7 მაისს სოციალურ ქსელ Threads-ზე რუსულენოვანმა ანგარიშმა გაავრცელა პოსტი, რომლის მიხედვითაც ევროპაში 13 მაისი კოვიდვაქცინისგან გარდაცვლილ ადამიანთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. პოსტში ატვირთულ ფოტოზე ჩანს ფრანგულენოვანი სტატიის ნაწილი, რომელიც სავარაუდოდ ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს.
აღნიშნული ინფორმაცია ასევე გავრცელდა რუსულ პლატფორმა Dzen.ru-ზეც.
ინფორმაცია უკონტექსტოდ ვრცელდება. ოფიციალურად მსგავსი დღე არ არსებობს. რამდენიმე ნაკლებად ცნობილი წყაროს მტკიცებით, 13 მაისი კოვიდვაქცინისგან გარდაცვლილთა ხსოვნის დღედ 2023 წლიდან რამდენიმე მცირე ჯგუფის მიერ აღინიშნება.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობა შეცდომაში შემყვანია, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს კოვიდვაქცინით გარდაცვლილთა ხსნოვნის დღე ოფიციალურმა უწყებებმა გამოაცხადეს, თუმცა მსგავსი განცხადება არც ერთ მედიასა თუ სახელმწიფო უწყებების საიტებზე/სოციალურ ქსელებზე არ გავრცელებულა.
2023 წლის 8 მაისს ერთ-ერთმა ნაკლებად ცნობილმა გერმანულმა ჟურნალმა Zuerst-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღინიშნა, რომ ესპანეთსა და რამდენიმე ესპანურენოვან ქვეყანაში 13 მაისი გამოცხადდა კოვიდვაქცინით გარდაცვლილთა ხსნოვნის დღედ. სტატიის მიხედვით, ამ დღისთვის ღონისძიებებს ჯგუფი “Afectados por las Vacunas” (ვაქცინით დაზარალებულები) ამზადებდა. ამასთანავე, იმავე წლის მაისში ასევე ნაკლებად ცნობილ ფრანგულ საიტებზე გამოქვეყნდა არაერთი სტატია, სადაც ეწერა რომ 13 მაისს მცირე რაოდენობის ადამიანები (რამდენიმე ათეული) საფრანგეთის ზოგიერთ ქალაქში იკრიბებოდნენ/შეიკრიბნენ ამ დღის აღსანიშნად, ვაქცინით გარდაცვლილთა ხნსოვნისა და ამ საკითხის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.
სტატიას, რომელიც სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოზე ჩანს, “მითების დეტექტორმა” ვერ მიაკვლია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.




















