, Оксана Ануфриенко-ს იდენტობას. პროფილი 2024 წლის 13 მაისს არის შექმნილი. მოწონებული აქვს გვერდები: ქართული სექტორი, ცნობის ფურცელი.![]() ![]() |
4. Katie Toloraya![]() | იპარავს ok.ru-ს მომხმარებლის Альвина *** ფოტოებს. პროფილის ფოტო 2022 წლის ოქტომბერში აქვს ატვირთული, რაც შესაძლოა მისი პროფილის შექმნის თარიღთან იყოს დაკავშირებული. ანგარიში თავდაპირველად მხოლოდ პეიზაჟებს აქვეყნებდა, პირველი პოლიტიკური პოსტი კი 2022 წლის ნოემბერში გაავრცელა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს ეხებოდა.![]() |
5. Manana Kurtanidze![]() | პროფილის ფოტოდ გამოყენებული აქვს freepik.com-ზე გამოქვეყნებული ფოტო აღწერით “Happy executive closing a deal by phone”, რომელიც მომხმარებელ javi_indy-ის აქვს ატვირთული. ყალბ ანგარიშს საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს ბურბანკი, კალიფორნია. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 21 აპრილს.![]() |
6. Naziko Laliashvili![]() | პროფილის ფოტოდ იყენებს Vkontakte-ის მომხმარებლის Настя Сулагаева-ს ფოტოს. საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს ლაგოდეხი, ხოლო სამუშაო ადგილად “გვირილა”. 2025 წლის 20 თებერვალს, პროფილის ფოტოსთან ერთად, ანგარიშს სხვა ფოტოც აქვს ატვირთული, რომელიც ასევე აღნიშნულ Vkontakte-ის მომხმარებელს ეკუთვნის.![]() |
7 Lili Pirkulashvili![]() | იდენტურ ფოტოს სხვადასხვა გაცნობით საიტზე არაერთი მომხმარებელი იყენებს. ყალბ პროფილს საცხოვრებელ ადგილად თბილისი აქვს მითითებული, სამუშაო ადგილად კი ბიო სახლი. აღნიშნულ მომხმარებელს პროფილის ფოტო 2025 წლის 4 თებერვალს აქვს გამოქვეყნებული.![]() |
8. Lile Shevardnadze![]() | პროფილის ფოტოდ იყენებს Vkontakte-ის მომხმარებლის Катерина Дубровець-ის ფოტოს. საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს თბილისი, ხოლო სამუშაო ადგილად ესთეტიკური აპარატურა • ტექბიუთი. პროფილის ფოტო 2025 წლის 20 თებერვალს აქვს ატვირთული.![]() |
9. Irina Birkaia![]() | პროფილის ფოტოდ იყენებს Ok-ua.ru-ს მომხმარებლის Диана Анохина-ს ფოტოს. საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს თბილისი, სასწავლებლად – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამუშაო ადგილად კი მარგე. პროფილის ფოტო ატვირთულია 2025 წლის 12 ივნისს.![]() |
10 Mariami Lochuashvil![]() | პროფილის ფოტოდ იყენებს Vk.com-ის მოხმარებელ Olya Frolova-ს ფოტოს. ყალბ პროფილს საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს თბილისი, სამუშაო ადგილად კი ალკორიუმი. პროფილის ინფორმაციით, მომხმარებელი თსუ-ის სტუდენტური მოძრაობაში სწავლობდა. პროფილის ფოტო ატვირთულია 2025 წლის 11 თებერვალს.![]() |
11 Rima Khizanishvili![]() | პროფილის ფოტოდ იყენებს Vkontakte-ს მომხმარებლის Катя Рихлицька-ს ფოტოს, რომელიც აღნიშნულ მომხმარებელს 2016 წლის 11 აპრილს აქვს ატვირთული. ყალბ პროფილს საცხოვრებელ ადგილად თბილისი აქვს მითითებული, ხოლო სამუშაო ადგილად – პსპ აფთიაქი. მომხმარებელს მითითებული აქვს, რომ სწავლობდა სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ყალბ ანგარიშს მხოლოდ 6 მეგობარი ჰყავს, პროფილის ფოტო კი 2025 წლის 4 თებერვალს აქვს გამოქვეყნებული.![]() |
12 Ema Kvinikadze![]() | იყენებს Vkontakte-ს მომხმარებლის Валентина Скляр-ის ფოტოს, რომელიც 2021 წლის 19 ივნისს არის გამოქვეყნებული. ყალბ პროფილს მითითებული აქვს, რომ მუშაობს კარფურში და სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს საგარეჯო. პროფილს ორივე ფოტო 2025 წლის 11 თებერვალს აქვს გამოქვეყნებული.![]() |
13 Natalia Saakashvili![]() | პროფილის ფოტოდ გამოყენებული აქვს flickr.com-ის ფოტო, რომელიც მომხმარებლს 2013 წელს აქვს ატვირთული. ყალბ პროფილს საცხოვრებელ ადგილად თბილისი, ხოლო სამუშაო ადგილად გუდვილი აქვს მითითებული. პროფილის ფოტო 2025 წლის 20 თებერვალს არის გამოქვეყნებული. პროფილს მხოლოდ 4 მეგობარი ჰყავს.![]() |
ყალბი ანგარიშების ახალი ტაქტიკა – მოკლე ვიდეოების გავრცელება
თუ წარსულში ყალბი ანგარიშები ძირითადად კომენტარების წერაზე იყვნენ ორიენტირებული, 2024 წლის ბოლოსა და 2025 წლის დასაწყისიდან მათ სტრატეგიაში ახალი ტექნიკა გაჩნდა – მოკლე ვიდეოების (რილების) შექმნა და გავრცელება. ეს ტენდენცია “მითების დეტექტორის” მიერ გამოვლენილი 4 ანგარიშის შემთხვევაში გამოვლინდა((Tinatin Tofuria, მარი კვარცხელია, Katie Toloraya, Katie Toloraya). ასეთი ვიდეოების მეშვეობით ყალბი ანგარიშები შედარებით ფართო აუდიტორიაზე ახდენენ გავლენას. მათი ვიდეოები ფოკუსირდება ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, დასავლური კურსის მხარდამჭერი აქტორებისა და მედიის დისკრედიტაციაზე. ყალბ ანგარიშებს (გარდა 2022 წელს შექმნილი ანგარიშისა (Katie Toloraya), რომელიც ასევე კრიტიკული პოლიტიკური პროცესების დროს გააქტიურდა) ორი ნიშანი აერთიანებთ: მათი პროფილები შექმნილია 2024 წლის თებერვალ-მაისის პერიოდში და თითოეული მათგანი ავრცელებს ნაციონალური მოძრაობის დანაშაულების გამოძიების მიზნით შექმნილი კომისიის ვიდეოებს. აღსანიშნავია, რომ ამ ყალბი ანგარიშების მიერ ატვირთული მოკლე ვიდეოები ვრცელდება “ანტიმაიდანის” ჯგუფებში (1, 2, 3, 4).


გარდა ამისა, შესამჩნევია ამ ანგარიშების კოორდინაცია როგორც პროსახელისუფლებო მედიების POSTV-ისა და ტვ “იმედის”, ასევე ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით შექნილი ანონიმური ანგარიშების (რეა ლობა, მიხეილ მზეთუნახავი, Aravin, მასალებთან.ბოროტმოქმედია) მასალებთან.
მაგალითად, ყალბი ანგარიშების ნაწილი პირად გვერდზე ავრცელებდა ვიდეოს, რომელშიც 19 ნოემბრის აქციის დაშლა არის ასახული. კადრებში ჩანს, თუ როგორ იქნევს მათე დევიძე ჯოსიხმაგვარ საგანს. ამ ვიდეოს საშუალებით ისინი ცდილობდნენ მათე დევიძის პოლიტპატიმრის სტატუსის ეჭქვეშ დაყენებას და – მოითხოვდნენ, რომ ის პოლიციელზე თავდასხმის გამო უფრო მკაცრად დასჯილიყო.
ანონიმურ და ყალბ ანგარიშებს, ასევე პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებს POSTV-ისა და ტვ “იმედს” ვიდეო მათე დევიძის მონაწილეობით, ერთსა და იმავე დროს, 12 ივნისს 17:23-დან 17:56 დროის პერიოდში ჰქონდათ გავრცელებული (გამონაკლისია ფეისბუკ გვერდი “ბოროტმოქმედია”. რომელმაც ვიდეო მომდევნო დღეს გამოაქვეყნა).
პროსახელისუფლებო მედიის, ყალბი და ანონიმური ანგარიშების მიერ ვიდეოს გავრცელების დრო
| პროსახელისუფლები მედია, ანონიმური და ყალბი ანგარიშები | ვიდეოს გავრცელების დრო |
| TV Imedi | 17:23 |
| PosTV – ანალიტიკა | 17:45 |
| Nati Topuria | 17:35 |
| მარი კვარაცხელია | 17:36 |
| Tinatin Tofuria | 17:37 |
| Kate Toloraya | 17:40 |
| მიხეილ მზეთუნახავი | 17:26 |
| რეა ლობა | 17:28 |
| მიხეილ მზეთუნახავი (მეორე ვიდეო) | 17:35 |
| Aravin | 17:56 |
| ბოროტმოქმედია | 13 ივნისი 11:01 |
13 ივნისს ყალბმა ანგარიშებმა (მარი კვარაცხელია (15:23), Nati Tofuria (15:18), Katie Toloraya (15:48) და ანონიმურმა ანგარიშმა მიხეილ მზეთუნახავი (15:19), ასევე კოორდინირებულად გაავრცელეს სასამართლოს ეზოში გადაღებული ვიდეო, რომელშიც აქტივისტი, ონისე ოქრიაშვილი პოლიციელებს ესაუბრება. ვიდეოს თან ერთვის ოქრიაშვილის სთენდაფის ფრაგმენტი, რომელშიც ის ბავშვობის ერთ-ერთ მოგონებაზე საუბრობს და პოლიტიკოსებს დასცინის. ვიდეო თავდაპირველად (13:26) გავრცელდა ჯგუფში ანტი-მაიდანი! ერის ხმა!.


ყალბი ანგარიშების ნაწილი ფეისბუკ გვერდის “აი პოლიტიკას” მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე წერდა კომენტარებს.
პოსტში ნათქვამი იყო, რომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ყალბი ანგარიშები კომენტარებში მათე დევიძეს უწოდებდნენ „მოღალატეს“, „არაკაცს“ და ძალადობრივი მოქმედების შემსრულებელს, ხოლო პოლიციელზე ხელის აღმართვას სახელმწიფოებრივი ღალატის ტოლფასად წარმოაჩენდნენ.
ყალბი ანგარიშების მიერ დატოვებული კომენტარები




















































